ხელოვნური ნაძვის ხე vs ბუნებრივი

ახალი წელი განსაკუთრებულ განწყობას ყოველთვის უკავშირდება. საახალწლო ნაძვის ხე, ბევრი ტკბილელული და ღიმილიანი სახეები ამ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. ყველაფერ დადებითზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ დღევანდელი აღწერა დაკავშირებული იქნება საახალწლო ნაძვის ხეზე.

როგორც ვიცით, ბუნებრივ ხეებს უკვე ნაწილობრივ აღარ ჭრიან და  ცდილობენ გარემოს ამ ფორმით გაუფრთხილდნენ. სწორედ ამისთვის იდეალური გამოსავალია ხელოვნური  ნაძვის ხე, რომელიც გამორჩეულია თავისი დიზაინით.

ხელოვნური ნაძვის ხე vs ბუნებრივი

გამომდინარე იქიდან, რომ ხეს ამდენად დიდი დატვირთვა აქვს, ბუნებრივია, თქვენც დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ მათ შერჩევას. ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებული პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს სწორედ სილიკონის საახალწლო ნაძვის ხე, რომელთა შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასშია შესაძლებელი.

რომელი ნაძვის ხეა უკეთესი: ხელოვნური თუ ცოცხალი?

დღესდღეობით ძალიან პოპულარულია თანამედროვე  ტიპის ხელოვნური ნაძვის ხეები, რომლებიც უფრო პრაქტიკული და ხშირად  ნატურალურზე ბევრად  მიმზიდველია.

თუ ტყის ცოცხალი  ნაძვები ხანმოკლე სიცოცხლით ხასიათდებიან, სამაგიეროდ, ხელოვნური  წლების განმავლობაში ძლებს.  ისინი ადვილად იკრიბება, არ საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას და მრავალი წლის განმავლობაში შესძლებთ მათ გამოყენებას.

ხელოვნური ნაძვის ხეებისადმი ინტერესი გასაგებიცაა, რადგან ასეთი ხე ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე ნამდვილი ხე. მისი შეძენა რამდენიმე წელიწადში  მხოლოდ ერთხელ გიწევთ, რაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ ფინანსებსაც.

შეგიძლიათ მარტივად შეარჩიოთ ისეთი საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც შეესაბამება თქვენს გემოვნებას ფერითა და ზომით, ასევე შეგიძლიათ მარტივად დააინსტალიროთ იქ, სადაც თავად გსურთ.

ხელოვნური ნაძვის ხეები ძალიან კომფორტული და სტაბილური ბაზით იყიდება, რომელიც  შესანიშნავად დაამშვენებს ნებისმიერ ინტერიერს. გარდა ამისა, ბუნებრივისგან განსხვავებით, არ იშლება და არ მოგიწევთ დაყრილი წიწვების მუდმივი წმენდა. ხელოვნურის წიწვები საკმარისად რბილია და საერთოდ არ არის წებოვანი.

ხელოვნური ხის დადებითი მხარე:

  • ეფექტურია - თქვენ არ გჭირდებათ ნაძვის ხის ყოველწლიურად ყიდვა. ხელოვნური ხე გამძლეა და ძლებს რამდენიმე წლის განმავლობაში. მომსახურების ვადა დამოკიდებულია მწარმოებელზე, რომელიც 5-10 წელია;
  • პრაქტიკულია - ხელოვნურ ხეს დიდი მოვლა არ სჭირდება.  ადვილად დასაკეცია და  გარდა ამისა, არ  ყრის წიწვებს.
  • მრავალფეროვნება - წარმოდგენილია ხელოვნური ნაძვის ხეების ფართო სპექტრი:  ზომით, ფერით, დათოვლილი მოდელებით, ფორმით, დეკორაციებით, გამოყენებული მრავალფეროვანი მასალებითა და ა.შ.;
  • არაალერგიულია - ხელოვნური ნაძვის ხე უსაფრთხოა ალერგიით დაავადებულთათვის. თუ ოჯახის წევრებს ან სტუმრებს რაიმე სახის ალერგია გააჩნიათ, არჩევანი აუცილებლად ხელოვნურ საახალწლო ნაძვის ხეებზე უნდა გააკეთოთ, ის ბუნებრივისგან განსხვავებით მტვერს და ობს ნაკლებად ავრცელებს;
  •  გარემოზე ზრუნვა - შეძენილი ხელოვნური ნაძვის ხე დაზოგავს ერთზე მეტ ცოცხალ ხეს. ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვით, თქვენ იცავთ და ინარჩუნებთ ბუნებას!
  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება - ხელოვნური საახალწლო ნაძვის ხეების მაღალხარისხიანი მოდელები უცებ და მარტივად არ აალდება.
    • ხარისხიანი ხელოვნური ნაძვის ხეები მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან.

ხელოვნური ნაძვის ხის უარყოფითი მხარეები:

  • ერთჯერადი მაღალი ღირებულება  ცოცხალ ნაძვთან შედარებით;
  • შენახვა - ნაძვის ხის შენახვა საჭიროა სადმე მთელი წლის განმავლობაში;
  • ეკო მეგობრული ხელოვნური ნაძვის ხეები, როგორც წესი, უფრო ძვირი ღირს.

ერთ-ერთი ხელოვნური ნაძვის ხე - Triumph Tree ყველა ტოპ რეიტინგში ნამდვილად იკავებს პოზიციის პირველობას. ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია ნაძვის ხეების მრავალი მოდელი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია <ტრიუმფის ხე>.

ეს არის  იატაკის კლასიკური ხელოვნური ფიჭვი 1.2-5 მ სიმაღლით, რომლის სიგანეა 1.29-2.29 მ, ხოლო წიწვების სიგრძე 3,5 სმ. მასალა არის პოლიმერული,  აქვს ლითონის საყრდენი. ხე, რა თქმა უნდა, იშლება.

ლამაზი დიზაინის ნაძვის ხე მაღალხარისხიანია, რომელსაც სქელი, ფუმფულა ტოტები აქვს. მისი შეკრება ძალიან  სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი.

პოპულარული მოდელები

პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150-დან 270 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150-დან 270 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 400.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 180 სმ (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 180 სმ (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 500.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 180 სმ (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 180 სმ (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 640.00 ლარი 269 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 150-დან 240 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 150-დან 240 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 460.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია