საუკეთესო ხელის მტვერსასრუტები

 მცირე ადგილების დასუფთავებისთვის თუ თქვენ გჭირდება პატარა და მაქსიმალურად მოსახერხებელი ხელის მტვრესასრუტი, მაშინ აუცილებლად გაეცანით  ჩვენს ბლოგს, რომელშიც მოგიყვებით მათი შერჩევის რეკომენდაციებზე და ბოლოსკენ, წარმოგიდგენთ საუკეთესო ხელის (მინი) მტვერსასრუტებს.

ზოგადად, როდესაც ხელის მტვერსასრუტის ყიდვას დააპირებთ, აუცილებლად განსაზღვრეთ მისი წონა, რომელიც კომფორტული გამოყენების მიზნით, მსუბუქი უნდა იყოს. ასევე გაითვალისწინეთ მობილურობა და იმ დროის ხანგრძლივობა, რომელსაც წმენდას მოანდომებთ.

ხელის მინი მტვერსასრუტი

ამ მიმოხილვაში წარმოდგენილი ხელის მტვერსასრუტების რეიტინგი დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში,  რადგან იგი ემყარება ტექნიკური მახასიათებლების შეფასებას და მომხმარებლების მხრიდან გაზიარებულ რეკომენდაციებს.

რომელი ხელის მტვერსასრუტის ყიდვა  ჯობს?

მინი მტვერსასრუტები შექმნილია მცირე სამუშაოების სწრაფად შესრულებისთვის, რომლითაც მოსახერხებელია იატაკზე დაღვრილი სითხეების შეგროვება,  ცხოველის ბეწვის გასუფთავება,  ოთახის კუთხეებში მტვრის მოსაცილება და ა.შ. ასეთი მოწყობილობები ძირითადად წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში.

დატენვადი თუ  ქსელური მოდელები

ნებისმიერი სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსგავსად, მტვერსასრუტებიც იკვებება ელექტრო ენერგიით ან ბატარეებით. პირველი ვარიანტი ყოველთვის მომართულია გამოსაყენებლად,  მაგრამ ერთადერთი მინუსი ის აქვს, რომ  კაბელის სიგრძე შეიძლება ძალიან მოუხერხებელი აღმოჩნდეს (იხვევა ფეხქვეშ ან ედება მიმდებარე ობიექტებს.)

 უსადენო მტვერსასრუტი უზრუნველყოფს მაქსიმალურ მობილობას, მაგრამ აქვს შეზღუდული დრო და საჭიროებს პერიოდულ დატენვას, ხოლო ეს დატენვა შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს.

აკუმულატორის მოდელის არჩევისას,  აუცილებელია გავითვალისწინოთ ელემენტის  სიმძლავრე და  ის თუ რამდენი ოპერაციის შესრულება შეუძლია ხელმისაწვდომი ენერგიის მიწოდებასთან ერთად. უნდა გვახსოვდეს, რომ მძლავრი ელემენტები ხასიათდება გაზრდილი წონითა და ზომებით.

Bosch BHN 20110

ვერცხლისფერი მტვერსასრუტი Bosch  აღჭურვილია  ნიკელის მეტალის ჰიდრიდული ბატარეით და  დამტენით, ხოლო გამჭვირვალე კონტეინერი აღჭურვილია ციკლონით და სამი ფენის  ფილტრით. იგი ადვილად იშლება და ასევე ადვილად,  ერთი ხელის მოძრაობით, თავსდება მოწყობილობაში. ყველა მოსახსნელი ნაწილის გაწმენდა და გარეცხვა ძალიან მარტივი საქმეა.

 Bosch მტვერსასრუტები

მტვერსასრუტში გათვალისწინებულია ერთი ოპერაციული რეჟიმი. დენის ღილაკი  კი განლაგებულია სახელურზევე. ნაკრები მოიცავს გრძელ ბრტყელ დანართს (საქშენს) შეზღუდულ ადგილებში მუშაობისთვის.

ძირითადი მახასიათებლები:

  • მუშაობის ხანგრძლივობა - 16 წთ;
  • დატენვის დრო - 16 საათი;
  • ზომები - 13.8x11x36.8 სმ;
  • წონა - 1.4 კგ

დადებითი მახასიათებლები:

  • საკმარისად მძლავრი შეწოვის ძალა;
  • მოწყობილობის კარგი ხარისხი;
  • ელეგანტური დიზაინი;
  • კარგად დაბალანსებული დიზაინი;
  • მარტივი მოსავლელი

მინუსები:

  • სამწუხაროდ, არ არის გათვალისწინებული რამდენიმე საქშენი;
  • ხანგრძლივი დატენვის დრო

Xiaomi Jimmy JV11

ქსელის ხელის მტვერსასრუტი თეთრი, გრძელი კაბელით, რომელიც შექმნილია მცირე ტერიტორიების დასუფთავებისთვის. დანადგარი  შედგება კომპაქტური კორპუსისგან, რომელსაც ასევე 22 სმ-იანი ტურბო საქშენი და  ჯაგრისები მოჰყვება.

მტვერსასრუტი  ბრუნავს 14.000 rpm სიჩქარით,  რაც უზრუნველყოფს ნებისმიერი სახის ზედაპირიდან  მტვრის სწრაფ და ხარისხიან  მოცილებას.

მტვერსასრუტი Xiaomi

ნაგავს აგროვებენ ციკლონის ტიპის  ჭურჭელში, რომლის მოცულობაა 0.4 ლიტრი. მტვერსასრუტის  მართვა და  ყველა ოპერაციის შესრულება შესაძლებელია ერთი ღილაკითა და ერთი ხელით.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება - 350 ვტ;
  • კაბელის სიგრძე - 5 მ;
  • ზომები - 28.5x22.1x35 სმ;
  • წონა - 2.34 კგ

დადებითი მახასიათებლები:

  • მაღალხარისხიანი დასუფთავება;
  • ფართო საქშენები;
  • მოსახერხებელი და საინტერესო დიზაინი;
  • ულტრაიისფერი ნათურა.

მინუსები:

  • ძნელად მისადგომ ადგილებში ნაგვის შეგროვება ძალიან რთულია.

 მტვერსასრუტებზე რომლებსაც წყლის ფილტრაციის სისტემა აქვთ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:"საუკეთესო მტვერსასრუტები აკვაფილტრით"

პოპულარული მოდელები