საუკეთესო ლობზიკები სახლის პირობებში გამოყენებისთვის

ბლოგში განხილული იქნება, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ კარგი ლობზიკი და რომელია  მათ შორის საუკეთესო.

თავდაპირველად, თქვენ უნდა განსაზღვროთ კონკრეტულად რა მიზნით გჭირდებათ ელექტრო ხელსაწყო.  მხოლოდ ლამინატის მოჭრისთვის თუ უფრო მასშტაბური სამუშაოების ჩატარებისთვის, მაგალითად, ავეჯის დასამზადებლად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ რამდენად ხშირად აპირებთ ინსტრუმენტის გამოყენებას - დროდადრო თუ ყოველდღიურად,  მძიმე დატვირთვით? კონკრეტული მიზნის შემდეგ, შეგიძლიათ შეარჩიოთ შესაფერისი ლობზიკი, მასზე სერიოზული თანხის დახარჯვის გარეშე.

ბეწვა ხერხი ის ინსტრუმენტია, რომელიც არასდროს იქნება ზედმეტი საშინაო არსენალში. მისი არჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ არა მხოლოდ კომპანია და ფასი, არამედ სხვა პარამეტრები, რომელზეც დამოკიდებული იქნება შესრულება, ფუნქციონირება და გამოყენებადობა.

საუკეთესო ლობზიკების მწარმოებელი კომპანიები

Bosch - ყველაზე ცნობილი ევროპული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს საყოფაცხოვრებო და პროფესიულ ელექტრო ინსტრუმენტებს. მიუხედავად იმისა, რომ მოდელზე შეიძლება მითითებული იყოს წარმოშობის ქვეყანა რუმინეთი ან ჩინეთი, ბოშის ხარისხი  მაინც გარანტირებულია.

Makita - იაპონური კომპანია იდეალური სიზუსტითა და საიმედოობით. ამ კომპანიის ინსტრუმენტი მიეკუთვნება უმაღლესი კატეგორიის ხარისხს და ფუნქციონირებას.

Hitachi - ამ კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა სამშენებლო ტექნიკის წარმოებაა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ Hitachi ლობზიკი მზადდება სიზუსტისა და ხარისხის ყველა მოთხოვნის შესაბამისად.

Dewalt - ამერიკული ხელსაწყოების ბრენდი, რომელიც გამოირჩევა საიმედოობითა და კარგი შესრულებით. ბაზარზე არსებობს რამდენიმე მოდელი, მათ შორის უსადენო ინსტრუმენტები.

Metabo - ბრენდი, რომელიც აწარმოებს პროფესიონალურ ინსტრუმენტებს მაღალი საიმედოობითა და ძრავის გაზრდილი სიმძლავრით. შემადგენლობა მოიცავს რამდენიმე ტიპის ინსტრუმენტს, დაწყებული ქსელის ინსტრუმენტებიდან, დამთავრებული მრავალფუნქციური ბატარეის მოდელებით.

Makita 4329X1 450W

ძლიერი 450 ვატიანი Makita ლობზიკი მინიმალური ვიბრაციით, რომელსაც აქვს 6 სიჩქარე. შეუძლია გაჭრას რბილი ფოლადი, ასევე ხის, ალუმინის, პლასტმასისა და კერამიკული ფილები.

სიხშირე 3100 rpm-ია, ხოლო სიგრძე 18 mm. ელექტრონიკა პასუხისმგებელია სიჩქარის რეგულირებასა და სტაბილიზაციაზე.

საუკეთესო ლობზიკები სახლის პირობებში გამოყენებისთვის

Makita ლობზიკს ალუმინის ფეხი აქვს, რომელიც 45 გრადუსით იხრება თითოეულ მხარეს. ინსტრუმენტი ადვილად უმკლავდება არა მხოლოდ სწორ, არამედ მრუდე ჭრასაც.

სამი რეჟიმი პასუხისმგებელია მუშაობის მოხერხებულობაზე. უწყვეტი მუშაობისთვის კი საჭიროა სიჩქარის დაბლოკვის ღილაკი. სამუშაო ადგილის სისუფთავის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მტვერსასრუტს.

მახასიათებლები:

  • ერგონომიკა (რეზინის სახელური, წონა 2 კგ-მდე);
  • რეგულირებადი სიჩქარე;
  • შესაფერისია ხვეული ჭრისთვის;
  • ძრავის სიჩქარე კონტროლდება ელექტრონულად.

Bosch PST 700 E 500W

საიმედო და მაღალი ხარისხის  Bosch  ლობზიკი 500 ვტ-იანი ძრავით და მაქსიმალური ჭრის  სიღრმით - 70 მმ (ხე). ბაზის ფირფიტა საიმედოდ არის მიმაგრებული მსუბუქ კორპუსზე, ამიტომ ინსტრუმენტი მარტივია მუშაობისთვის.

სიხშირეს არეგულირებს Bosch Electronic მართვის სისტემა. ბიძგების ღილაკით კი უფრო მოსახერხებელი და კომფორტული იქნება სხვადასხვა მასალასთან მუშაობა. ასევე გათვალისწინებულია დაბალი ვიბრაციის სისტემა.

საუკეთესო ლობზიკები სახლის პირობებში გამოყენებისთვის

სამუშაო ადგილის სისუფთავის შესანარჩუნებლად გათვალისწინებულია ნახერხის შესაფუთი, ასევე შეგიძლიათ მტვერსასრუტის დაკავშირება. ბეწვა ხერხი შესაფერისია საყოფაცხოვრებო დავალებებისთვის, რადგან ადვილია სწორი და მრუდე ნაჭრების გაკეთება.

მახასიათებლები:

  • ვიბრაციისა და ამორტიზაციის სისტემა;
  • წონა 1,7 კგ;
  • კომპლექტში შედის ქეისი.

პოპულარული მოდელები

ბეწვა ხერხი (ლობზიკი) 400W INGCO JS400285
ბეწვა ხერხი (ლობზიკი) 400W INGCO JS400285
Regular price 97 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბეწვა ხერხი WADFOW WJS15571
ბეწვა ხერხი WADFOW WJS15571
Regular price 94 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბეწვა ხერხი(ლობზიკი) Bosch GST 150 BCE
ბეწვა ხერხი(ლობზიკი) Bosch GST 150 BCE
Regular price 859.00 ლარი 774 ლარი / თვეში 42 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბეწვა ხერხი (ლობზიკი) INGCO CJSLI8501
ბეწვა ხერხი (ლობზიკი) INGCO CJSLI8501
Regular price 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი