შუა საუკუნებიდან -დღემდე, უთო აქტუალურობას არ კარგავს

ონლაინ მაღაზიების გვერდებზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის განყოფილებაში, უთო თუ ბევრჯერ  გიძებნიათ, სავარაუდოდ ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად გიფუჭდებათ. რა თქმა უნდა, თუ ყოველი ისეთი შემთხვევის დროს არ ცვლით უთოს, როდესაც ძირი დაეწვება და მის ექსპლუატაციაში დასაბრუნებლად, უბრალოდ მისი გაწმენდაა საჭირო.  ძალიან მარტივად, მარილით, სოდით ან სპეციალური სანთლით უთო კვლავ იბრუნებს პირვანდელ სახეს.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას, სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები ძირითად შემთხვევებში არ ამართლებს და საჭიროა ინფორმაციის შეგროვება პროდუქტის შესახებ.

ასე უნდა მოიქცეთ, თუკი თქვენი მიზანია შეარჩიოთ გამძლე, მოსახერხებელი და თანამედროვე უთო. მაგრამ, აუცილებელი არაა ძიება შუა საუკუნეებიდან დაიწყოთ, იმის გასარკვევად, როგორ გამოიყურებოდა პირველი ნახშირის უთო.  არც საფრანგეთში მოგზაურობაა საჭირო უთოების უჩვეულო ექსპოზიციის სანახავად, რომელშიც 853 ეგზემპლარია გამოფენილი.

შუა საუკუნებიდან -დღემდე, უთო აქტუალურობას არ კარგავს

ჰკითხეთ მეგობარს, ბოლოს როდის და სად შეიძინა უთო, ესტუმრეთ ტექნიკის მაღაზიებს, გაესაუბრეთ კონსულტანტებს და გააკეთეთ შედარება ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა:  სიმძლავრე, ტემპერატურული რეჟიმები, უთოს ძირის მასალა.

გაუთოვების პროცესის კომფორტულობას მნიშვნელოვნად განაპირობებს უთოს გაბარიტები. უთო უნდა იყოს კომპაქტური, მსუბუქი და მანევრირებადი. 

დამატებითი კომფორტია, როდესაც უთოს კომპლექტაციაში მოჰყვება სხვადასხვა აქსესუარები. მაგალითად ეს შეიძლება იყოს პლასტმასის საზომი ჭიქა წყლის ჩასასხმელად, მაგიდის ზედაპირზე ცხელი უთოს დამჭერი, სპეციალური სილიკონის პირები სხვადასხვა ქსოვილის გასაუთოვებლად და ა.შ.

ტექნიკის ონლაინ მაღაზიებს უთოების კატეგორიაში, ჩაშლილი აქვთ უთოები, ქვეკატეგორიების მიხედვით.  ესენია : კვების კაბელიანი და უკაბელო უთოები, ორთქლის და ორთქლის მიწოდების გარეშე, სამგზავრო უთოები და ასევე, ორთქლის გენერატორიანი უთოები წყლის რეზერვუარით.

შუა საუკუნებიდან -დღემდე, უთო აქტუალურობას არ კარგავს

ჩვენი რჩევაა, უთოს შერჩევისას გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ ხელმისაწვდომი ფასიდან გამომდინარე. დაიმახსოვრეთ, კარგი უთო მრავალი წლის განმავლობაში უნდა ემსახუროს თქვენსავე საჭიროებებს და გაუთვალისწინებელ შემთხვევებში არ უნდა დაგაღალატოთ.

ერთადერთი, რაც უთოს შერჩევის პროცესში თქვენ მოგეთხოვებათ - მოთმინებაა. ხოლო, განურჩევლად მწარმოებლისა, ყველა უთოს თან უნდა ახლდეს მოხმარების ინსტრუქცია და საგარანტიო პირობები.

ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ 3 საუკეთესო ბრაუნის უთო დელიკატური ქსოვილების დაუთოებისთვის, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები

უთო BRAUN SI5017GR
უთო BRAUN SI5017GR
Regular price 249 ლარი / თვეში 14 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
უთო BRAUN IS3041/1WH
უთო BRAUN IS3041/1WH
Regular price 739.00 ლარი 619 ლარი / თვეში 34 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
უთო BRAUN IS1514VI
უთო BRAUN IS1514VI
Regular price 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ორთქლის უთო KIWI GARMENT STEAMER KSI 640 8681438109033
ორთქლის უთო KIWI GARMENT STEAMER KSI 640 8681438109033
Regular price 114.00 ლარი 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი