საუკეთესო პროფესიონალური ყავის აპარატები
პროფესიონალური ყავის აპარატები ეს არის მაღალხარისხიანი დანადგარები, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად გაუმასპინძლდნენ მომხმარებელთა ძალიან დიდ ნაკადს.
პროფესიონალური ტიპის ყავის აპარატები ძირითადად გამოიყენება ყავის სრული ციკლით მოსამზადებლად, რომლებიც შექმნილია სპეციალურად სასტუმროებისა და რესტორნებისთვის.
დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროფესიონალურ ყავის აპარატებს, რომლებიც შერჩეულია ფასის, შესრულების, ფუნქციურობისა და ხარისხის მიხედვით.
ყავის დანადგარები, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად და დიდი რაოდენობით სასმელები მოამზადონ, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ პროფესიონალური მოდელებია. ძალიან მნიშვნელოვანია, სიჩქარის გამო სასმელმა არ დაკარგოს ხარისხი და ის არომატული გემო, რომლისთვისაც ყიდულობენ სწორედ ამ დანადგარებს.
მოკლედ, ამით შეიძლება განასხვავოთ პროფესიონალური და ოფისის ყავის აპარატები, რომლებიც, მართალია, უფრო ნაყოფიერია, ვიდრე საშინაო მოდელები, მაგრამ ვერ შეძლებენ დააკმაყოფილონ დიდი დაწესებულების საჭიროებები.
კიდევ ერთი დამახასიათებელი განსხვავება (ვგულისხმობთ პროდუქტიულობას) პროფესიონალურ ყავის აპარატებს შორის არის ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა სასმელის მომზადების უნარი. ეს გულისხმობს ჭიქების რამდენიმე ადგილზე განთავსების შესაძლებლობას.
საუბარი დიდხანს რომ არ გაგვიგრძელდეს, უმჯობესია კონკრეტული მოდელების განხილვაზე გადავიდეთ და შევაფასოთ მათი მახასიათებლები:
Philips EP3243 Series 3200 LatteGo
შედარებით იაფიანი ყავის აპარატი, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალური მახასიათებლებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყავის აპარატი Philips- ისგან, რომელიც უმაღლესი ხარისხის დაცვით წარმოებულია რუმინეთში.
უნდა აღვნიშნოთ, რომ აპარატი სრულად ავტომატურია, რომელიც ამზადებს სასმელებს როგორც დაფქვილი ყავისგან, ისე - მარცვლეულისგან. ამავე დროს, არსებობს დაახლოებით 12 გრადუსიანი დაფქვა, ხოლო კონტეინერი გათვლილია 275 გრ მარცვალზე.
მართვისთვის გათვალისწინებულია სენსორული კონტროლი და განათებული LCD ეკრანი. მოწყობილობის სიმძლავრეა 1500 ვტ, ხოლო წყლის ავზის მოცულობა 1.8 ლიტრია. რძისთვის განკუთვნილია 0.26 ლიტრიანი მოცულობის კონტეინერი.
სამწუხაროდ, აღნიშნულ მოდელში არ არის ჩამონტაჟებულია წყლის დონის მაჩვენებელი, რაც გამოყენებისას მოუხერხებელია. მაქსიმალური წნევა 15 ბარამდეა, მაგრამ მანომეტრი არ აქვს.
უპირატესობები:
- ხარისხი და მოხერხებულობა;
- ნედლეული - მარცვლეული ან დაფქვილი ყავა;
- დაფქვის რეგულირება 12 გრადუსზე;
- კომპლექტში შედის AquaClean ფილტრი;
- გამოსაყენებლად ძალიან მოსახერხებელია და სწრაფად იწმინდება.
ნაკლოვანებები:
- წყლის დონის მაჩვენებელი არ არის გათვალისწინებული.
Saeco SM5573 PicoBaristo Deluxe
აუცილებლად უნდა გაგაცნოთ კიდევ ერთ დახვეწილი დიზანის იტალიური ყავის აპარატი. ეს არის შედარებით საწყისი დონის მოდელი, მაგრამ მაინც პროფესიონალური.
მოდელი შეიძლება შეფასდეს როგორც, ყავის აპარატი ოფისისთვის: მოწინავე ფუნქციონირება, კარგი რესურსი, შესანიშნავი პარამეტრები, რეცეპტების სიმრავლე - ეს ყველაფერი საშუალებას გაძლევთ წარმატებით გამოიყენოთ მანქანა თუნდაც დაწესებულებებში.
მანქანა სრულად ავტომატურია, რომელიც იღებს როგორც დაფქვილ, ასევე - მარცვლეულ ყავას. გათვალისწინებულია ელექტრონული კონტროლი, მაგრამ უშუალოდ ეკრანი პატარაა. ამის მიუხედავად, იგი ფერადი და საკმაოდ ინფორმაციულია ამიტომ, დისკომფორტს არ შეგიქმნით. მაქსიმალური წნევა 15 ბარია.
უპირატესობები:
- სრულად პროფესიონალური ყავის აპარატი;
- მაღალხარისხიანი მასალები;
- საიმედოობა და გამძლეობა;
- მარტივი კონტროლი;
- დაფქვა 12 გრადუსზე;
- ტემპერატურისა და სიძლიერის რეგულირება;
- AquaClean ფილტრების არსებობა.
მინუსები:
- სამწუხაროდ, არ არის გათვალისწინებული ნარჩენების კონტეინერის შევსების მაჩვენებელი, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოქმნის;
- აპარატის გაწმენდა მარტივი არ არის.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს ესპრესოს ყავის აპარატებზე.
პოპულარული მოდელები