საუკეთესო გაზქურები ელექტრო ღუმელით

ღუმელები, რომელშიც გაზქურა და  ელექტრო ღუმელი ერთმანეთთან შერწყმულია, კომბინირებულს უწოდებენ. ასეთი გაზქურები  უფრო ფუნქციონალურია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაზის წნევა საკმარისი არ არის ქურებზე ან ღუმელში საკვების მოსამზადებლად.

GEFEST 5102-03

გარეგნულად, ეს გაზქურა არაფრით გამოირჩევა, მაგრამ მისი მოწინავე ფუნქციონირება სრულად ამართლებს მის ღირებულებას. მომხმარებლები ასევე აფასებენ იმ ფაქტს, რომ მოდელი აერთიანებს გაზის ქურებსა და ფართო ელექტრო ღუმელს.

დამატებით ჩამონტაჟებული აქვს გრილის ფუნქცია, რომლითაც შეგიძლიათ სწრაფად მოამზადოთ ნებისმიერი კერძი ხრაშუნა შემწვარი ქერქით. ღუმელის კარი დამზადებულია ორმაგი მინისგან, ამიტომ სითბო დიდი ხნის განმავლობაში რჩება შიგნით.

საუკეთესო გაზქურები ელექტრო ღუმელით

სამუშაო ზედაპირი და ღუმელის შიდა მხარე დაფარულია მინანქრით, რომელიც მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და მექანიკური დაზიანების მიმართ. ზედაპირისა და კედლების გასაწმენდად საკმარისია მხოლოდ ნესტიანი ღრუბლის გამოყენება.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე - 3.25 კვტ;
  • ზომები (W / D / H) - 50x58x85 სმ;
  • ღუმელის მოცულობა - 55 ლიტრზე;
  • მომსახურების საგარანტიო პერიოდი - 2 წელი.

დადებითი:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • მარტივი მექანიკური მართვა;
  • აქვს სამზარეულო ჭურჭლის შესანახი სათავსო უჯრა;
  • გამძლე თუჯის გისოსები;
  • ფართო ღუმელი გრილითა და განათებით.

მინუსები:

  • ტაიმერის მართვის ღილაკები არ არის ძალიან მოსახერხებელი;
  • ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ბრენდის გაზქურები.

Beko FFSS 62010 GW

გაზქურა Beko  აღჭურვილია ელექტრო ღუმელით, რომელსაც კომფორტული მუშაობისთვის  ყველა საჭირო ფუნქცია გააჩნია. ემალირებულ ზედაპირს ოთხი ქურა აქვს, რომელთაგან ერთი განკუთვნილია სწრაფი გათბობისთვის.

მოდელის გამორჩეული თვისება მისი ფართო ღუმელია, რომლის დიდი მოცულობის გამო, შეგიძლიათ გამოაცხოთ მთლიანი  ქათამი,  ხორცის დიდი ნაჭრები ან მოამზადოთ ღვეზელები სამეგობრო შეკრებებისთვის. ქვედა ნაწილში მოცემულია უჯრა, რომელშიც შეგიძლიათ შეინახოთ ქვაბები და ტაფები.

საუკეთესო გაზქურები ელექტრო ღუმელით

დამატებითი ფუნქციები მოიცავს: ღუმელის განათებას, ავტომატურ ელექტრო ანთებას და ჩამონტაჟებულ გრილს.

მახასიათებლები:

  • ზომები (W / D / H) - 60x60x85 სმ;
  • ღუმელის მოცულობა - 71 ლიტრზე;
  • მომსახურების საგარანტიო პერიოდი - 2 წელი.

დადებითი:

  • წარმოების მაღალი ხარისხი;
  • გაფართოებული ფუნქციონირება;
  • აქვს გრილისა და ღუმელის განათება;
  • ჭურჭლისთვის  განკუთვნილი ტევადი უჯრა;
  • მაღალხარისხიანი მინანქრის საფარი.

მინუსები:

  • მაღალი ფასი;
  • დიდი ზომის გამო, ის არ არის შესაფერისი მცირე ზომის სამზარეულოსთვის.

Hansa FCMX68022

გარეგნულად, გაზქურა Hansa  ძალიან ლამაზია, რომელიც ფასთან და ფუნქციებთან ერთად, ნებისმიერი სამზარეულოსთვის შეუცვლელ მოწყობილობად იქცევა. ღუმელიც და ქურებიც აღჭურვილია ავტომატური ელექტრო ანთებით, ხოლო ტემპერატურის დასარეგულირებლად აქვს  მოსახერხებელი მბრუნავი ჩამრთველები.

საუკეთესო გაზქურები ელექტრო ღუმელით

სამუშაო ზედაპირი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან ამიტომ, მისი გაწმენდა ღრუბლით ძალიან მარტივია, მაგრამ ცხიმიანი ლაქების მოსაცილებლად უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმიკატები.

მახასიათებლები:

  • ზომები (W / D / H) - 60x60x85 სმ;
  • ღუმელის მოცულობა - 67 ლიტრზე;
  • მომსახურების საგარანტიო პერიოდი - 1 წელი.

დადებითი:

  • დიდი უჯრა სამზარეულო ჭურჭლის შესანახად;
  • ღუმელი აღჭურვილია გრილითა და განათებით;
  • მაღალი ხარისხის წარმოება;
  • ფოლადისგან დამზადებული ზედაპირი და კორპუსი;
  • მარტივი და მოსახერხებელი მექანიკური მართვა.

მინუსები:

  • ჭუჭყი ძალიან შესამჩნევია ბნელ ზედაპირზე;
  • არ არის შესაფერისი პატარა სამზარეულოებისთვის.

კომპაქტური ორქურიანი გაზქურების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

გაზქურა Oz OSMALL50X50B4G
გაზქურა Oz OSMALL50X50B4G
Regular price 519 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
Regular price 1,299.00 ლარი 1,119 ლარი / თვეში 60 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 4 წელი
გაზქურა Oz OM 6040 IX
გაზქურა Oz OM 6040 IX
Regular price 799.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OG 5040 W
გაზქურა Oz OG 5040 W
Regular price 519 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი