საუკეთესო ტოსტერები სენდვიჩის მოსამზადებლად

ჩვენი დღევანდელი ბლოგი, რომელიც შეეხება საუკეთესო ტოსტერების მიმოხილვას,  დაგეხმარებათ გემრიელი და სწრაფი საუზმის მომზადებაში.

რომელი ტოსტერის ყიდვაჯობს?

ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ტექნიკურ მახასიათებლებს.

ტოსტერის სიმძლავრე შეიძლება მერყეობდეს 650-დან 1800 ვატამდე. მოწყობილობის გათბობის სიჩქარე და მომზადების დრო დამოკიდებულია პირდაპირ მასზე. მაღალი ხარისხის სენდვიჩის ტოსტერები უკეთესად და უფრო სწრაფად აკეთებენ ყველაფერს, მაგრამ ამავე დროს, მოიხმარენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას და გაცილებით ძვირიც ღირს.

სენდვიჩის აპარატების  შიდა სივრცეში შეიძლება იყოს 1-დან 7 განყოფილება, მაგრამ ერთი ფართო განყოფილებიანი მოდელები ყველაზე მრავალფეროვანია.

შესაცვლელი პანელების არსებობა აფართოებს აპარატის ფუნქციონირებას და საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ მასში სხვადასხვა კერძი.

Steba SG 40

ეს ტოსტერი ერთდროულად 8 სენდვიჩს აცხობს. სახურავი მჭიდროდ იკეტება, რომლითაც ავტომატურად ხდება საფარზე საკმარისი ზეწოლა.

მოწყობილობას აქვს საკმაოდ მაღალი სიმძლავრე - 1200 ვტ, რომლის კორპუსი დამზადებულია პლასტმასისა და მეტალისგან. მუშაობის დროს არ თბება, რადგან მთლიანად თერმულადაა იზოლირებული.

საუკეთესო ტოსტერები სენდვიჩის მოსამზადებლად

უპირატესობები:

  • მოსახერხებელი საკეტი;
  • ალუმინის ფირფიტა;
  • სენდვიჩი ერთიანად შემწვარი გამოდის;
  • ლამაზი გამარტივებული სხეული;
  • პანელების კარგი სიღრმე.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

Profi Cook PC-ST 1092

900 ვტ-იან სენდვიჩის ტოსტერს ტემპერატურის ავტომატური მართვის ფუნქცია აქვს. მოწყობილობა შეიძლება გამოყენებული იყოს ერთდროულად ორი ნაწილის შესაწვავად. დამატებით უსაფრთხოებას კი უზრუნველყოფს საკეტი სისტემა და სითბოს იზოლირებული სახელურები.

საუკეთესო ტოსტერები სენდვიჩის მოსამზადებლად

კორპუსზე ორი მაჩვენებელია: ელექტროენერგიის მიწოდებისა და გათბობის. სამუშაო ზედაპირს წებოვანი საფარი აქვს, რის გამოც, პანელების შენარჩუნება-მოვლა ადვილია. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისა და პლასტმასისგან.

უპირატესობები:

  • ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქცია;
  • გადახურებისგან დაცვა;
  • რეზინისებრი მაღალი ფეხები;
  • დიდი ზომის სენდვიჩები - 14.5 სმ;
  • კაბელისთვის განკუთვნილი განყოფილება.

ნაკლოვანებები:

  • გამორთვის ღილაკი არ არსებობს;
  • ნათითურები რჩება ფოლადზე.

ძლიერი და საიმედო ტოსტერი სწრაფად თბება და სენდვიჩებსაც რამდენიმე წუთში ამზადებს.

Philips HD2392

საკმაოდ მძლავრი (820 ვტ) მაღალი ტემპერატურის მქონე სენდვიჩის აპარატი. ოპერაციული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია მყარი სახელურით, სტაბილური რეზინის ფეხებითა და დენის ჩამრთველით.

საუკეთესო ტოსტერები სენდვიჩის მოსამზადებლად

დახურებისას საფარი ავტომატურად იბლოკება. არაწებოვანი პანელი კი ადვილად იწმინდება, სწრაფად თბება და ქმნის უგემრიელეს ხრაშუნა ქერქს. შენახვის დროს, დენის კაბელის შენახვა შესაძლებელია სპეციალურ განყოფილებაში.

უპირატესობები:

  • სწრაფი გახურება;
  • სრულყოფილად შემწვარი ქერქი;
  • ფირფიტები თავად ჭრის პურს სამკუთხედებად;
  • ვერტიკალური შენახვის შესაძლებლობა;
  • უსაფრთხო და მოსახერხებელი საკეტი.

მძლავრი და საიმედო  Philips ტოსტერი საუზმეზე დიდხანს არ გალოდინებთ, რადგან სენდვიჩებს რამდენიმე წუთში აცხრობს.

Russell Hobbs 24520-56

700 ვატიანი სენდვიჩის ტოსტერი აღჭურვილია ჩართვის ინდიკატორებით, რომელიც დაუყოვნებლივ მზადაა მუშაობისთვის. არაწებოვანი პანელი იტევს ორ სტანდარტულ, კვადრატული ფორმის პურის ნაჭერს.

უპირატესობები:

  • იტევს საკმაოდ სქელ სენდვიჩს;
  • სითბოს მდგრადი სახელური საკეტით;
  • ვერტიკალურად შენახვის შესაძლებლობა;
  • დენის კაბელის შენახვა შესაძლებელია კორპუსშივე;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

ნაკლოვანებები:

  • სხეული მთლიანად პლასტმასისაა.

პოპულარული მოდელები

სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1093
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1093
Regular price 95.00 ლარი 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1094
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1094
Regular price 109.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1144
სენდვიჩის აპარატი FRANKO FSM-1144
Regular price 169.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სენდვიჩის აპარატი Arzum AR2052-DM
სენდვიჩის აპარატი Arzum AR2052-DM
Regular price 135 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი