ელექტრონული ნიველირი
საუკეთესო ხარისხის ელექტრონული ნიველირი, ყველა ბრენდი, ყველა ტიპი და გარანტიის სუპერ პირობები. ონლაინ განვადება უფასო საკურიერო სერვისთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სანამ მიმოხილვას დავიწყებთ შეგახსენებთ, რომ პროფესიული ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანი და ყველაზე დაბალი ფასები ჩვენს საიტზეა.
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ელექტრონული ნიველირი?
როდესაც ვამბობთ, რომ ელექტრონული, იგივე ლაზერული ნიველირი აკურატულია, ვგულისხმობთ, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია სიმაღლის ან მანძილის განსაზღვრა სანტიმეტრის ან მასზე ნაკლები სიდიდის სიზუსტით.
შესაბამისად, რაც უფრო ზუსტია ნიველირი, მით უკეთესია ის, ცხადია, სხვა თანაბარ პირობებში, რაშიც გარკვეულ სპეფიციურ ფუნქციებს ვგულისხმობთ.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია ნიველირის მუშაობის არეალი. ამჯერადაც, რაც უფრო დიდია ის, მით უკეთესია ესა თუ ის მოდელი.
თუ მუშაობა დახურულ სივრცეში გიწევთ, ფაქტობრივად ნებისმიერ თანამედროვე ნიველირს 15 მეტრამდე მუშაობის საშუალება აქვს და ეს სრულიად საკმარისია.
მაგრამ გარე პირობებში სამუშაოდ, ამ მონაცემს უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
აქვე მნიშვნელოვანია, ნიველირი ავტომატურია თუ ხელით სამართავი.
ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ ხელით (თვალით) უნდა აკონტროლოთ გასწორებულია თუ არა ის.
ხოლო ავტომატურ მოდელებზე, შიდა მოწყობილობების მეშვეობით ეს უხერხულობა მოხსნილია და შესაბამისად, ისინი ბევრად მარტივად გამოსაყენებელია.
აუცილებლად ეცადეთ იყიდოთ ისეთი ელექტრონული ნიველირის მოდელი, რომელსაც კომპლექტაციაში ლაზერული დეტექტორი მოყვება.
ლაზერული დეტექტორი ნიველირის მუშაობის არეალს ზრდის და ამავე დროს საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას გარე სივრცეებში, სადაც კაშკაშა განათებაა და სხივის დაჭერა შესაძლოა გართულებული იყოს.
იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ დახურულ სივრცეში იყენებთ ნიველირს, მაშინ დეტექტორი ნამდვილად არაა გამართლებული ინვესტიცია, სხვა შემთხვევაში კი ძალიან რეკომენდირებულია.
აქვე შევნიშნავთ, რომ დეტექტორი ყველა ნიველირს არ შეესაბამება. შესაბამისად, თუ ელქტრონული ნიველირის ყიდვას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაეცანით მის მახასიათებლებს, ასევე, ჩვენს საიტზე, შეგიძლიათ იხილოთ 3d ლაზერული ნიველირი, გისურვებთ წარმატებას!