ვენტილატორი, სხეულის გაგრილების საშუალება!

ვენტილატორი არის ელექტროენერგიაზე მომუშავე მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ჰაერის ნაკადის შესაქმნელად. ვენტილატორი შედგება პირების მბრუნავი განლაგებისგან, რომლებიც ჰაერზე მოქმედებენ. პირებისა და ჰაბის განლაგებასა და მდგომარებაზეა დამოკიდებული ჰაერის ნაკადის სიხშირე და ასევე, უსაფრთხოებაც, რათა არ მოხდეს ხელიშემშლელ ობოექტებთან ვენტილატორის გადაკვეთა.

ვენტილატორების უმეტესობა ელექტროძრავით მუშაობს, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნას ენერგიის სხვა წყაროები, მათ შორის ჰიდრავლიკური ძრავები, შიდა წვის ძრავები.

მექანიკური ვენტილატორის მბრუნავი პირების განლაგება შეიძლება წარმოიდგინოთ ნებისმიერი სახისა და ფორმის, რომელიც შეიძლება გამოდგეს ჰაერის ნაკადის წარმოებისთვის.

ვენტილატორი, სხეულის გაგრილების საშუალება!

ვენტილატორები აწარმოებენ ჰაერის ნაკადს უფრო მაღალი მოცულობით და დაბალი წნევით (თუმცა, უფრო მაღალია, ვიდრე ატმოსფერული წნევა), განსხვავებით კომპრესორისგან, რომელიც მაღალ წნევას შედარები დაბალი მოცულობით წარმოქმნის.

უნდა იცოდეთ, რომ ვენტილატორის მბრუნავი პირები ხშირად ტრიალებს, როდესაც ჰაერზე სითხის ნაკადის ზემოქმედება ხდება.  სხვა მოწყობილობებსაც მაგალითად, ანემომეტრები და ქარის ტურბინები, სწორედ ამ მიზეზით, ვენტილატორების ანალოგიური დიზაინები აქვთ.

ჩვეულებრივ და განსაკუთრებით 21-ე საუკუნის არქიტექტურასა და დიზაინში, თავიდანვე გათვალისწინებულია კლიმატ კონტროლი და პირადი თერმული კომფორტი.  მაგალითისთვის, ელექტრო მაგიდა ან იატაკის ვენტილატორი; ავტომობილის ძრავის გაგრილების სისტემები, მაგალითად, რადიატორის წინ; მოწყობილობების გაგრილების სისტემები, როგორებიცაა, კომპიუტერებსა და აუდიო ენერგიის გამაძლიერებლებში; ან/და თუნდაც, მარცვლეულის გარჩევა, მტვრის მოცილება, მტვერსასრუტის გაწოვა და ა.შ. - ასეთ დროს, იმთავითვე განსაზღვრულია ვენტილატორის როლი და თავდაპირველი სახით, წარმოების პროცესში ხდება ვენტილატორის მონტაჟი.

ვენტილატორი, სხეულის გაგრილების საშუალება!

მიუხედავად იმისა, რომ ვენტილატორებს ხშირად ადამიანებიც იყენებენ გასაგრილებლადაც, ისინი მათ გაგრილებას ჰაერის გაციების გზით ვერ ახერხებენ.  მხოლოდ და მხოლოდ, ოფლის აორთქლებისა და ჰაერის ძლიერი ნაკადის გამო, სითბოს კონვეციის გზით, შეიძლება იწვევდნენ დროებით გაგრილებას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ,  ვენტილატორი შეიძლება აღმოჩნდეს არაეფექტური სხეულის გაგრილებისას, თუ მიმდებარე ჰაერი, სხეულის ტემპერატურასთან ახლოს არის და ასევე, შეიცავს მაღალ ტენიანობას.

ვენტილატორის მბრუნავი პირების დასამზადებლად ძირითადად გამოყენებულია ხე, პლასტმასი ან ლითონი.

კომპაქტური და ჭკვიანი ვენტილატორების მიმოხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

დამუხტვადი ვენტილატორი Zilan ZLN4000
დამუხტვადი ვენტილატორი Zilan ZLN4000
Regular price 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ვენტილატორი Zilan ZLN1112
ვენტილატორი Zilan ZLN1112
Regular price 229.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ვენტილატორი დამატენიანებელი Ø400 მმ CF03
ვენტილატორი დამატენიანებელი Ø400 მმ CF03
Regular price 759 ლარი / თვეში 33 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მინი ვენტილატორი-გამაგრილებელი OEM 2405-22
მინი ვენტილატორი-გამაგრილებელი OEM 2405-22
Regular price 80.00 ლარი 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი