სხვადასხვა ტიპის წყლის სატუმბების განხილვა

ქალაქის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა პრაქტიკულად არ აქვს, რადგან მათი წყალმომარაგების სისტემა დაკავშირებულია საერთო მაგისტრალთან. მაგრამ თუ თქვენ კერძო სახლი გაქვთ  ან აგარაკი ქალაქ გარეთ, მაშინ წყლის საკითხი ხდება უმთავრესი და აქტუალური.

თუმცა, წყლის ტუმბოს დახმარებით, მარტივად შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა.

სახლის დამოუკიდებელი წყალმომარაგება წყლის ტუმბოს გამოყენებას გულისხმობს, რომელიც პასუხისმგებელია გარკვეული მანძილით წყლის ტრანსპორტირებაზე, ასევე - წნევის დონეზე. მოწყობილობას შეუძლია იმოქმედოს როგორც ცალკეული დანაყოფი (ჩასაძირი ან ზედაპირული მოდელები) ან როგორც ინტეგრირებული მოწყობილობა, რომელიც სატუმბი სადგურია.

სხვადასხვა ტიპის წყლის სატუმბების განხილვა

რა უნდა შეარჩიოთ თქვენი სახლისთვის, რომელი ტექნიკა იქნება უფრო ეფექტური და ეკონომიური - ეს თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ დაგეხმარებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ვისაუბრებთ ამ ტიპის აღჭურვილობის მახასიათებლებზე, ასევე მათ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე.

რა სახის წყლის ტუმბოები არსებობს?

  • არსებობს სხვადასხვა სახის ტუმბოები, მაგრამ კერძო სახლისთვის, წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, გამოიყენება:
  • ზედაპირის ტიპის დანადგარები;
  • წყალქვეშა მოდელები;
  • სატუმბი სადგურები.

ასევე არსებობს ცირკულაციის წყლის საქაჩი. მათი მიზანია სითხის ცირკულაცია წყალმომარაგების სქემაში და გათბობის სისტემაში. ასევე მთავარი ამოცანაა მილების საშუალებით წყლის მოძრაობის დაჩქარება და მთლიანი სახლის თანაბარი გათბობა ან წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.

ზედაპირის ტუმბო: პირობები და გამოყენების მახასიათებლები

ზედაპირული ტუმბოები დამონტაჟებულია ჭასთან ან ჭიდან გარკვეულ მანძილზე, რომელსაც მოყვება სპეციალური შლანგი შორ მანძილზე წყლის გადასატანად.

არსებობს ზედაპირული ტუმბოების ორი ტიპი, რომელთაგან ერთი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა დიდი მოცულობის წყლის ამოტუმბვა. ამ ტიპის აღჭურვილობის შენარჩუნება ადვილია და მაღალი ეფექტურობაც აქვს. მეორე ტიპის ტუმბოებს, შედარებით დაბალი დონის ეფექტურობა და პროდუქტიულობა აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ უზრუნველყოფენ წყლის მაღალი წნევით მიწოდებას.

სხვადასხვა ტიპის წყლის სატუმბების განხილვა

წყალქვეშა ტუმბო: მუშაობის მახასიათებლები და ტიპები

წყალქვეშა ტუმბოები მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაძირულია ჭაში. ეს მოწყობილობა შეიძლება განკუთვნილი იყოს 70-80 მეტრის სიღრმიდან წყლის ამოსატუმბად.

ცენტრიდანული ტუმბოები გამოიყენება მაღალი სიჩქარით დინების მქონე ჭაბურღილებისთვის - 1500 ლ/სთ.

ვიბრაციული ტუმბოები უფრო იშვიათად გამოიყენება, ვიდრე სხვები, რადგან ისინი გამოირჩევიან პროდუქტიულობის დაბალი მაჩვენებლით. აქვთ დაბალი ეფექტურობა, ხოლო მუშაობის დროს ძალიან მაღალ ხმებს გამოსცემენ. წყალსაც დიდი სიღრმიდან ვერ იღებენ - დაახლოებით 40 მ, ამიტომ ისინი შესაფერისია მხოლოდ არაღრმა ჭებისთვის.

ასევე არსებობს წყალქვეშა ტუმბო ავტომატური აღჭურვილობით, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი მუშაობის მაჩვენებლით, არამედ - ხანგრძლივი მუშაობითაც. დანადგარს ბოლოში სპეციალური ჩამრთველი აქვს, რომელიც ავტომატურად თიშავს ტუმბოს, როდესაც ჭაში საკმარისი წყალი არ არის.

ჭაბურღილების, ჭების საუკეთესო სატუმბების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

წყლის ტუმბო WADFOW WWPVA01
წყლის ტუმბო WADFOW WWPVA01
Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
წყლის საქაჩი ტუმბო 550W INGCO SPC5508
წყლის საქაჩი ტუმბო 550W INGCO SPC5508
Regular price 309.00 ლარი 269 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
წყლის ტუმბო INGCO SPC3708
წყლის ტუმბო INGCO SPC3708
Regular price 234 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
წყლის საქაჩი ტუმბო 400W INGCO SPC4008
წყლის საქაჩი ტუმბო 400W INGCO SPC4008
Regular price 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი