საუკეთესო ლობზიკების რეიტინგი
ლობზიკები შესანიშნავი ასისტენტია მრავალფეროვანი სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, რომელიც საშუალებას გაძლევთ მნიშვნელოვნად გაზარდოთ შრომითი პროდუქტიულობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
მცირე წონისა და კომპაქტური ზომების გამო, ლობზიკები ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ ხვეული ჭრისთვის, არამედ - სწორი ჭრისთვის.
იმისათვის, რომ საიმედო ხის დანადგარები შეიძინოთ, ჩვენ შევისწავლეთ ლობზიკის სხვადასხვა ტიპი, რაც ვფიქრობთ, დაგეხმარებათ თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე სწორი მოწყობილობის შერჩევაში.
Bosch PST 900 PEL
ლობზიკი Bosch შესანიშნავი ვარიანტია სახლის პირობებში გამოყენებისთვის. ხელსაწყოს ოპტიმალური სიმძლავრე (620 W) საშუალებას გაძლევთ დაჭრათ სხვადასხვა მასალა როგორც გრძივად, ისე - ფიგურულად. ლობზიკი ჭრის როგორიც ხეს, ასევე პლასტმასს, ლითონს, კერამიკულ ფილებსა და რეზინას. დასაშვებია შემდეგი სისქის მასალების ჭრა: ფოლადი - 8 მმ; ხე - 90 მმ; ალუმინის - 15 მმ.
ლობზიკის დიზაინი საშუალებას გაძლევთ გაჭრათ მასალები 45 გრადუსიანი კუთხით. უშეცდომო ჭრისთვის კი არსებობს Cut Control სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ზუსტად მარკირების ხაზის გასწვრივ გაჭრათ დაფები.
ინსტრუმენტის ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაადგარი აღჭურვილია ყველა იმ დადებითი ფუნქციით, რაც საჭიროა სახლის პირობებში ხელოსნების კომფორტული მუშაობისთვის.
დადებითი:
- ჭრის სიჩქარის მარეგულირებლის არსებობა;
- მუშაობის დროს არ აქვს ვიბრაცია;
- აქვს ჭრის ადგილის განათების შესაძლებლობა, რომელიც ძალიან სასარგებლო ფუნქციაა იმ დროს, როდესაც არასაკმარისი ბუნებრივი სინათლეა.
უარყოფითი მხარეები:
- ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ნახერხის შეგროვების მიზნით, მტვერსასრუტის შეერთებისას მუშაობის პროცესში წარმოიქმნება გარკვეული დისკომფორტი, რაც საბოლოოდ ხელს უშლის ხელოსანს;
- სიჩქარის კონტროლი განთავსებულია დაწყების ღილაკზე ამიტომ, ამ მხრივადაც ცოტა მოუხერხებელია მისი გამოყენება.
Makita 4329 K
Makita ბეწვა ხერხი შესანიშნავია ნებისმიერი ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ხის (65 მმ-მდე), მეტალის, პლასტმასის გასაჭრელად. ეს ელექტრო ინსტრუმენტი კარგი ასისტენტია სახლის სახელოსნოში დიდი რაოდენობით სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.
დადებითი:
- მშენებლობის მაღალი ხარისხი;
- მისაღები, ხელმისაწვდომი ღირებულება;
- მსუბუქი წონა და კომპაქტური ზომა;
- ქეისი ხელსაწყოსა და დამატებითი აქსესუარების შესანახად;
- ჭრის შესანიშნავი სიზუსტე, რომლის დროსაც ხერხი მუშაობის დროს გვერდით არ გადადის;
- დაბალი ხმაურის დონე;
- ხანგრძლივი გამოყენებისას ხის ელექტრო დანადგარი არ თბება;
- სიჩქარის კონტროლის არსებობა;
- ნახერხის მტვერსასრუტთან შეერთების შესაძლებლობა.
მინუსები:
- არ არსებობს არანაირი სისტემა ჭრის ინსტრუმენტების სწრაფი შეცვლისთვის;
- ძირისთვის სპეციალური ბალიშების შეძენის აუცილებლობა, რადგან მოწყობილობას შეუძლია კვალი დატოვოს მოჭრილ მასალაზე.
AEG PST 500 X 428260
დადებითი:
- ნებისმიერი მასალის ზუსტი ჭრა;
- კომფორტული ერგონომიული სახელური და კომპაქტური ზომები;
- სამუშაო ადგილის ნათელი განათება;
- ჭრის დანის შემცვლელი მექანიზმი საშუალებას გაძლევთ სწრაფად შეცვალოთ დანები.
მინუსები:
- მოუხერხებელი დაწყების ღილაკი, რომელიც განთავსებულია ინსტრუმენტის თავზე;
- ჩართვა-გამორთვის ღილაკი უხარისხოა;
- არასაკმარისი სიმძლავრე (440 W) ვერ უმკლავდება სქელ მასალებთან მუშაობას;
- ჭრის ხაზის კონტროლის არარსებობა, რაც ართულებს მრუდი ნაწილების მოჭრას;
- ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, მოწყობილობა თბება, რაც გამოწვეულია ცუდი გაგრილების სისტემით;
- სიჩქარის მარეგულირებლის ნაკლებობა.
პოპულარული მოდელები