ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ მანქანის აუდიოსისტემის ასაწყობად

ავტომობილის აუდიოსისტემის არჩევა ერთ-ერთი რთული საკითხია, რადგან  ბაზარი უამრავ ვარიანტს გვთავაზობს, ბევრი ინფორმაცია მომხმარებლისთვის კი უცნობია. ამიტომაც გადავწყვიტეთ თქვენთან ერთად განვიხილოთ ის მთავარი კომპონენტები, რომლებიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მანქანის აქსესუარები.

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ მანქანის აუდიოსისტემის ასაწყობად

რა არის 3 მთავრი ელემენტი, რომელიც ყველა კარგი მანქანის სტერეოსისტემას უნდა ჰქონდეს?

  1. Head Unit (HU) მთავარი დისპლეი
  2. ხმის გამაძლიერებელი
  3. დინამიკები
  4. Head Unit (HU) მთავარი დისპლეი, მანქანის აუდიოსისტემის ტვინი

არ აქვს მნიშვნელობა, სხვა დანარჩენი კომპონენტები რამდენად კარგია, თუკი არ გაქვთ მაღალი ხარისხის მთავრი დისპლეი, რომელიც გადასცემს მაღალი ხარისხის ჟღერადობის ბგერებს და ვიდეო ტალღებს სხვა დანარჩენ კომპონენტებს. ამიტომ არის მნივნელოვანი სწორად შეარჩიოთ თქვენი ავტომობილის აუდიოსისტემის ტვინი.

ფასი - მკვთრად განსხვაებულია ამიტომ სასურველია განსაზღვროთ დაახლოებითი ფასი და ამის მიხედვითაც შეარჩიოთ სასურველი სისტემა.

ზომა - ორი ერთნაირი მაგნიტოფონი არასოდეს ერგება ორ სხვდასხვა მანქანას. ამიტომ აუცილებელია იცოდეთ ზომა, რომელიც თქვენს მანქანას სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მოგწონთ კონკრეტული მოდელი, შეიძლება ის თქვენს მანქანას უბრალოდ არ მოერგოს.

ასე რომ დარწმუნდით რომ იცით მინიმალური და მაქსიმლური ზომა თქვენი ახალი აუდიოსისტემის ჩასაშენებლად.

ავტომობილის აუდიოსისტემებს, როგორც წესი თავისთავად არ შეუძლიათ იმხელა ხმის წარმოქმნა, რისი პოტენციალიც გააჩნით, ამიტომ სასურველია დამატებითი გამაძლიერებლები, თუმცა ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული და აუცილებელი არ არის.

უბრალოდ დარწმუნდით რომ მას გააჩნია საკმარისი სიმძლავრე, რათა ყველა მთავარ დინამიკს საკმარისი სიგნალი მიაწვდინოს, ეს ინფორმაცია შეფუთვაზე იქნება მითითებული.

აუდიო და ვიდეო რესურსები

დღესდღეობით აუდიოსისტემებს არამხოლოდ რადიოს და დისკის დაკვრის ფუნქცია აქვს, არამედ უკვე შესაძლებელია DVD ვიდეოსა და აუდიოს ეკრანზე გაშვება.

ამიტომ მწარმოებლები, მთავრ დისპლეის აპროექტებენ ისე, რომ შესაძლებელი იყოს DVD-ის აუდიო და ვიდეოს ჩვენება ეკრანზე. შესაბამისად დარწმუნდით, რომ თქვენს აუდიო სისტემას გააჩნია თქვენ მიერ შერჩეული მედიაფაილის გაშვების საშუალება.

ჭკვიანი მოწყობილობების ინტეგრაცია

თუკი გსურთ თქვენი სმარტფონის საშუალებით მუსიკის, ვიდეო ფაილების ან უბრალოდ ფოტოების გაშვება, ამისათვის საჭიროა თქვენს აუდიოსისტემას ჰქონდეს ბლუთუზის მხარდაჭერა, რომლის საშუალებითაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ სასურველი ვიდეო-აუდიო ფაილის აუდიოისტემაში გაშვებას.

GPS ნავიგაცია

კიდევ ერთი დამატებითი ხელსაწყო, რომელიც თქვენს მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ის დაგეხმარებათ მარტივად მიხვიდეთ სასურველ ადგილას, უკვე ბევრი მწარმოებელი ამატებს ამ ფუნქციას აუდიოსისტემაში, რათა უფრო კომფორტული და მარტივი გახდეს მგზავრობა.

თქვენი აუდიო სისტემის გული და სული ხმის გამაძლიერებელი

თუ არ მიეკუთვნებით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელსაც ავტომობილში მშვიდი სტერეო მუსიკის მოსმენა უყვარს, სავარაუდოდ თქვენთვის არ იქნება საკმარისი აუდიოსისტემის არსებული ხმა. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა ამჯობინებს ავტომობილში დამატებითი მოწყობილობების დამატებას ხმის გასაძლიერებლად.

გამაძლიერებლის ერთადერთი ფუნქციაა რომ გააძლიეროს სიგნალი, რომელიც მიემართება დინამიკისაკენ. ეს ეხმარება დინამიკს შექმნას გაცილებით მაღალი ჟღერადობის ხმა. როგორც წესი ეს 2 მეთოდით შეიძლება გაკეთდეს:

  1. შინაგანად  - აუდიო სისტემის პანელს სამწუხაროდ არ აქვს ადგილი იმისათვის, რომ მასში დაყენდეს გამაძლიერებელი, ამიტომ ის რის ჩაშენებასაც შეძლებთ, გააძლიერებს აუდიოსიგნალს მხოლოდ 10-20 ვატით.
  2. გარეგანი - მათ, ვისაც სურს ექსტრემალური სიძლიერის გამაძლიერებელი, ყიდულობენ მას, რომელიც მოხერხებულად შეიძლება განთავსდეს სავარძლის ქვეშ ან ავტომობილის საბარგულში. როგორც წესი, ასეთი გამაძლიერებლები უფრო ძვირია ვიდრე შიდა სივრცეში დამონტაჟებული, მაგრამ მათ შეუძლიათ გაცილებით მკვეთრად გაზარდონ აუდიო სიგნალი.

არსებობს რამოდენიმე სახეობის მანქანის აუდიოსისტემის გამაძლიერებლის კონფიგურაცია, რომლებიც დამოკიდებულია როგორც  სიძლიერეზე, ასევე დინამიკების რაოდენობაზე, რომლებზეც შეიძლება მისი მიერთება.

არსებობს როგოც ერთ პორტიანი, ასევე 6 პორტიანი გამაძლიერებლი, რომელიც შესაბამისად კვებავს 1-დან 6-მდე დინამიკს, ( მაქსიმალური პორტების რაოდენობა არის 6) ამიტომ, სანამ აუდიოსისტემის გამაძლიერებლის ძებნას დაიწყებთ, საჭიროა იცოდეთ თუ რამდენი დინამიკისთვის გესაჭიროებათ ის.

დინამიკები - დინამიკები თქვენს მანქანაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ხელები და ფეხები,ისინი გამოსცემენ ხარისხიან მუსიკას თქვენს ავტომობილში. ისევე როგორც გამაძლიერებელი, დინამიკებიც სხვადასხვა მახასიათებლებით განსხვავდება.

ეს მახასიათებლები, დრაივერები, განსაზღვრავენ როგორი ტიპის არის დინამიკი. არ არის აუცილებელი მხოლოდ ერთი სახეობის დინამიკები გქონდეთ, მთავარია სწორად შეარჩიოთ მთავარი პანელი და გამაძლიერებლები, რათა მათ ერთად შეძლონ მუშაობა.

კოაქსიალური დინამიკები - ისინი ძალიან პოპულარულია დაბალი ფასის და  ავტომობილში მისი მარტივად განთავების გამო. მასში გაერთიანებულია როგორც მაღალი, ასევე დაბალი სისუფთავის ბგერები(ბასები).

ასეთი ტიპის დინამიკის სუსტი მხარე არის ის, რომ ისინი არც ისე მაღალი ხარისხის ბგერებს გადმოსცემენ, როგორც ამას აკუსტიკური დინამიკი აკეთებს, მაგრამ ისინი უნიკალურია იმ მხრივ, რომ ორივე სახეობის ბგერების წარმოქმნისას მხოლოდ ერთი დრაივერი სჭირდება.

კომპონენტური დინამიკი - აკუსტიკური დინამიკები, როგორც წესი, აერთიანებენ მაღალი, საშუალო და დაბალი გამტარობის ბგერებს. საუკეთესო არჩევნია მათთვის, ვისაც უყვარს ბასები და სუფთა, მაღალი ბგერები. ისინი საჭიროებენ ცალ-ცალკე დრაივერებს და შესაბამისად საჭიროა ძლიერი გამაძლიერებელი.

კომპონენტური სისტემა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ჟღერადობას, ადვილად შეიძლება განასხვავოთ აკუსტიკური და კოაქსიალური დინამიკის მქონე ავტომობილი, აკუსტიკურის შემთხვევაში ხმა გაცილებით კარგია.

ასეთი დინამიკის უარყოფითი მხარე არის მოცულობა, რომელსაც ის ავტომობილში საჭიროებს და ფასი. ამის გამო ბევრი უპირატესობას ანიჭებს  კოაქსიალურ დინამიკს.

SUBWOOFER - თუკი ხართ ადამიანი, რომელსაც სურს ავტომობილში  ნამდვილი, მაღალხარისხიანი მუსიკა ჰქონდეს, მაღალხარისხიანი ბგერებით, ერთი ან რამდენიმე პორტიდან, მაშინ თქვენ Subwoofer გჭირდებათ.

როდესაც თქვენ გვერდით მიდის ავტომობილი, რომელიც ვიბრირებს მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკის გამო, სავარაუდოდ მას დაყენებული აქვს აკუსტიკური სისტემის subwoofer-ი რომელიც დამოუკიდებელი ელემენტია.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას.

პოპულარული მოდელები

ავტომობილის დინამიკი Pioneer TS-A1695S
ავტომობილის დინამიკი Pioneer TS-A1695S
Regular price 100.00 ლარი 74 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ავტომობილის დინამიკი Pioneer TS-A1095S
ავტომობილის დინამიკი Pioneer TS-A1095S
Regular price 100.00 ლარი 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ავტომობილის დინამიკი Pioneer TS-G1610F
ავტომობილის დინამიკი Pioneer TS-G1610F
Regular price 180.00 ლარი 127 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ავტომობილის დინამიკი Kenwood KFC-E6965
ავტომობილის დინამიკი Kenwood KFC-E6965
Regular price 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი