ვერტიკალური მტვერსასრუტების მწარმოებელი კომპანიები

დღევანდელ ბლოგში გვსურს წარმოგიდგინოთ იმ ბრენდების ჩამონათვალი, რომლებიც ბოლო წლებია აქტიურად აწარმოებენ ვერტიკალურ მტვერსასრუტებს და გაყიდვების მაჩვენებლით ლიდერ პოზიციებს იკავებენ.

Karcher - დასუფთავების აღჭურვილობის გერმანული მწარმოებელი, რომელიც ლიდერია სხვადასხვა სახის მტვერსარუტების წარმოებით. აქვს როგორც ვერტიკალური მტვერსასრუტები, ისე - ხელის.

ვერტიკალური მტვერსასრუტების მწარმოებელი კომპანიები

მიმოხილვების თანახმად, ისინი განსხვავდებიან ზომებით, მძლავრი ელემენტებით (დაახლოებით 2000 mAh), ჰაერის მრავალსაფეხურიანი ფილტრაციით და ვერტიკალური პარკირების საიმედოობით.

Samsung - სამხრეთ კორეული კომპანია, რომელიც ციფრულსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას 1938 წლიდან აწარმოებს. დასუფთავების მოწყობილობები გამოირჩევა: 170-300 ვტ სიმძლავრის ძრავით, ელემენტის ხანგრძლივობით (დაახლოებით 60 წუთით) და EZClean ტექნოლოგიით, რომელიც განკუთვნილია მყარი და რბილი ზედაპირების ჰიგიენური და სწრაფი წმენდისთვის.

ვერტიკალური მტვერსასრუტების მწარმოებელი კომპანიები

Philips  - ჰოლანდიური კომპანია, რომლის ერთ-ერთი საუკეთესოა საყოფაცხოვრებო ტექნიკის  წარმოებაში. ბრენდის ასორტიმენტში ძალიან ბევრი ვერტიკალური  ხელის მტვერსასრუტი არ მოიპოვება, მაგრამ ყველა მოდელმა შესანიშნავად დაამტკიცა ნამსხვრევების შეწოვის კარგი ძალა, ჰაერის საიმედო ფილტრაცია და მყარი და რბილი ზედაპირების იდეალურად დასუფთავების შესაძლებლობა. ნაკრები მოიცავს რამდენიმე საქშენს, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ზედაპირისთვის - ავეჯი, იატაკი, ხალიჩა.

Kitfort - რუსული კომპანიაა, რომელიც ბოლო წელია საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებს.  დაარსდა 2011 წელს და სათაო ოფისი მდებარეობს პეტერბურგში. წარმოდგენილი აქვს ყველა სახის მტვერსასრუტი - რობოტები, ხელის,  ფილტრიანი და ვერტიკალური.

ვერტიკალური მტვერსასრუტების მწარმოებელი კომპანიები

ეს უკანასკნელი იყოფა სადენიან და უსადენოდ, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ბატარეები (საშუალოდ, 2000 mAh). ვერტიკალური მტვერსასრუტები საინტერესოა მათი დაბალი წონის 2-5 კგ, მტვრის შეწოვის კარგი ენერგიით (დაახლოებით 150 ვტ) და პორტატულად გადაქცევის შესაძლებლობით.

Xiaomi - ჩინური კომპანია, რომელმაც საქმიანობა 2010 წელს დაიწყო. იგი სპეციალიზირებულია ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში, რომელიც გთავაზობთ შეიძინოთ იაფიანი, მაგრამ კარგი ვერტიკალური მტვერსასრუტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ელემენტებით მუშაობს და რომელთა სიმძლავრე დაახლოებით 150 ვატია. Xiaomi  მტვერსასრუტი  იწონის საშუალოდ 3 კგ-ს, აქვს ხმაურის დაბალი დონე (დაახლოებით 75 დბ) და მაღალხარისხიანი ძრავის გამო, არ თბება ხანგრძლივი მუშაობის დროს.

Hoover - იტალიური კომპანია, რომელიც Candy Group-ის საკუთრებაში არსებული ბრენდია. კომპანია აწარმოებს როგორც საწმენდ, ისე - სარეცხ მოწყობილობებს.

ვერტიკალური მტვერსასრუტების მწარმოებელი კომპანიები

ბრენდის ასორტიმენტში ძირითადად წარმოდგენილია უკაბელო მტვერსასრუტები , რომლებიც ავტონომიურად მუშაობენ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ხოლო დამუხტვას საშუალოდ 3-5 საათს ანდომებენ. ნაკრებში თითქმის ყოველთვის შედის უამრავი საქშენები, რომლებიც განკუთვნილია - ავეჯის, იატაკის, ხალიჩებისა და კუთხეების დასუფთავებისთვის.

თუ სველი წმენდის მტვერსასრუტების ყიდვით ხართ დაინტერესებული, ან უბრალოდ ინფორმაცია გაინტერესებთ, ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები

მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
Regular price 249.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
Regular price 215.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
Regular price 249.00 ლარი 209 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
Regular price 309.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი