ტრიმერები თქვენი კომფორტისთვის

მამაკაცის საპარსების შესაძლებლობები თითქმის იდენტურია, მაგრამ კომპაქტური მოწყობილობის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ წვერის ფორმა და დახვეწოთ ულვაშის სიგრძე. მოწყობილობის მახასიათებლების უკეთ გასაცნობად, გთავაზობთ რამოდენიმე რეკომენდაციას.

რჩევების გაცემამდე, გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ყიდვამდე უნდა გაითვალისწინოთ თუ რა ტიპის ტრიმერი გჭირდებათ. აპირებთ მის გამოყენებას წვერის, ულვაშისა თუ თმის სხვა ნაწილებისთვის.  

რჩევა #1

მოწყობილობის ელემენტი - თუკი მივლინებებსა და ვიზიტებში ხშირად გიწევთ გამგზავრება, ელემენტიანი მოწყობილობა ნამდვილად შეუცვლელია, რადგან მისი ენერგიით დამუხტვა შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილზე. ამავდროულად, უმჯობესია გქონდეთ სათადარიგო ელემენტები და გაითვალისწინოთ თითოეული მათგანის მუშაობის ხანგრძლივობა. 

განსაკუთრებული საიმედოობით ამ მხრივ ფილიპსის ტრიმერები გამოირჩევა.

ტრიმერები თქვენი კომფორტისთვის

რჩევა #2

მუშაობის ხანგრძლივობა - დრო განსხვავებულია და მერყეობს 60-80 წუთამდე. ამასთან, ელემენტების ზოგიერთი მოდელი იქამდე არ იწყებს მუშაობს, სანამ 100%-ზე არ იქნება დამუხტული. შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი მოდელები, რომლებსაც ექნება სწრაფი ტენვის ფუნქცია. 

რჩევა #3

ქსელში ჩართვა - ის, თუ რომელ მოდელს მიანიჭებთ უპირატესობას: ელემენტიანს თუ ქსელში ჩამრთველს, ეს თქვენზეა დამოკიდებული.  ქსელური კავშირის მქონე ტრიმერები, ძირითადად გამოიყენება საპარიკმახეროებში. 

რჩევა #4

პირები - წვერისა თუ ულვაშის იდეალურად შეჭრისათვის, მნიშვნელოვანია ხარიასხიანი დანის პირები, რომლებიც კარგი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. გთავაზობთ სამ მათგანს:

ჩვეულებრივი ფოლადის პირები - გამოიყენება  იაფიანი მოდელების შემთხვევაში, რომელიც ნაკლებად გამძლეა და მიდრეკილია კოროზიისკენ.
უჟანგავი ფოლადი - შედარებით გამძლეა, რომელიც კარგად იტანს ტენიანობას. 

ტრიმერები თქვენი კომფორტისთვის

კერამიკა - მიუხედავად იმისა, რომ ამ მასალის შემცველი ტრიმერი შედარებით ძვირია, სამაგიეროდ ხარისხიანია. აღსანიშნავია, რომ კერამიკული პირები არ იწვევს კანის სიწითლესა და გამონაყარს. 

რჩევა #5

საქშენები - დახმარებას გაგიწევთ იმაში, რომ გარკვეული ფორმა მისცეთ წვერსა თუ ულვაშს, ასევე აიღოთ არასასურველი თმა ცხვირიდან თუ ყურებიდან. ნაკრებში მოთავსებულია ასევე ისეთი საქშენები, რომლებიც განკუთვნილია მკერდის, მუცლის, მხრებისა და ზურგის გასაწმენდად. ბევრი მწარმოებელი ამატებს დამატებით საქშენსაც, რომელიც გათვალისწინებულია წარბების გასწორებისთვის.   

მახასიათებლები:

კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომელიც დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რომელი ტრიმერია უკეთესი.  

1) სველი წმენდის ეფექტი - გაცილებით მოსახერხებელია, რადგან პროცედურის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ საქშენების მოხსნა და წყლით გარეცხვა;

2) ვაკუუმის სისტემა - გაპარსვის დროს, თმა გროვდება სპეციალურ კონტეინერში, რომელიც არ აბინძურებს ზედაპირს;

3) ტურბო ძალა - უზრუნველფოფს დამატებით სიმძლავრეს სქელ თმებთან.

იმედია, ბლოგი  ინფორმაციული აღმოჩნდა თქვენთვის, თუმცა დამატებით, გირჩევთ წინა სტატიაც გადაიკითხოთ, სათაურით - როგორ შევარჩიოთ ტრიმერები?

აქვე, თუ გაქვთ სურვილი შეიძინოთ ტრიმერები ან კაცის თმის საჭრელი მოწყობილობები, ჩვენი ონლაინ მაღაზიის - ისურვეს  საიტზე წარმოდგენილია რამოდენიმე ვარიანტი, რომელსაც გირჩევთ, რომ აუცილებლად გადაავლოთ თვალი.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

მულტიფუნქციური საკრეჭი ტრიმერით 7-1-ში PHILIPS MG3720/15
მულტიფუნქციური საკრეჭი ტრიმერით 7-1-ში PHILIPS MG3720/15
Regular price 149 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტრიმერი PHILIPS NT3650/16
ტრიმერი PHILIPS NT3650/16
Regular price 89.00 ლარი 79 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტრიმერი PHILIPS NT1650/16
ტრიმერი PHILIPS NT1650/16
Regular price 79 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მულტიფუნქციური საპარსი 9 1-ში - Philips 8188
მულტიფუნქციური საპარსი 9 1-ში - Philips 8188
Regular price 100.00 ლარი 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი