ხორცსაკეპი მანქანები მაღალი ფუნქციონალით და დაბალი ღირებულებით
დღეს თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იაფიან, მაგრამ საკმაოდ მრავალფუნქციურ ხორცსაკეპ მანქანებზე, რომლებიც მუშაობის თვალსაზრისით, უფრო ძვირადღირებულ მოდელებს სულაც არ ჩამორჩებიან.
Polaris PMG 1828
ეს კომპაქტური ხორცსაკეპი განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ სურს დამატებით დანართებსა და ფუნქციებში თანხის გადახდა. გარდა ამისა, მოწყობილობა არ იკავებს დიდ ადგილს სამზარეულოში და ადვილად თავსდება სტანდარტულ სამუშაო მაგიდაზე.
დანადგარის მაქსიმალური სიმძლავრეა 1800 W და შეუძლია 3 წუთის განმავლობაში უწყვეტად მუშაობა. ამ დროში კი გადაამუშავებს 5 კგ-ზე მეტ ხორცს.
ხორცის საჭრელი თანაბრად უმკლავდება როგორც რბილ, ასევე - მკაცრ ხორცს. დიდი პლიუსია რევერსის ფუნქციის არსებობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაამარტივოთ დანადგარის მუშაობა.
დადებითი:
- მაღალი პროდუქტიულობა - 1.8 კგ/წთ;
- გათვალისწინებულია ძრავის გადატვირთვისგან დაცვა;
- ლითონის სახრახნისები უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს.
მინუსები:
- კორპუსის შავი ზედაპირი ადვილად ბინძურდება ამიტომ, იგი უნდა გაიწმინდოს ნესტიანი ქსოვილით;
- მოკლე დენის კაბელი.
SUPRA MGS-1402T
იაპონელი მწარმოებელი ყურადღებას ამახვილებს როგორც მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებზე, ასევე მოდელის დიზაინზე.
მსუბუქი და კომპაქტური ხორცსაკეპი მანქანა, რეზინისებური ფეხების გამო, არ სრიალებს ბრტყელ, სწორ ზედაპირზე. კორპუსი დამზადებულია მკვრივი და გამძლე პლასტმასისგან, რომელიც არ იბზარება და ადვილად იწმინდება.
მანქანას შეუძლია 10 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად დაამუშაოს ხორცი და გადააქციოს იგი ერთგვაროვან ფარშად. ამასთან, მოწყობილობა აღჭურვილია ბოსტნეულის საჭრელი საქშენებითაც.
დადებითი:
- საიმედო ლითონის საქშენები;
- მოწყობილობის მაქსიმალური სიმძლავრეა 1400 ვტ;
- არსებობს რევერსის, იგივე უკურეჟიმის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად გაასუფთავოთ გაჭედილი ხორცი.
Polaris PMG 1832
მძლავრი და კომპაქტური ხორცსაკეპი მანქანა მდიდარი კომპლექტაციით. მოსახსნელი სამუშაო განყოფილება ერთვის ლითონის „ჯოხს“, რომლის ამოღება შესაძლებელია ღილაკის ერთი დაჭერით. ასეთი დიზაინი საშუალებას გაძლევთ სწრაფად ააწყოთ ხორცსაკეპი მანქანა და მოამზადოთ იგი სამუშაოსთვის.
დანადგარით მუშაობა რეკომენდებულია მხოლოდ 3 წუთით, მაგრამ ამ პერიოდში ამუშავებს დაახლოებით 6 კგ ხორცს. მუშაობის დროს ხორცის საჭრელი მანქანის სტაბილურობას უზრუნველყოფს რეზინისებური ფეხები.
დადებითი:
- რევერსის ფუნქცია;
- მოწყობილობის მაქსიმალური სიმძლავრეა - 1800 ვტ.
მინუსები:
- თხელი პლასტმასისგან დამზადებული მყიფე უჯრა;
- მუშაობის დროს დრამი პერიოდულად უნდა გაიწმინდოს.
Acsion M 31.02
მოწყობილობა არა მხოლოდ ხორცსაკეპის ფუნქციას ითავსებს, არამედ - წვენსაწურისაც. სპეციალური დანართის საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ წვენი ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა მოცხარი და სხვა სახის კენკრა.
მოწყობილობას აქვს მაღალი ეფექტურობა, ამდენად, შეუძლია 15 წუთის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშაოს. ბოსტნეულის დასამუშავებელი საქშენები ფართო და მოსახერხებელია, რომლითაც შეგიძლიათ ცალკეული ხილის დამუშავებაც.
დანადგარის უკანა მხარეს განთავსებულია დენის კაბელის შესანახი სათავსო, რომელშიც ასევე მოსახერხებელია სათადარიგო საქშენების განთავსება. ფოლადის „ჯოხის“ მოხსნა შესაძლებელია ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.
დადებითი:
- მაქსიმალური სიმძლავრე 1500 ვატი;
- ძეხვისა და ქაბის დანართები;
- რევერსის ფუნქცია;
- გათვალისწინებულია ძრავის გადატვირთვისგან დაცვა.
მინუსები:
- ბადეები და დანა უნდა იყოს შეზეთილი.
პოპულარული მოდელები