ტორშერი OEM MS620
ტორშერი OEM MS620
Regular price 149 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

ტორშერი

ტორშერი სახლის საუკეთესო დეკორაციაა. ტორშერების დიდ არჩევანს ისურვეს ამ კატეგორიაში შეხვდებით განსაკუთრებულ ფასად და უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში.

ტორშერი არ არის მხოლოდ სინათლის წყარო 0 ის ინტერიერის განწყობის, სტილისა და ფუქციონალურობის ნაწილი ხდება. თანამედროვე ან კლასიკური, მინიმალისტური თუ არტ დეკოს სტილის ტორშერები იდეალურად ერგება მისაღებს, საძინებელს, კაბინეტს ან კუთხეს, რომელსაც მეტი სითბო და ვიზუალური ფოკუსი სჭირდება.

ტორშერის უპირატესობები:

  • ატმოსფეროს შექმნა - რბილი განათება ეხმარება ინტერიერს გახდეს მყუდრო და დაბალანსებული

  • მობილურობა - მარტივად გადაადგილებადია ოთახიდან ოთახში დამატებითი მონტაჟის გარეშე

  • ზონირებული განათება - იდეალურია კითხვის კუთხისთვის, სავარძელთან ან საწოლთან

  • დიზაინის მრავალფეროვნება - რკინის, ხის, მინიმალისტური, ვინტაჟური ან ინდუსტრიული სტილი

  • სვიჩით ან დიმერით აღჭურვილი მოდელები - კომფორტული კონტროლი

 

ტორშერის ყიდვა - ხშირად დასმული კითხვები

1. სად ვიყენებთ ტორშერს ყველაზე ხშირად?
ტორშერი იდეალურია მისაღებში სავარძელთან, საძინებელში საწოლთან ან კითხვის კუთხეში. ასევე პოპულარულია სამუშაო ოთახებსა და სტუდიო სივრცეებში ზონირებული განათებისთვის.

2. რამდენად ძლიერი განათება აქვს ტორშერს?
განათების სიმძლავრე დამოკიდებულია ნათურაზე. უმეტესობა მოდელები აღჭურვილია E27 ტიპის სტანდარტული ნათურებით 40-დან 100 ვატამდე. LED მოდელები კი სტანდარტულად 8-დან 20 ვატამდეა.

3. დიმერის (განათების რეგულირების) ფუნქცია ყველა მოდელს აქვს?
არა, დიმერი მხოლოდ გარკვეულ მოდელებს გააჩნია. აღწერაში მითითებულია აქვს თუ არა განათების რეგულირების შესაძლებლობა.

4. შემიძლია თუ არა თავად დავამონტაჟო ტორშერი?
დიახ, ტორშერი მარტივად იწყობა. უმეტესობა მოდელების აწყობა შესაძლებელია ინსტრუქციის მიხედვით დამატებითი ხელსაწყოების გარეშე.

5. რომელი ნათურა ჯობს ტორშერისთვის?
დამოკიდებულია დანიშნულებაზე - თუ გჭირდებათ კითხვისთვის, აირჩიეთ თეთრი, მძლავრი ნათება. ინტერიერის ატმოსფეროსთვის კი რბილი, თბილი განათება (2700K–3000K) საუკეთესოა.

6. იკავებს თუ არა ტორშერი ბევრ ადგილს?
არა. არსებობს როგორც კომპაქტური, ვიწრო ბაზიანი მოდელები, ისე ფართო თაღოვანი ვერსიები. ჩვენს კატეგორიაში იპოვით ზომებს, რომლებიც ერგება ნებისმიერ სივრცეს.

7. არის თუ არა ტორშერი უსაფრთხო ბავშვებისთვის?
სტაბილური ბაზით და მაღალი ხარისხის მასალით დამზადებული მოდელები უსაფრთხოა. თუმცა რეკომენდებულია, რომ ბავშვებმა არ აწიონ ან გადაადგილონ ტორშერი თავად.

8. შესაძლებელია ტორშერის გამოყენება გარეთ, ეზოში?
შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ტორშერები არ არის წყალგამძლე. გარე განათებისთვის არსებობს სპეციალური ვერსიები, რომლებიც დაცულია ტენიანობისა და მტვრისგან.