ტრანსფორმატორი ეტლების უპირატესობები - მახასიათებლების მიმოხილვა

თანამედროვე ტრანსფორმატორი ეტლები საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ისინი  0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის. მსგავსი ეტლების ყიდვით კი, მნიშვნელოვნად დაზოგავთ ისეთ დამატებით ხარჯებს, რომლებიც განკუთვნილია ეტლისთვის,  სასეირნო ვარიანტიანტისთვის და მანქანის სავარძელისთვის.

რადგან საბავშვო ეტლის ყიდვა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, გადავწყვიტეთ დავეხმაროთ ახალგაზრდა მშობლებს და წარმოვუდგინოთ ყველაზე საიმედო და პოპულარული ეტლების მიმოხილვა.

საუკეთესო ბიუჯეტური ეტლები

თუ გადაწყვიტეთ დაზოგოთ თანხა ან ეძებთ ხელმისაწვდომ ვარიანტს, გადახედეთ შემდეგ მოდელებს. ჩამოთვლილი ეტლების ვარიანტები სრულად შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს და საკმაოდ მოსახერხებელია მშობლებისთვისაც.

Geoby C703-H - პრაქტიკული ტრანსფორმატორი ეტლი

30 სმ დიამეტრის გასაბერი ბორბლების წყალობით, შეუძლია ადვილად ავიდეს ბორდიურებზე და გადალახოს დაბრკოლებები ტყეში გასეირნების დროს. ცხელ ამინდში შეგიძლიათ ქსოვილის გადაადგილება ისე, რომ მხოლოდ ერთი ბადე დარჩეს. ეს კი  ზრდის ვენტილაციის საშუალებას ეტლის შიგნით.

ტრანსფორმატორი ეტლების უპირატესობები - მახასიათებლების მიმოხილვა

უპირატესობები:

  • მშვენივრად მოძრაობს ნებისმიერ გზაზე;
  • შესაძლებელია საბურავების გაბერვა და შეცვლა;
  • შესაფერისია 0-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის.

უარყოფითი მხარეები:

  • მთლიანი სტრუქტურის წონა - 22 კგ.

Adamex Galaxy

თანამედროვე ტრანსფორმატორი ეტლი, რომელიც გარეგნულად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ვარიანტებისგან. აქვს ქსოვილის თავსაბურავი, გადასაადგილებელი სახელური და ჩანთის კალათა.

მოდელის სიმსუბუქე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რომლის  წონა მხოლოდ 16 კგ-ია. უსაფრთხოების თვალსაზრისით ასევე აღსანიშნავია ფეხის საყრდენი და ხუთპუნქტიანი ღვედების არსებობა.

ტრანსფორმატორი ეტლების უპირატესობები - მახასიათებლების მიმოხილვა

უპირატესობები:

  • ხუთპუნქტიანი ქამრები;
  • გადასაადგილებელი სახელური;
  • წონა მხოლოდ 16 კგ.

უარყოფითი:

  • რთულია მანქანის საბარგულში მოთავსება;
  • სახელურის სიმაღლის რეგულირება შეუძლებელია.

საუკეთესო ეტლები ფასისა და ხარისხის თანაფარდობის თვალსაზრისით

Gesslein f6

მსუბუქი, მოდური საბავშვო ეტლი, რომელსაც სხვადასხვა ზომის ბორბლები აქვს. შესაძლებლობისა და მანევრირების გასაზრდელად, მწარმოებელმა წინა საბურავების დიამეტრი მნიშვნელოვნად შეამცირა,  ხოლო უკანა სტანდარტული დატოვა.

ტრანსფორმატორი ეტლების უპირატესობები - მახასიათებლების მიმოხილვა

ასე რომ, ზამთარშიც კი მშობლებს არ უჭირთ თოვლში სიარული. ყველაზე საინტერესო, რაც ასევე აღნიშნას იმსახურებს, დაკეცვის დროს განსაკუთრებული სტაბილურობაა.

უპირატესობები:

  • კონსტრუქციის სიმსუბუქე - 15 კგ;
  • გაზრდილი სტაბილურობა;
  • სხვადასხვა ზომის ბორბლის გამო, გაიზარდა მანევრირების შესაძლებლობები.

უარყოფითი მხარეები:

  • სახელურის პლასტმასის გარსი არ არის ძალიან გამძლე.

Chicco Urban Plus

ჩიკოს ეტლის პრაქტიკული და თვალშისაცემი მოდელი, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ შესაძლებელია სახელურის სიმაღლის რეგულირება. გათვალისწინებულია 4 მბრუნავი ბორბალი, ხოლო წინა საბურავები უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე - უკანა.

ტრანსფორმატორი ეტლების უპირატესობები - მახასიათებლების მიმოხილვა

საზურგის რეგულირება შესაძლებელია სამ განსხვავებულ მდგომარეობაში.

უპირატესობები:

  • ხუთპუნქტიანი რბილი უსაფრთხოების ღვედები;
  • საზურგის 3 პოზიცია;
  • კარგი მანევრირება.

უარყოფითი:

  • დაკეცვის მიმართ მაღალი მდგრადობა არ აქვს;
  • ჩანთა არ არის თავსებადი მანქანის ყველა სავარძელზე.

საბავშვო ეტლები 3 1-ში ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები

საბავშვო სასეირნო ველოსიპედი OEM 206SKY
საბავშვო სასეირნო ველოსიპედი OEM 206SKY
Regular price 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო ეტლის კომპლექტი LORELLI VIOLA
საბავშვო ეტლის კომპლექტი LORELLI VIOLA
Regular price 507 ლარი / თვეში/ თვეში 28 ლარი 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო ეტლის საწვიმარი LORELLI 2002001
საბავშვო ეტლის საწვიმარი LORELLI 2002001
Regular price 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო სასეირნო ველოსიპედი GLOBBER TRICYCLE EXPLORER 4 IN 1 MINT 632-206
საბავშვო სასეირნო ველოსიპედი GLOBBER TRICYCLE EXPLORER 4 IN 1 MINT 632-206
Regular price 649 ლარი / თვეში 35 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია