საუკეთესო სალესი მანქანები

ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში მუდმივად ვიყენებთ სხვადასხვა სარემონტო იარაღებს. დანიდან დაწყებული ფრეზით დასრულებული,  ყველას სიამოვნებს ასეთ იარაღებთან მუშაობა, ოღონდ იმ შემთხვევაში თუკი მათი კიდეები სწორი და მკვეთრია. ამიტომ, დღეს წარმოგიდგენთ  საუკეთესო სალესი მანქანების რეიტინგს, ხოლო არსებული მასალა დაგეხმარებათ სხვადასხვა საჭიროებისთვის განკუთვნილი ელექტრო ინსტრუმენტის  შერჩევაში.

ყიდვამდე, პირველ რიგში, აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სალესი დანადგარი, რისთვისაც ყველაზე უკეთ დაგვეხმარება კონკრეტული მოდელების საფუძველზე მახასიათებლების მიმოხილვა.

საუკეთესო სალესი მანქანები

ELITECH ST 600С

ლითონის კორპუსის მქონე კარგად აწყობილი სალესი მანქანა. აქვს  600 ვტ სიმძლავრე, რომელიც ადვილად უმკლავდება ნებისმიერ დავალებას. მოწყობილობის საერთო ლილვზე გადის ძრავა, რომლის კიდეების გასწვრივ დამონტაჟებულია ორი წრე: მარცხნივ მცირე ზომის დისკით და მარჯვნივ - დიდით. ორივე რგოლის დიამეტრია 200 მმ, ხოლო სიგანე 2.5 სმ. აბრაზიული ელემენტები ჩასმულია მყარ გარსაცმში.

მწარმოებელს არ დავიწყებია მოსახერხებელი განათების შესახებ, რომლის გადაადგილებაც ნებისმიერ წერტილზე მარტივი შესაძლებელია. ჩამრთველი ღილაკი რეზინისაა. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს მარტივი, მაგრამ სქელი ფირფიტები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე დატვირთსაც გაუძლონ.  მომხმარებელთა მიმოხილვების თანახმად ირკვევა,  რომ ძლიერი სალესი აპარატი  მყარად დგას მაგიდაზე, რის გამოც მისი გამოყენება საკმაოდ კომფორტულია.

საუკეთესო სალესი მანქანები

უპირატესობები:

  • გამადიდებელი სათვალე;
  • კარგი აღჭურვილობა;
  • მძიმე (12 კგ) და კარგად გაწონასწორებული.

უარყოფითი:

  • ინსტრუქციებში ძალიან მცირე ინფორმაციაა დანადგარის აწყობის შესახებ;
  • სათავსო, რომელიც ნაწილების გაგრილებაზეა პასუხისმგებელი ძალიან მცირე ზომისაა;
  • პატარა ქვების განთავსება შეუძლებელია;
  • ძრავა თბება ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ.

ზოგადად, მოწყობილობის შეძენის დროს, ერთ-ერთი რასაც ყურადღება ექცევა და ჩვენც მუდმივად ვაკეთებთ ამაზე ხაზგასმას - სიმძლავრეა, რადგან ეს ინდიკატორი განსაზღვრავს ძრავის შესაძლებლობას და იმას, თუ რამდენად გაუძლებს დატვირთით მუშაობას. საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტებისთვის 150-250 ვატი საკმარისია, ხოლო პროფესიონალური გამოყენებისათვის, დანადგარების სიმძლავრე 600 ვტ-მდე უნდა იყოს. Wert GM 0315

სალესი მანქანა  ორი პატარა დისკით, რომელთა დიამეტრი 150 მმ-ია, ხოლო სიგანეა 16 მმ. ძრავის სიმძლავრე 250 ვტ-ია, მაგრამ სიჩქარე პროფესიონალური აღჭურვილობის დონეზეა, რომელიც შეადგენს 2950 rpm-ს. ჩამრთველის ღილაკი დაცულია წყლის შეღწევისგან.

საუკეთესო სალესი მანქანები

მოწყობილობის ხელმისაწვდომი ფასი გავლენას ახდენს დანადგარის ზომაზე, ამიტომ ეს ელექტრო სალესი ინსტრუმენტი  არ არის შესაფერისი დიდი იარაღებისა და აღჭურვილობის გასასწორებლად.

უპირატესობები:

  • მოიხმარს მცირე ელექტროენერგიას;
  • დამატებით მოყვება ორი ნათურა;
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე - 2950 rpm;
  • ყველაზე დაბალი ღირებულება;
  • წონა 5 კგ - შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ ადგილზე.

უარყოფითი:

  • პლასტმასის კორპუსი;
  • საჭიროა ბაზაზე დაფიქსირება;
  • ცუდი აღჭურვილობა;
  • განკუთვნილია მხოლოდ მცირე წრეებისთვის.

სალეს დანადგარებზე დამატებითი ინფპრმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ: სალესი - საშიშროებები და გაფრთხილება

პოპულარული მოდელები

ბურღის პირების სალესი UCO
ბურღის პირების სალესი UCO
Regular price 40.00 ლარი 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ბარათით შეძენისას! 10:00 - 19:00 მიწოდება 2 საათში. 19:00 საათის შემდეგ მიწოდება მომდევნო სამუშაო დღის პირველ ნახევარში
ელექტრო სალესი ხელსაწყო 150W INGCO BG61502
ელექტრო სალესი ხელსაწყო 150W INGCO BG61502
Regular price 149.00 ლარი 129 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ლენტური სახეხი და საპრიალებელი დაზგა XCORT XST01-125-25
ლენტური სახეხი და საპრიალებელი დაზგა XCORT XST01-125-25
Regular price 359 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სალესი ხელსაწყო 103 ცალი აქსესუარით 120W Scheppach HG35 (08042941)
სალესი ხელსაწყო 103 ცალი აქსესუარით 120W Scheppach HG35 (08042941)
Regular price 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი