Singer და  Janome-ს საკერავი მანქანები

საკერავ მანქანას განვითარების საკმაოდ დიდი გზა აქვს, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტს ითვლის. განვითარების ამ დროის განმავლობაში კი მანქანების ფუნქციური მახასიათებლები დიზაინთან ერთად შეიცვალა და დაიხვეწა.

დღევანდელ ბლოგში გვინდა წარმოგიდგინოთ ორი ცნობილი ბრენდის Singer და  Janome-ს საკერავი მანქანები, რომლებიც გაყიდვების მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზეა.

Singer Tradition 2282

საკერავი მანქანა კლასიკური სერიის ნაწილია, რომელსაც უამრავი ფუნქცია აქვს. ოპერაციების რაოდენობა 34-მდეა გაზრდილი, ხოლო ხაზების -  23-მდე. მანქანის კორპუსი განსაკუთრებით გამძლეა, ვინაიდან შიგნით მოთავსებულია მეტალის ჩარჩო, რომელზეც მექანიზმებია დაფიქსირებული.

Singer და  Janome-ს საკერავი მანქანები

მოწყობილობა გარედან პლასტმასისაა, მაგრამ მასალა საკმაოდ მყარია რის გამოც შეუძლია გაუძლოს ნებისმიერი სახის მექანიკურ დაზიანებას. სპეციალური სათავსო კი განკუთვნილია აქსესუარების შესანახად. დამატებით ასევე აქვს განათება, რომელიც მუშაობის პროცესში მეტ კომფორტს უზრუნველყოფს.

უპირატესობები:

  • წუთში მაქსიმუმ 600 ნაკერის დარტყმის შესაძლებლობა;
  • ძაფის დაჭიმვის რეგულირება;
  • ფეხის მყისიერად ჩანაცვლების შესაძლებლობა;
  • კომპლექტში შედის ქსოვილის საფარი;
  • მისაღები ღირებულება.

უარყოფითი:

  • მცირე სამუშაო ზედაპირი;
  • პედლის გარეშე შეუძლებელია კერვა.

Janome Memory Craft 9900

აღნიშნული მოდელის Janome საკერავი მანქანა  შეიქმნა პროფესიონალური კერვისთვის, რომელსაც შეუძლია წუთში 1000  ნაკერის დადება. გარდა ამისა, მოწყობილობა ადვილად უკავშირდება კომპიუტერს, რომლითაც შესაძლებელია დაპროგრამებული ნიმუშებით კერვა, ასევე საკუთარი შაბლონის შექმნა და მოქარგვა.

Singer და  Janome-ს საკერავი მანქანები

ნაჭერზე ნახატის გადასატანად საკმარისია სასურველი სურათის შერჩევა. ამის შემდეგ,  მანქანა ირჩევს ფერებს, ძაფს  და სულ ესაა! საჭიროების შემთხვევაში კი მოწყობილობა თავად  მიგანიშნებთ როდის უნდა შეცვალოთ ძაფის ფერი.

ინსტრუქციის თანახმად, ელექტრო საკერავი მანქანა  აღჭურვილია მდიდარი ფუნქციური შესაძლებლობებით,  რომელიც ეხმარება გამოცდილ მკერავებს უნიკალური ნიმუშების შექმნაში. შესაკერად შეგიძლიათ აბსოლუტურად ნებისმიერი ქსოვილის გამოყენება. მთავარია სწორად შეარჩიოთ ნემსი და ძაფი.

უპირატესობები:

  • ოპერაციების ფართო სპექტრი;
  • ფერადი ჩვენება;
  • მეხსიერებაში არის 4 სხვადასხვა ანბანი;
  • საკუთარი ნიმუშების შექმნისა და მოცემულობის მიხედვით კერვის შესაძლებლობა;
  • მანქანა ნამდვილად ამართლებს მის ღირებულებას;
  • კერავს ნებისმიერ ქსოვილს.
უარყოფითი:
  • მაღალი ღირებულების გამო ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

Janome Memory Craft 5200

რეიტინგში შემდეგ ადგილს იკავებს საკერავი მანქანა Janome Memory. ეს არის საკმაოდ ჩქარი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია წუთში 820 ნაკერი შექმნას. ამ სიმძლავრის პირობებში კი, მბრუნავი ჰორიზონტალური შატლის წყალობით ჩუმად მუშაობს.

Singer და  Janome-ს საკერავი მანქანები

მანქანის გამოყენება შესაძლებელია დამწყებთათვისაც  და არ არის აუცილებელი კერვის პროფესიული ცოდნა. Janome Memory Craft-ს აქვს: 3 სხვადასხვა ენის ანბანი, 561 რაოდენობის კერვის ფუნქცია, შავ-თეთრი ეკრანი და პედლის გარეშე კერვის შესაძლებლობა. უმკლავდება სხვადასხვა წონის ქსოვილებს, თუნდაც რამდენიმე ფენას. შესაფერისია როგორც სახლის პირობებში სამუშაოდ,  ისე - მცირე ატელიისთვის.

უპირატესობები:

  • ოპერაციების დიდი რაოდენობა - 561;
  • 3 ანბანი;
  • მუშაობს სხვადასხვა სიმკვრივის ქსოვილებთან;
  • მარტივი მართვა;
  • მუშაობის დროს არ არის ძალიან ხმაურიანი.

პოპულარული მოდელები

ელექტრო მინი საკერავი მანქანა Luatuer
ელექტრო მინი საკერავი მანქანა Luatuer
Regular price 80.00 ლარი 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
საკერავი მანქანა JANOME ARTSTYLE 4045
საკერავი მანქანა JANOME ARTSTYLE 4045
Regular price 509 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome HomeDecor 1300D
ოვერლოკის საკერავი მანქანა Janome HomeDecor 1300D
Regular price 949 ლარი / თვეში 51 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
საკერავი მანქანა JANOME MX 77
საკერავი მანქანა JANOME MX 77
Regular price 549 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი