საუკეთესო საბავშვო ჭოჭინა

დღეს წარმოგიდგენთ საბავშვო ჭოჭინების რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტს, რომლებიც თქვენს პატარებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

სანამ კონკრეტული მოდელის საბავშვო ჭოჭინების  განხილვაზე გადავალთ, შემოგთავაზებთ მცირე რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა მიაქციოთ მათი შეძენისას ყურადღება.

  1. ბავშვის ასაკი, სიმაღლე და წონა - ჩვეულებრივ, მწარმოებლები ამ პარამეტრებს უთითებენ შეფუთვაზე ან ინსტრუქციაში. შეძენამდე კი აუცილებლად წაიკითხეთ ეს ინფორმაცია.
  2. უსაფრთხოება და გამძლეობა - ყიდვამდე შეამოწმეთ, რომ ბორბლებს ჰქონდეთ ერთმანეთთან კარგი კავშირი. სასურველია იყოს მეტალის მასალის, რადგამ პლასტმასის ნაწილები ცოტა უხეშია.
  3. ზომა - პატარა ოთახებისთვის უმჯობესია შეარჩიოთ დასაკეცი მოდელები, რომელთა შენახვა ნებისმიერ სათავსოში მარტივია. ასევე ყურადღება მიაქციეთ ჭოჭინასა და კარების ზომებს, რათა ბავშვმა თავისუფლად შეძლოს მათ შორის გავლა.
  4. აირჩიეთ მართკუთხა ფორმის ჭოჭინა - ითვლება, რომ ეს უფრო მდგრადია, ვიდრე მრგვალი ჭოჭინები.
  5. მანევრირება - რაც უფრო მეტი ბორბლები აქვს ჭოჭინას - მით უკეთესი. თითოეულ მათგანს კი უნდა ჰქონდეს ფიქსატორი, რათა მარტივი იყოს მისი ტრანსფორმირება როგორც სათამაშო მოწყობილობად.
  6. სავარძელი - რეკომენდირებულია ფართო სავარძელი, რომლის რეგულირებაც შესაძლებელია. შეარჩიეთ ისეთი ქსოვილის, რომლის გაწმენდაც მარტივი იქნება.
  7. უსაფრთხოების ღვედები - უზრუნველყოფენ ბავშვის ფიქსაციის საიმედოობას.

Chicco walky talky

რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს Chicco  ჭოჭინა, რომელსაც ფუძესთან ოვალური ჩარჩო აქვს. მართვის დროს უზრუნველყოფილია მაქსიმალური სტაბილურობა, ხოლო სპეციალური საკეტების არსებობა უზრუნველყოფენ უსაფრთხოების მაღალ დონეს. სავარძელი ფართოა, რომელსაც რბილი საფარი აქვს და  მისი გაწმენდაც ძალიან მარტივია.

ჭოჭინა chicco_walky_talky

წინ არის მაგიდის ზედაპირი, რომელიც გამოიყენება როგორც სათამაშო პანელი, ხოლო  სავარძლის უკანა მხარეს შესაძლებელია მფლობელის სახელის დაწერა.

უპირატესობები:

  • მაქსიმალური დატვირთვა - 30 კილოგრამამდე;
  • სავარძლის სიმაღლის რეგულირება 3 პოზიციაზე;
  • ხმოვანი და სათამაშო ეფექტები.

Happy Baby Smiley V2

შემდეგი ეს არის რვა ბორბლიანი ჭოჭინა,  რომელსაც საუკეთესო მანევრირება აქვს. დამზადებულია სილიკონისგან, რაც ნიშნავს, რომ არ კაწრავს იატაკის საფარს. ჩარჩო ოვალურია, რის გამოც გარანტირებულია პროდუქტის სტაბილურობა. ჭოჭინას სათამაშო ზოლი დაეხმარება თქვენს პატარებს სმენის, მხედველობის, მოტორიკისა და სხვადასხვა რეფლექსის განვითარებაში.

ჭოჭინა happy_baby_smiley_v2

უპირატესობები:

  • მაქსიმალური დატვირთვა - 12 კილოგრამამდე;
  • სავარძლის სიმაღლის რეგულირება 3 პოზიციაზე;
  • უკან აქვს მოძრავი სახელური;
  • სათამაშო პანელი მოსახსნელია;
  • არსებობს ხმოვანი და სათამაშო ეფექტები.

Baby Care Blues

ამ ტიპის საბავშვო ჭოჭინა ადვილად გარდაიქმნება საქანელად, ხოლო ბავშვის ფეხქვეშ განთავსებულია ბატუტ-ხალიჩა, რომლის მოხსნაც შესაძლებელია. სავარძლის ადგილი ფართო და  რბილია, რომელშიც პატარა  კომფორტულად გრძნობს თავს.  სათამაშო პანელის მოსხნა შესაძლებელია, რათა გადაკეთდეს, როგორც მაგიდა.

ჭოჭინა jetem_grace

უპირატესობები:

  • მაქსიმალური დატვირთვა - 12 კილოგრამამდე;
  • სილიკონის 6 ბორბალი;
  • სავარძლის სიმაღლის რეგულირება 3 პოზიციაზე;
  • მოსახსნელი ქსოვილები.

პოპულარული მოდელები