საუკეთესო სათამაშო კონსოლები
თუ რამდენიმე წლის წინ სათამაშო კონსოლები მხოლოდ მარტივი გასართობი საშუალება იყო და დასასვენებელი დროის საინტერესოდ გატარებას გპირდებოდათ, დღეს უკვე თანამედროვე ტიპის კონსოლები გთავაზობთ სრულ „ჩაძირვას“ ალტერნატიულ რეალობაში.
განსაცვიფრებელი გრაფიკა და თანამედროვე აპარატურა ხელს უწყობს ეკრანის მეორე მხარეს მომხდარი ეფექტის გამძაფრებას. ჩვენ გთავაზობთ გაეცნოთ 2019 წლის საუკეთესო სათამაშო კონსოლების რეიტინგს, რომლებიც აღჭურვილია საუკეთესო ფუნქციებით, მახასიათებლებით და პარამეტრებით.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს სტაციონარული და პორტატული მოდელები, თუმცა თავის მხრივ, კონსოლები ყველა მოთამაშისთვის სასურველი ვარიანტია, რომლებიც უკავშირდებიან ტელევიზორს, უზრუნველყოფენ ერთდროულად რამდენიმე მოთამაშის ჩართულობას და საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ კონკრეტული თამაშებით.
PlayStation 4 Pro
ფასისა და ხარისხის თანაფარდობის თვალსაზრისით, PlayStation 4 PRO საუკეთესო სათამაშო კონსოლია, თუმცა არა იმდენად მისი შესაძლებლობებით, არამედ კონკურენტების სიმცირის გამო.

PS4 PRO -ის საშუალებით ყველა მომხმარებელს შეუძლია მიიღოს უნივერსალური კონსოლი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი თანამედროვე თამაშების ჩართვას ტელევიზორში (სხვათა შორის, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი წინა ბლოგი, რომელშიც თავი მოვუყარეთ თამაშებისთვის განკუთვნილ ტელევიზორებს).
უარყოფითში შეიძლება მოვისაზროთ ის, რომ თანამედროვე თამაშების საშუალო ღირებულება DLC-ის გარეშე საკმაოდ მაღალია, მაგრამ ეს არ ეხება ყველა კონსოლს.
დადებითი მხარეები:
- ფასისა და ხარისხის თანაფარდობა;
- 4K ფუნქცია;
- 3D რეჟიმის მხარდაჭერა;
- 1000 გბ მყარი დისკი.
Xbox One X
Microsoft-მა გამოაქვეყნა თავისი რევოლუციური Xbox One X, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი სათამაშო კონსოლია. მოდელს აქვს უფრო კომპაქტური ზომები, ვიდრე მის მთავარ კონკურენტს.
Xbox One X-ის მთავარი უპირატესობაა 4K მხარდაჭერა და მეტად მძლავრი აპარატურა. ელეგანტური დიზაინი, კარგი მახასიათებლები და კომპლექტაცია სრულად შეესაბამება ფასს. უფრო მეტიც, ნებისმიერი თამაში, რომელსაც იყიდით კონსოლისთვის, შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ კომპიუტერზე ან ლეპტოპზე სათამაშოდ.

დადებითი მხარეები:
- ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოდელი;
- 4K მხარდაჭერა;
- 3D მხარდაჭერა;
- კარგი თამაშების ჩამონათვალი.
მინუსები:
- ნაკლები ექსკლუზიურობა.
PlayStation 4 Slim
PlayStation 4 Slim სინამდვილეში Sony-ს მეოთხე თაობის კონსოლის კომპაქტური ვერსიაა, ოღონდ განახლებული დიზაინითა და უფრო მცირე კორპუსით. მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა. ამიტომ, როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, მწარმოებელმა გადაწყვიტა ძველი Playstation 4 უფრო თანამედროვე გარსით წარმოედგინა.

კომპლექტში შედის იგივე ფირმის გეიმპადი - Sony DualShock 4. გარდა ამისა, ცალკეც იყიდება რამდენიმე სხვადასხვა კომპლექტაციის, რომელიც თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე შეგიძლიათ აარჩიოთ.
დადებითი მხარეები:
- ხელმისაწვდომი ფასი;
- კარგი გრაფიკა;
- მსუბუქი და კომპაქტური;
- ხშირი განახლებები.
მინუსები:
- pro და One X-ზე უფრო სუსტი.
რჩევები, თუ როგორ ვიყიდოთ სათამაშო კონსოლი, იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







