საუკეთესო დაბალ ბიუჯეტური აეროგრილები

ბოლო წლების განმავლობაში, სამზარეულო ტექნიკა იმდენად განვითარდა, რომ, ფაქტობრივად, დიასახლისების ასისტენტებიც კი გახდნენ. გასაკვირი არც ისაა, რომ თანამედროვე მოწყობილობები მნიშვნელოვნად ზოგავენ დროს და ამარტივებენ საკვების მომზადების პროცესსაც.

აეროგრილიც ზუსტად ამ კატეგორიის სამზარეულო ტექნიკაში შედის, რომელიც თანდათან იძენს პოპულარობას. ბევრი დღემდე ეჭვის თვალით უყურებს მის შესაძლებლობებს, მაგრამ „ისურვეს“ ბლოგებში არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ მუშაობს აეროგრილი და როგორ შეუძლია შეცვალოს დიასახლისების ყოველდღიური რუტინა.

საუკეთესო დაბალ ბიუჯეტური აეროგრილები

ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე წარმოდგენილი გვაქვს ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ფუნქციური შესაძლებლობებითა და მართვის სიმარტივით. ამდენად, თუკი აეროგრილის ყიდვას ფიქრობთ, შეგიძლიათ თამამად მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, ხოლო შედეგს პირველივე მომზადებისას იხილავთ.

მაღალი ხარისხის მრავალფუნქციური აეროგრილები ძვირი არ ღირს, ხოლო თუ მოწყობილობის ხშირად გამოყენებას არ აპირებთ, საკმარისია ბიუჯეტური მოდელის ყიდვა.

დღევანდელ ბლოგში მიმოვიხილავთ Kitfort -ს და შევეცდებით, უკეთ დაგანახოთ აეროგრილების მუშაობის პრინციპი. ასევე ის მახასიათებლები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

Kitfort KT-2209

იაფიანი აეროგრილი Kitfort-სგან, რომელშიც გაერთიანებულია გაზრდილი ენერგია, თანამედროვე ფუნქციები და ხელმისაწვდომი ფასი.

მიუხედავად იმისა, რომ თასის მოცულობა 3 ლიტრზე მეტია, თქვენი საყვარელი კერძების მომზადებას დიდი დრო არ დასჭირდება, რადგან მოწყობილობის სიმძლავრე 2000 ვტ-ზე მეტია.

საუკეთესო დაბალ ბიუჯეტური აეროგრილები

გათბობის ელემენტი გამოირჩევა საიმედოობითა და გრძელვადიანი მუშაობით, ამიტომ აეროგრილის ქვაბი დიდ ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ.

ზოგიერთ მომხმარებელს არ მოსწონს, მოწყობილობის წონა, რომელიც 6 კგ-ს აღემატება, თუმცა ზომების მიხედვით, ეს მოდელი საკმაოდ კომპაქტურია და თავისუფლად თავსდება ნებისმიერ, თუნდაც მცირე ზომის სამზარეულოში.

მახასიათებლები:

  • წონა 6.8 კგ;
  • სიმძლავრე 2050 W;
  • თასის მოცულობა 3.2 ლ.

დადებითი:

  • მარტივი მართვა და მოქმედება;
  • შეგიძლიათ შეინახოთ მომზადების დროისა და ტემპერატურის პარამეტრები;
  • ადვილად იშლება და ირეცხება წყლის ქვეშ;
  • ლამაზი, თანამედროვე დიზაინი;
  • გამძლე გათბობის ელემენტი.

მინუსები:

  • პრიალა სხეული ადვილად ბინძურდება.

Kitfort KT-2212

Kitfort -ის კიდევ ერთი ელეგანტური და ფუნქციონალური აეროგრილი, რომელსაც მაღალხარისხიანი ნახშირბადის გამათბობელი ელემენტი აქვს. ეს ელემენტი თანაბრად ათბობს შიდა სივრცეს და უზრუნველყოფს ბოსტნეულის, თევზის, ხორცისა და ზღვის პროდუქტების სწრაფ მომზადებას.

კომპლექტში შედის მოსახერხებელი საცხობი უჯრა, რომელზეც შეგიძლიათ დააწყოთ ნებისმიერი საკვები.

საუკეთესო დაბალ ბიუჯეტური აეროგრილები

მოწყობილობის სიმძლავრე საშუალოა (1800 W), მაგრამ საკმარისია არომატული კერძების სწრაფი მომზადებისთვის.

მართვა ელექტრონულად ხდება. ამიტომ, მომხმარებელმა მხოლოდ უნდა ჩატვირთოს პროდუქტები კამერაში და დააჭიროს რამდენიმე ღილაკს. საერთო ჯამში, მოწყობილობა გთავაზობთ 12 ავტომატურ პროგრამას, ასე რომ ახალბედა მზარეულსაც შეუძლია უგემრიელესი კერძების მომზადება.

მახასიათებლები:

  • წონა 7.8 კგ;
  • ავტომატური პროგრამების რაოდენობა - 12;
  • თასის მოცულობა 3.5 ლ.

დადებითი:

  • კარგად გააზრებული ფუნქციონირება და ავტომატური პროგრამების მდიდარი არჩევანი;
  • ორიგინალური და თანამედროვე დიზაინი;
  • შეგიძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვროთ ტემპერატურა და მომზადების დრო;
  • მუშაობის დროს არ გამოსცემს ხმაურს.

მინუსები:

  • პირველი გამოყენებისას უსიამოვნო სუნი ჩნდება.

FRANKO; Arshia ;Bosch კენვუდის აეროგრილების სხვადასხვა მოდელები ჩვენს ონლაინ მაღაზიაშიც შეგხვდებათ. მიიღეთ საუკეთესო საგარანტიო პირობები, ხოლო ბარათით ყიდვის შემთხვევაში მიიღებთ ფასდაკლებას, შეძენილ ნივთს კი უფასოდ მოგართმევთ თქვენთვის სასურველ მისამართზე,

პოპულარული მოდელები

აეროგრილი FRANKO FK-1002B
აეროგრილი FRANKO FK-1002B
Regular price 269.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
აეროგრილი FRANKO FK-1003W
აეროგრილი FRANKO FK-1003W
Regular price 249.00 ლარი 209 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
აეროგრილი Kumtel HAF-01
აეროგრილი Kumtel HAF-01
Regular price 295.00 ლარი 159 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
აეროგრილი Weimar WE-5078 (Black)
აეროგრილი Weimar WE-5078 (Black)
Regular price 245.00 ლარი 184 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი