ჭურჭლის სარეცხი მანქანა - შექმნის ისტორია
ადამიანები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიხვდნენ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მნიშვნელობას. პირელ გამომგონებლად ითვლება ამერიკელი ჯოელ ჰოუტონი, რომელმაც 1850 წელს მეტად პრიმიტიული ხის ჭურჭლის მანქანა შექმნა, რომელსაც ხელით ტრიალი სჭირდებოდა მანამ, სანამ ჭურჭელი წყლით არ დასველდებოდა. მანქანა ნელი იყო, თანაც არასაიმედო.
ამ ტექნიკის პირველი სრულყოფილი ვერსია ეკუთვნის ჯოზეფინ კოკრეინს, მდიდარ და გავლენიან ამერიკელ ქალბატონს, რომელსაც სურდა მისი ფაიფურის ჭურჭელი დაეცვა განადგურებისგან, რასაც ადგილი ჰქონდა მსახური ქალების მხრიდან, როდესაც ისინი იწყებდნენ წვეულებების შემდგომ სახლის მოწესრიგებას.
მდიდარი ქალბატონის ძვირფასი ჭურჭელი ხშირად იმსხვრეოდა, რაც მის მწუხარებას იწვევდა. მსგავსი ფაქტებისგან შეწუხებულმა ჯოზეფინმა ერთხელაც განაცხადა: - თუ არავინ აპირებს ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოიგონოს, ამას თავად მე ვიზამ! - კოკრეინის გამოგონების საზეიმო წარდგენა მოხდა ჩიკაგოს მსოფლიო ბაზარზე, 1893 წელს.
ამ წელს განსაკუთრებულად საზეიმო ვითარება იყო ჩიკაგოში, რადგანაც აღინიშნებოდა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ახალი სამყაროს აღმოჩენის მე-400 წლისთავი. იმ დროისათვის ამ იდეით მოხიბვლა და შემდგომ მისი შესყიდვა მხოლოდ სასტუმროებმა და დიდმა რესტორნებმა შეძლეს.
ჯოზეფინ კოკრეინის ჭურჭლის სარეცხი მანქანა ხელით მართვას საჭიროებდა, რაც ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა მისი წარმატებისთვის.
პირველი ელექტრო ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოგონება ევროპაში, 1929 წელს მოხდა. მისი დამზადება გერმანელმა კარლ მილემ შეძლო, რომელიც ასევე ავტორია ისეთი ცნობილი გამოგონებებისა, როგორებიცაა: კარაქის სადღვები მანქანა, სარეცხის მანქანა და მტვერსასრუტი.
ჩვენთვის ცნობილი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შექმნის ისტორია
ჭურჭლის სარეცხი მანქანის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბრიტანელ გამომგონებელს უილიამ ჰოვარდ ლივენსს, რომელიც ინჟინერი იყო და მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში.
ის თავდაპირველად ცნობილი გახდა ქიმიური და ცეცხლის საბრძოლო იარაღის გამოგონებებით. მას ახასიათებდნენ, როგორც გამოგონებების გენიოსს. სწორედ უილიამ ლივენსს მიუძღვის წვლილი ჭურჭლის სარეცხი მანქანის პრაქტიკული ელემენტებით აღჭურვაში.
მან მანქანის კარებს მისცა დამატებითი, ჩატვირთვის, ფუნქცია, ასევე მოიგონა მავთულის თაროები ჭუჭყიანი ჭურჭლის ჩასალაგებლად, მბრუნავი პულვერიზატორი (შემშხეფებელი), ხოლო მოგვიანებით იგი აღჭურვა გაშრობის ელემენტებით.
უილიამის მანქანა მართალია ელექტრო ფუნქციის არ იყო, მაგრამ მისი მოდელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ის საოჯახო ნივთი გამხდარიყო. მიუხედავად ამგვარი ტექნიკური აღჭურვილობისა უილიამსის ჭურჭლის სარეცხი მანქანა კომერციულად წარმატებული არ აღმოჩნდა.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის ბუმი დადგა 1950-იან წლებში, მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, თუმცა ამ პერიოდისთვის იგი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა.
მხოლოდ 1970-იანი წლებიდან, როდესაც მას უკვე სტანდარტული სახე ეძლევა, ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში იგი ფართო მოხმარების ნივთი ხდება.
დღეისთვის, ყველა წამყვანი ბრენდის ჭურჭლის სარეცხი მანქანა ფასდაკლებით isurve.ge-ზე სულ მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ!
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები