ვისაც წვერის მოვლა სურს - რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ტრიმერის შერჩევისას?
ზაფხული დასასრულს მიუახლოვდა და თუ ზოგიერთმა ჩვენგანმა წვერის მოვლაზე ფიქრს, დასვენება და ნაკლები ენერგიის ხარჯვა ამჯობინა, დროა, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ამ საკითხსაც მივხედოთ.
ტრიმერი, მათთვის, ვისაც სხვადასხვა სტილის ლამაზი წვერის ქონა სურს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღია. თუკი, სუფთად გაპარსული სახის ნაცვლად, დაბალი და შესაფერისი წვერის ქონა გინდათ, ტრიმერი საუკეთესო საშუალებაა.
თუმცა მისი შერჩევისას არაერთი დეტალის გათვალისწინებაა აუცილებელი, რაშიც, დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ბლოგპოსტი დაგეხმარებათ.
წვერის ზომა - თუ გსურთ, გრძელი, საშუალო, ან თუნდაც ძალიან მოკლე ზომის წვერი, უნდა დარწმუნდეთ, რომ ტრიმერი გთავაზობთ წვერის ისე შესწორებას, როგორც ეს თქვენ გინდათ. ეს აუცილებელი პირობაა.
კაბელიანი თუ უკაბელო - უნდა შეარჩიოთ, გსურთ თქვენი ტრიმერი პირდაპირ დენის წყაროში იყოს შეერთებული, თუ ის ელემენტით იტენებოდეს...
დამატებითი მახასიათებლები - ტრიმერი მხოლოდ წვერის შესასწორებლად არ გამოიყენება, მისი საშუალებით, შესაძლოა, ყურში და ცხვირში არსებული თმაც მოიშოროთ. თქვენი არჩეული აპარატი, სურვილის შემთხვევაში, ამ დავალებების შესასრულებლადაც უნდა გამოდგებოდეს.
მიზანი - ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. უნდა გადაწყვიტოთ, ტრიმერი წვერთან სამუშაოდ გსურთ, თუ მისი გამოყენება სხეულზე არსებულ თმაზე, ან თავზე გსურთ. ყველა ტრიმერი სხვადასხვა მიზნის შესრულებაზე არის მოწყობილი.
როცა გადაწყვეტთ, თუ რა მიზნით გსურთ ტრიმერის შეძენა, დროა, ბაზარზე არსებული საუკეთესო პროდუქტი შეარჩიოთ. ფასის და ბრენდის გარდა, არსებობს სხვა საკითხებიც, რაც ამ დროს უცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
პირის ხარისხი - ეს კარგი და ცუდი ტრიმერის ერთმანეთისგან გასარჩევად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქრომიუმის ფოლადის პირები, თვითმლესი ფოლადის პირები, ორმაგი ალესილი პირები ან ნახშირის ფოლადის პირები - რამდენიმე არჩევანია. რაც უფრო მაღალია პირის ხარისხი, მით მაღალია ფასი.
საცმის ზომა - ტრიმერის საცმის ცომა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც საუკეთესო პროდუქტის შერჩევაზე მიდგება საქმე. წვერის ზომისა და სიგრძიდან გამომდინარე, შესაბამისი საცმი უნდა შეარჩიოთ. პროდუქტი, რომელსაც რამდენიმე სხვადასხვა ზომის თავსაცმი მოჰყვება, საუკეთესო არჩევანია.
ფორმა და კომფორტი - როდესაც საკუთარ სახესთან გვაქვს საქმე, კომფორტი და მოხერხებული მიდგომა გადამწყვეტი ფაქტორებია. მაშასადამე, ტრიმერის იმ მონაკვეთის ფორმა, რომელიც ჩვენს ხელში იქნება, მოსახერხებელი უნდა იყოს.
ეს განაპირობებს, რომ მოწყობილობა ხელიდან არ გაგვივარდება, რეზინის სახელური კიდევ უფრო უსაფრთხოა, რადგან მას კარგი მოჭიდება აქვს.
წყალგაუმტარი - ზოგიერთი ტრიმერი ჰერმეტულია, ზოგიერთი კი - არა. ლოგიკურია, რომ წყალგაუმტარი მოწყობილობა უკეთესია, თუ მის გამოყენებას შხაპის მიღების დროს აპირებთ. სხვა შემთხევაში კი მეტი ყურადღებაა საჭირო.
გამოყენებადობა - თუ თქვენი ტრიმერი განსაკუთრებით რთულ ადგილებზე კარგად მუშაობს (ცხვირში, ყბის ქვეშ და ა.შ), ე.ი გაგიმართლათ და გონივრული ინვესტიცია განახორციელეთ.
ბატარეის სიმძლავრე - თუ უსადენო ელექტრო ტრიმერს იყენებთ, უნდა განსაზღვროთ, რამდენ ხანს უნდა დატენოთ ის და რამდენ ხანს შეეძლება მას სასურველ დონეზე მოგემსახუროთ.
ვფიქრობთ, მეტნაკლებად საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდეთ და თუ ამ პროდუქტის ყიდვას გადაწყვეტთ, ჩვენ ფართო არჩევანს გთავაზობთ.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები