ზამთრის საბავშვო ეტლები

საბავშვო ეტლის არჩევისას, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი სეზონურობა: ცივ სეზონზე უპირატესობა უნდა მიანიჭოთ რკინის ბორბლებიანს და ქარსაწინააღმდეგო, წყალგაუმტარი მასალების მქონე მოდელებს.

ყიდვისას, სასურველი გაითვალისწინოთ რა ვადისთვის გჭირდებათ საბავშვო ეტლი: აპირებთ მის გამოყენებას მხოლოდ ერთ სეზონზე, თუ გამოიყენებთ ბავშვის ზრდასთან ერთად? ამის შემდეგ, უნდა გააკეთოთ თანმიმდევრული არჩევანი რამდენიმე პარამეტრის შესაბამისად:

ეტლის ტიპი:

ეტლი ღრმა კალათით, იმეორებს ბავშვის ანატომიურ მდგომარეობას და იცავს მას წვიმისგან, თოვლისგან და ქარისგან. გასათვალისწინებელია ასევე მყარი მხარეები და შესანიშნავი სტაბილურობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ტიპის  საბავშვო ეტლები  ხშირად მოუხერხებელია.

ზამთრის საბავშვო ეტლები

ასეთი ეტლები შესაფერისია ერთ წლამდე ჩვილებისთვის, ზოგჯერ 6-7 თვემდე, რის შემდეგაც პატარებს კიდევ ერთი ეტლი დასჭირდებათ.

2-დან 1-ში ან 3-დან 1-ში უნივერსალური ეტლებია, რომლებიც  ბავშვის ადგილს „მწოლიარე“ მდგომარეობიდან „მჯდომარე“ პოზიციაზე გარდაქმნიან.

ეტლი-ტრანსფორმატორები ან აკვანი - იდეალურია ზამთარში, გვიან შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე. ამ შემთხვევაში აუცილებელია გავითვალისწინოთ ბავშვის ზომა თბილ ტანსაცმელთან ერთად, რამაც დისკომფორტი არ უნდა შეუქმნას თქვენს პატარებს.

წარმოების მასალები

გვერდების და სახურავებისთვის მწარმოებლები იყენებენ წყალგაუმტარი გარსის ქსოვილებს, რომელშიც ქარიც არ უბერავს და ამიტომ, აკვანში მყოფი ბავშვები ყინვაშიც კი კომფორტულად გრძნობენ თავს.

ბორბლები

ბავშვის ზამთრის ეტლის ბორბლები შეიძლება დამზადდეს ქაფის მასალისგან, ასეთი ბორბლები ხშირად აქვს მსუბუქ სასეირნო ეტლებს რომლებიც მარტივად მანევრირებადია, ასევე უკეთ ეჭიდება მყარსა და ფხვიერ ზედაპირებს. ამორტიზაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია,  რომელიც კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა,  შერჩევისას ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ ბორბლების დამუხრუჭების სისტემას.

თავსაბურავი

შემოდგომა-ზამთრის სეზონის ეტლების აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხისტი ჩარჩო, ქვედა მყარი ზედაპირი და  მაღალი მხარეები.

ზამთრის საბავშვო ეტლები

ზამთრის ეტლების თავსაბურავი უნდა იყოს ღრმა, რომლის ქვეშ არც თოვლი გაჟონავს და არც წვიმის წვეთები.  იდეალურ შემთხვევაში იგი უნდა დაიხუროს 90 გრადუსზე მეტით რადიუსით. მზიანი ან თბილი ამინდის დროს,  მასზე შეიძლება გაკეთდეს პოლიმერული ან ბადე ფანჯარა.

ეტლის წონა

ეტლის წონა  უნდა იყოს მისი მანევრირების პირდარპროპორციული: მეტი მასა ნიშნავს ნაკლებ სისწრაფეს, მაგრამ ასეთ დროს უფრო მაღალია სტაბილურობა. თუ ეტლი ზოგჯერ  ხელით უნდა აწიოს მშობელმა, მაშინ გათვალისწინებული უნდა იყოს ახალგაზრდა დედის შესაძლებლობები.

ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული უნდა იყოს მაშინაც, თუ მანქანით ხშირი ტრანსპორტირება გიწევთ.  ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ ეტლის დაკეცვისა და საბარგულში განთავსების შესაძლებლობას.

დამატებითი აქსესუარები:

დამატებითი ვარიანტებიდან, რომლებიც მშობლებს ცხოვრებას უადვილებს, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგს:

  • საყიდლების კალათა, რომელიც ჩვეულებრივ ეტლის ბოლოში მდებარეობს;
  • ჩანთა ბავშვის მოვლის აქსესუარებისთვის და საჭირო საგნების მოსათავსებლად;
  • ეტლის სახელურის სიმაღლე განსაზღვრავს გადაადგილების სიმარტივეს. როგორც წესი, უნდა იყოს სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობა;
  • სახელურის საფარი - ქაფიანი პოლიმერი, რეზინი, ტექსტილი;
  • ფერთა შეხამება - უფრო გემოვნებისა და პრაქტიკულობის საკითხია. ერთადერთი, რასაც ყურადღებას უნდა მიაქციოთ ჩრდილების დიაპაზონია.  ღია ფერის საბავშვო ეტლებზე ჭუჭყი უფრო ჩანს და მათი გაწმენდაც უფრო რთულია.

პოპულარული მოდელები

საბავშვო სასეირნო ველოსიპედი OEM 206SKY
საბავშვო სასეირნო ველოსიპედი OEM 206SKY
Regular price 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო ეტლის კომპლექტი LORELLI VIOLA
საბავშვო ეტლის კომპლექტი LORELLI VIOLA
Regular price 507 ლარი / თვეში/ თვეში 28 ლარი 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო ეტლის საწვიმარი LORELLI 2002001
საბავშვო ეტლის საწვიმარი LORELLI 2002001
Regular price 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო სასეირნო ველოსიპედი GLOBBER TRICYCLE EXPLORER 4 IN 1 MINT 632-206
საბავშვო სასეირნო ველოსიპედი GLOBBER TRICYCLE EXPLORER 4 IN 1 MINT 632-206
Regular price 649 ლარი / თვეში 35 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია