პირის ღრუს ირიგატორი Panasonic EW-DJ4B-W520
პირის ღრუს ირიგატორი Panasonic EW-DJ4B-W520
Regular price 239.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 5 წელი
პირის ღრუს ირიგატორი Panasonic EW1511W520
პირის ღრუს ირიგატორი Panasonic EW1511W520
Regular price 289.00 ლარი 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 5 წელი
პირის ღრუს ირიგატორი Panasonic EW1611W520
პირის ღრუს ირიგატორი Panasonic EW1611W520
Regular price 439.00 ლარი 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 5 წელი

ირიგატორი

ირიგატორი პირის ღრუს სიჯანსაღისა და ლამაზი ღიმილისთვის. საუკეთესო ფასები და უფასო მიტანა ყველგან.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა პირის ღრუს მოვლით იწყება. იმისათვის, რომ უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავი დაიცვათ, უამრავი დეტალის წინასწარ განსაზღვრაა საჭირო. 

სხვადასხვა სამედიცინო მოწყობილობა, რომელთაც სახლში ვინახავთ, განსხვავებულ მოვალეობას ასრულებს. წნევის აპარატი, თერმომეტრი, ინჰალატორი, ირიგატორი იმ საჭირო მოწყობილობების არასრულ სიას წარმოადგენს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე არიან პასუხისმგებელი.

ირიგატორი

რა არის ირიგატორი?

პირის ღრუს ირიგატორი პირადი მოხმარების ის ნივთია, რომელიც პირის ღრუს სრული სისუფთავისთვის გამოიყენება. მისი მოვალეობაა რთულად მისაწვდომი ადგილების სრულყოფილად გასუფთავება ბაქტერიებისა და საკვების ნარჩენებისაგან.

ირგატორი სრულყოფილად ასუფთავებს პირის ღრუს და გიცავთ სხვადასხვა ინფექციისგან.

სტომატოლოგები ხშირად ურჩევენ პაციენტებს ირიგატორის გამოყენებას, რადგან კარიესის წარმოქმნას, კბილის ემალის დაზიანებას, ღრძილის ინფექციებსა და სხვადასხვა დაავადებას, რომელიც თავს სწორედ პირის ღრუში იჩენს, არასრულყოფილი სისუფთავე იწვევს.

არსებობს მოსაზრება, რომ კბილის ძაფი პირის ღრუს სრულყოფილი სისუფთავისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა სარგებლის გარდა, მას ზიანის მოყენებაც შეუძლია.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ძაფი აზიანებს ღრძილის ერთგვაროვნებას, ეს კი პირის ღრუს ერთი ადგილიდან მეორეში ბაქტერიის მოხვედრისა და სერიოზული დაზიანების უმთავრესი მიზეზია.

გარდა ამისა, კბილის ძაფი სრულყოფილად ვერ უდგება პირის ღრუს ყოველ წერტილს, სადაც ნარჩენები ხშირად გროვდება.

ირიგატორი

სწორედ ამ მიზეზების გამო შეიქმნა ირიგატორი, რომელიც წყლის ნაკადის საშუალებით სრულყოფილად ასუფთავებს პირის ღრუს და ახერხებს ყველაზე რთულად მისადგომი ადგილების სრულყოფილად დასუფთავებას, ყოველგვარი დაზიანებისა და საფრთხის გარეშე.

ვარაუდობენ, რომ კბილის ძაფი მალე დავიწყებას მიეცემა და ირიგატორი ჩაანაცვლებს მის ფუნქციებს.

ირიგატორის მთავარი ხიბლი მის მრავალფეროვან გამოყენებაშია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ღრძილების სრულყოფილ სისუფთავეს, არამედ სასის, ენისა და კბილთაშორისი მიდამოების დამუშავებას. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის თავაკი განკუთვნილია პირის ღრუში სხვადასხვა არეს მასაჟისთვის.

სხვადასხვა ტიპის ირიგატორზე შესაძლებელია ასევე თავაკების შეცვლა და ამ გზით ოჯახის სხვადასხვა წევრს შეუძლია ერთი ირიგატორის გამოყენება.

ჩაშენებული დამუხტვადი ელემენტის ხანგრძლივობა შვიდი დღეა, არის ეკონომიური და იდეალურად ასრულებს ფუნქციას, რომლის დახმარებითაც პირის ღრუს სიჯანსაღე გარანტირებულია.