ტელეფონები უსასრულო შესაძლებლობებით
ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, სიტყვა კონკურენციაც აქტუალური გამოყენების გახდა.
ინოვაციურ გამოგონებებთან ერთად, შეჯიბრობითობის პრინციპი მუდმივად და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
ერთის მხრივ, ჯანსაღი კონკურენცია ცუდი სულაც არ არის, რადგან ყოველთვის იძლევა განვითარების საშუალებას.
ამის ნათელი მაგალითი თანამედროვე ტელეფონებია, რაზეც ბლოგშიც ვისაუბრებთ.
დღეს ტელეფონები ფასთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, ძალიან ფართოდ ხელმისაწვდომია.
არჩევანის გაკეთება თქვეზეა დამოკიდებული , რადგან გააჩნია რას უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ: ფასს, ბრენდს, მონაცემებს, დიზაინს, კამერას, ელემენტსა თუ ა.შ.
აღწერაში წარმოდგენილი ტელეფონები, 2019 წლის დეკემბერის საუკეთესო მოდელებია.
Apple iPhone 11 Pro
IPhone 11 Pro ეს არ არის 2019 წლის მოდელებში Apple-ის ყველაზე დიდი და მაღალფასიანი სმარტფონი.
IPhone 11 Pro აქვს საკმაოდ დიდი მოცულობის - 5.8 ინჩის ეკრანი.
დახვეწილი დიზაინი დამატებით სასიამოვნო იერს სძენს, თუმცა წინა მოდელებისაგან განსხვავებით, დიზაინში განსაკუთრებული ცვლილება, გარდა უკანა სამმაგი კამერისა - არ შესულა.
რაც შეეხება ელემენტის ხანგრძლივობა , ამ მხრივ, კონკურენტულ ადგილს იკავებს , რადგან მუშაობის პერიოდი 4-5 საათითაა გაზრდილი.
Apple-ის Face ID კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო და ფართოდ აღიარებული სისტემაა. რაც შეეხება სამმაგ კამერას, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებულია როგორც ფოტო, ასევე ვიდეო გადაღება, რომელსაც ეფექტური ღამის რეჟიმი აქვს. ამიტომ, დაბალი განათების პირობებში, მაინც შეძლებთ ხარისხიანი ფოტო-ვიდეო გადაღებას.
აღსანიშნავია, რომ სამმაგი კამერა 12 მეგაპიქსელიანია, რომელიც სინქრონულად მუშაობს, ხოლო სელფის წინა კამერა 12 მეგაპიქსელია და აღჭურვილია 4K რეზოლუციით.
ამდენად, შეიძლება ითქვას - სმარტფონი მნიშვნელოვნად უწევს კონკურენციას ფოტოაპარატებსაც.
საერთო ჯამში, სიმძლავრეში, შესაძლებლობასა თუ ზომაში iPhone 11 Pro ჯერჯერობით უკონკურენტოა.
(Iphone 11-ების ინოვაციურების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი შესაბამისი ბლოგპოსტი)
Samsung Galaxy S10
უსაზღვრო შესაძლებლობების ტელეფონს თუ ეძებთ, მითუმეტეს Android-ის სისტემით, მაშინ დახვეწილი დიზაინისა და დიდი ეკრანის მქონე Galaxy S10 კარგი გადაწყვეტილებაა.
6.1 ინჩის ეკრანი საკმარისად დიდია იმისათვის, რათა მაქსიმალურად გამოიყენოთ აპები და შესძლოთ ფილმების ყურება.
ტელეფონი საკმაოდ კომპაქტურია კონკურენტებთან შედარებით და ამავე დროს - მსუბუქი.
Galaxy S10 ახლახანს განახლდა Samsung-ის ახალი One UI 2 პროგრამული უზრუნველყოფით, უახლესი Android 10 – ის საფუძველზე, გაუმჯობესებული სანავიგაციო სისტემების ჩათვლით.
დატვირთული მუშაობის მხრივ, ტელეფონი საკმაოდ გამძლეა, მაგრამ ელემენტის ხანგრძლივობით დიდად ვერ დაიკვეხნის.
თუ გსურთ მეტად მოსახერხებელი ტელეფონი, რომელსაც ეკრანის სიდიდე და სიმსუბუქე ერთმანეთთან სრულ ბალანსში აქვს, მაშინ ეს ტელეფონი თქვენთვისაა.
Huawei P30 Pro
Huawei P30 Pro-ს მთავარი ქეისი - საუკეთესო ფოტო გადაღების სისტემაა.
ჯერჯერობით, არცერთი სხვა ტელეფონი არ ითვალისწინებს ისეთ ყოვლისმომცველ კომბინაციას, როგორც Huawei-ის ახალი Leica quad კამერა.
20MP კამერა საკმაოდ მოსახერხებელია. მთავარი 40MP კამერა კი მეტად შესანიშნავია. მას უერთდება ახალი periscopic 5x ოპტიკური მასშტაბის კამერა, რომელიც დაზუმების კარგ საშუალებას იძლევა.
აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ვინც ფოტოების გადაღებით ხართ დაინტერესებული და თქვენთვის ხარისხიანი კამერა მნიშვნელოვანია, მაშინ ეს მოდელი გულდაწყვეტილს ნამდვილადარ დაგტოვებთ, რადგან ფოტო - ვიდეო გადაღების კუთხით, ტელეფონი აღჭურვილია უამრავი დამატებითი ფუნქციით.
სმარტფონი ასევე გამორჩეულია განსაცვიფრებელი ფერის პარამეტრებით. რაც შეეხება დიზაინს, მრგვალი კიდეები ტელეფონს 73.4 მმ სიგანეზე ინახავს, რაც იმას ნიშნავს, რომ შედარებით მართვადია და ყოველდღიურად უფრო ადვილია მისი გამოყენება.
Huawei-ის 980-ანი პროცესორი, 8 GB ოპერატიული და 128 GB მეხსიერება, უზრუნველყოფს ტელეფონის დატვირთულ მუშაობას, რომელიც ელემენტზეც ახდენს გავლენას. აქვს უსადენო და სწრაფი ტენვის რეჟიმი.
სამწუხაროდ , აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის გამო , სანქციები Huawei-ისაც შეეხო, რის გამოც გაურკვეველია მისი ბედი.
სასიხარულო ისაა, რომ P30 Pro-ს ბოლო Android-ის განახლებამ აჩვენა, რომ განახლებების მიღებას ჩვეული ტემპით, ნორმალურად განაგრძობს.
Samsung Galaxy S10+
Galaxy S10-ს 6.4 ინჩით QHD + დისპლეით, საუკეთესო ეკრანი აქვს, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომია.
დატვირთული მუშაობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ, სმარტფონი კარგია, მაგრამ ელემენტის ხანგრძლივობა არცთუ გრძელვადიანია. ნელია ასევე თითების ანაბეჭდის სკანერი, რომლის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გაგაღიზიანოთ კიდეც.
საბოლოოდ, არჩევანი საკმაოდ ფართოა. ასე რომ შეგიძლიათ არჩევანი მარტივად მიიღოთ.
პოპულარული მოდელები