Tefal უსადენო მტვერსასრუტები

უსადენო მტვერსასრუტები 3 ტიპისაა: ხელის, ვერტიკალური - handstick და <2 1-ში> - ვერტიკალური -ხელსაწყოები, რომლებიც გარდაიქმნება ხელის მტვერსასრუტებად. ჩამოთვლილი მოწყობილობები კი ერთმანეთისგან ფუნქციონირებით, ტექნიკური მახასიათებლებითა და ფასით განსხვავდება.

როგორ შევარჩიოთ Tefal უსადენო მტვერსასრუტი?

მტვერსასრუტის ფასი დამოკიდებულია მის შესაძლებლობებზე. უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრეთ სად გამოიყენებთ უსადენო მტვერსასრუტს, რათა ზედმეტ ფუნქციებში  არ მოგიწიოთ თანხის გადახდა.

ხელის მოწყობილობებს დაბალი სიმძლავრე და მტვრის პატარა შემგროვებელი აქვთ, ამიტომ ისინი შესაფერისია მხოლოდ მანქანის ინტერიერის, ავეჯის და ფარდების გასაწმენდად.

ვერტიკალური მტვერსასრუტები უმკლავდებიან ყოველდღიურ და ზოგად დასუფთავებას. 2 1-ში  მოწყობილობები შესაფერისია როგორც მანქანებისთვის, ასევე  - შიდა მოხმარებისთვის.

Tefal TY6751WO

Dual Force 2 in 1 სერიის მოდელი უსადენო მტვერსასრუტია, რომელიც გადაკეთებულია ხელის მოწყობილობად. იგი ძირითადად განკუთვნილია იატაკის და მანქანის ინტერიერის ადვილად დასუფთავებისთვის.

მოწყობილობის გამოყენება  მოსახერხებელია ძნელად მისადგომი ადგილებისთვის. დასაკეცი სახელური აპარატთან  მუშაობასა და შენახვას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ვერტიკალურად განთავსების დროს, მტვერსასრუტი მყარად დგას,  ხოლო შესვენების დროს არ სჭირდება ბაზაზე განთავსება.

Tefal  უსადენო მტვერსასრუტები

TY6751WO მსუბუქი და მანევრირებადი ელექტრო ცოცხია, რომელსაც საშუალო ხმაურის დონე აქვს.

მოწყობილობა მუშაობს ერთ რეჟიმში, რის გამოც იგი ვერ ჩაანაცვლებს სრულად მძლავრ კაბელიან მტვერსასრუტს. ამიტომ, უფრო შესაფერისია იატაკიდან მტვრისა და ნამსხვრევების მოსაშორებლად.

მახასიათებლები:

  • მტვერსასრუტის ტიპი - <2 1-ში>;
  • რეჟიმების რაოდენობა - 1;
  • ბატარეის სიმძლავრე - 21.6 ვტ;
  • მტვრის შემგროვებლის მოცულობა - 0.6 ლ;
  • ბატარეის ხანგრძლივობა - 45 წუთამდე;
  • დატენვის დრო - 5 საათი;
  • სრული ნაკრები - ელექტრო ჯაგრისი, ფილტრი;
  • წონა - 2.5 კგ;
  • ხმაურის დონე - 79 დბ.

დადებითი:

  • მოწყობილობის  გადაკეთება შესაძლებელია ხელის მტვერსასრუტად;
  • მტვერსასრუტის მანევრირება მარტივია;
  • დასაკეცი სახელური მარტივია მუშაობისა და შენახვისთვის.

მინუსები;

  • მტვერსასრუტის სიმძლავრე არ არის საკმარისი სრული დასუფთავებისთვის.

Tefal TY6545RH

TY6545RH უსადენო მტვერსასრუტს გაზრდილი მანევრირება აქვს. მოწყობილობის მსუბუქი დიზაინი და ვერტიკალური პარკინგი მოსახერხებელია ყოველდღიური დასუფთავებისთვის.

POWER LIGHT LED მბრუნავი ჯაგრისი კარგად აგროვებს ცხოველის ბეწვსა  და ნამსხვრევებს გლუვი ზედაპირიდან.

Tefal  უსადენო მტვერსასრუტები

მოწყობილობა ადვილად იშლება და ირეცხება, ხოლო ნაკლი ის აქვს, რომ რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ, ყველაფერი შეიძლება ჩაიშალოს: დაწყებული ფუნჯიდან დასულებული დამტენით.

მახასიათებლები:

  • მტვერსასრუტის ტიპი - <2 1-ში>;
  • რეჟიმების რაოდენობა - 2;
  • ბატარეის სიმძლავრე - 14.4 ვტ;
  • მტვრის შემგროვებლის მოცულობა - 0.65 ლ;
  • ბატარეის ხანგრძლივობა - 30 წუთამდე;
  • დატენვის დრო - 5 საათი;
  • სრული ნაკრები - ელექტრო ჯაგრისი;
  • წონა - 2.32 კგ;
  • ხმაურის დონე - 80 დბ.

დადებითი:

  • დიზაინის გამო, მოწყობილობის მანევრირება მარტივი და მსუბუქია;
  • ტურბო რეჟიმში მტვერსასრუტი  აგროვებს მატყლს, ნამსხვრევებსა და ქვიშას;
  • ადვილად იშლება, ირეცხება და ინახება.

სველი წმენდის საუკეთესო ვერტიკალური მტვერსასრუტების მიმოხილვა, იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
Regular price 215.00 ლარი 159 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
მრავალფუნქციური მტვერსასრუტი KARCHER WD 2 PLUS
მრავალფუნქციური მტვერსასრუტი KARCHER WD 2 PLUS
Regular price 295.00 ლარი 207 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
ხელის ვერტიკალური მტვერსასრუტი Arnica ET13310
ხელის ვერტიკალური მტვერსასრუტი Arnica ET13310
Regular price 199.00 ლარი 164 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
მტვერსასრუტი Arnica ET13213
მტვერსასრუტი Arnica ET13213
Regular price 159.00 ლარი 119 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE