ყველაზე ეფექტური გათბობის სისტემები

ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა გამოეგონა ისეთი საშუალება, რომლის დახმარებითაც ზამთრის ცივ დღეებს ადვილად  გაუმკვლავდებოდა. როგორც ვიცით, პირველყოფილი ადამიანებისთვის პირველი საშუალება იყო ცეცხლი, რომელსაც ინახავდნენ და ცდილობდნენ არ ჩამქრალიყო.

საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა  გათბობის სისტემები, საბოლოოდ კი მივიღეთ ისეთი გარემო, რომ არჩევანის გაკეთებაც კი შეგვიძლია. მინდა გაგაცნოთ ყველაზე ეფექტური და აქტუალური გამათბობელი სისტემები დღეს. წარმოგიდგენთ ჩამონათვალს, ესენია:

ყველაზე ეფექტური გათბობის სისტემები

ღუმელი - ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც მეურნეობითაა დაკავებული, სითბოსთვის იყენებს ცენტრალურ ღუმელს. ის მუშაობს ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე ან ნავთობზე.

ელექტრო ღუმელები გასათბობად იყენებენ ელექტროენერგიას. რადგანაც გამოყენებულია ელექტროენერგია, არ მიმდინარეობს საწვავის წვა, ამიტომ არ წარმოიქმნება გამონაბოლქვი და ნახშირორჟნგი.

ბუნებრივი აირის ღუმელებისთვის საჭიროა ბუნებრივი რესურსი. გაზის მიწოდება ხდება სახლში დამონტაჟებული მილსადენების დახმარებით. ნავთობის ღუმელებში საწვავი უერთდება ჰაერს და იწვება.

ცეცხლის ალი ათბობს მეტალს, რომელიც სითბოს გადასცემს ჰაერს. წვისგან დარჩენილი ნარჩენები მილის დახმარებით გადის გარეთ, რომელიც დამონტაჟებულია შენობაში.

სანამ გადავწყვეტთ რომელი მათგანი დავამონტაჟოთ სახლში, აუცილებლად შევამოწმოთ სასურველ ტერიტორიაზე რომელი უფრო ეფექტურად იმუშავებს. მაგალითისთვის ავიღოთ ბუნებრივი აირი, რომელიც ყველგან საკმარისი რაოდენობის არ გვხვდება, შესაძლოა ამან გამოიწვიოს რიგი პრობლემები და ვერ მივიღოთ ეფექტური შედეგი, ამიტომ ყველა ნიუანსი გასათვალისწინებელია.

ქვაბი - ქვაბი წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების წყლის გამაცხელებელს. ღუმელი სითბოს წარმოქნის ჰაერში, ხოლო ქვაბის სისტემა ანაწილებს სითბოს ცხელ წყალში, რომელიც გადის რადიატორებში ან სხვა მოწყობილობებში, რომლებიც დამონტაჟებულია ოთახებში.

მიმდინარე პროცესის შემდეგ ცივი წყალი უბრუნდება ქვაბს იმისთვის, რომ თავიდან გაცხელდეს. ცხელი წყლის სისტემებს ხშირად ეძახიან ჰიდრონულ სისტემებს. საცხოვრებლის ქვაბებში ხშირად იყენებენ ბუნებრივ აირს ან ზეთს საწვავისთვის.

ქვაბებისთვის გამოიყენება სპეციალური ტუმბო, რათა ცხელი წყალი გავიდეს რადიატორებისკენ. ზოგჯერ იატაკის ქვეშ მაგრდება მილი, რომელიც ასევე ეხმარება წყალს მიაღწიოს რადიატორისკენ. 

ღუმელის მსგასად, ქვაბის დახმარებით შესაძლებელია გვქონდეს ცხელი წყალიც, რომელსაც გამოვიყენებთ საყოფაცხოვრებოდ. აქედან გამომდინარე ძალზედ კომფურტილია ეს საშუალება.

სითბოს ტუმბო - სითბოს ტუმბოები ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა გამათბობელ სისტემათა შორის, რომელიც არა მარტო ზამთრის სუსხიანი დღეებისთვის გამოიყენება, არამედ ზაფხულშიც, გაგრილების ფუნქციით.

სითბოს ტუმბოები ხშირად აწარმოებს ოთხჯერ  მეტ ენერგიას, ვიდრე ელექტროენერგია. სითბოს ტუმბო კარგად მუშაობს ზომიერი კლიმატის  ტერიტორიებზე. ის დამონტაჟებულია მიწის ქვემოთ.

მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება ბევრად ნაკლები ელექტროენერგია, შედეგი მაინც თვალსაჩინოა. სითბოს ტუმბოებისთვის არ არის საჭირო სასარგებლო წიაღისეულის მოხმარება. მათი გამოყენება ძალზედ უსაფრთხოა, რადგან არ წარმოიქმნება ისეთი მავნე აირი, როგორიცაა ნახშირორჟანგი.

არსებობს ორი სახის სითბოს ტუმბო: საჰაერო სითბოს ტუმბო, რომელიც მუშაობს ჰაერის გაგრილებით, ე.წ. სპეციალური მაცივრით. გაციების დროს, სითბოს გარეთ უშვებს, გაცხელების დროს კი შიგნით.

საჰაერო სითბოს ტუმბოს შეუძლია ცივი ჰაერი თავისუფლად გამოიყენოს სითბოსთვის. გეოთერმული სითბოს ტუმბოები, რომლებიც ასევე მუშაობენ მაცივრების დახმარებით, შეუძლიათ იმუშაონ როგორც გათბობის ისე გაგრილების რეჟიმში.

გეოთერმული სითბოს ტუმბოები სამაცივრო ციკლის დახმარებით მცირე სითბურ ენერგიას ზრდიან სითბოს დიდი რაოდენობის ენერგიად. ის მოიხმარს გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიასა და მზის ენერგიას. საბოლო ჯამში, სითბოს ტუმბო ერთ-ერთი საუკეთესო მიგნებაა, რადგან იწვევს ნაკლებ ეკოლოგიურ პრობლემებს.

სამივე მათგანი მიეკუთვნება ცენტრალური გათბობის სისტემას, რადგან მათ ამონტაჟებენ მთლიანი შენობის თითქმის ყველა ოთახში. ვეცადე, ცოტაოდენი ინფორმაცია მაინც მომეწოდებინა 21-ე საუკუნის მიღწევებზე გამათბობელი სისტემების მიმართულებით.  იმედია, ზოგადი წარმოდგენა მაინც შეგიქმენით მათ მუშაობაზე. არჩევანი კი თქვენზეა!

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას 

პოპულარული მოდელები

კედელზე დასამონტაჟებელი დენის გამათბობელი Zilan ZLN2083
კედელზე დასამონტაჟებელი დენის გამათბობელი Zilan ZLN2083
Regular price 199.00 ლარი 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თბოვენტილატორი RAF R.1185
თბოვენტილატორი RAF R.1185
Regular price 80.00 ლარი 44 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თბოვენტილატორი RAF R.1181
თბოვენტილატორი RAF R.1181
Regular price 70.00 ლარი 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
(110 მ2) უკრაინული გაზის გამათბობელი AKOG 100-CP (Black)
(110 მ2) უკრაინული გაზის გამათბობელი AKOG 100-CP (Black)
Regular price 869 ლარი / თვეში 47 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი