საუკეთესო ბრენდების სარეცხი მანქანები
დღეს უკვე, საუკეთესო სარეცხი მანქანები, რა თქმა უნდა, ავტომატურია. მათი ღირებულება, გამოყენების კომფორტი და ეფექტურობა განისაზღვრება განხორციელებული ფუნქციონირებით.
ჩვენთვის, როგორც მყიდველებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია რეცხვის ხარისხის მაჩვენებელი. თანამედროვე მოდელების უმეტესობისთვის იგი შეესაბამება A მაქსიმალურ კლასს.
უკეთესი ხარისხის რეცხვისთვის, უმარტივეს მანქანებში, მწარმოებლები მიმართავენ სარეცხი ციკლის გახანგრძლივების მეთოდს (პარალელურად, წყლის, ფხვნილის და ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდას).
სარეცხი მანქანების შემქმნელები ალტერნატიულ გზებს ყოველთვის ეძებენ, ისინი თანამედროვე პროდუქტის შესაძლებლობებში მუდმივად ამატებენ ახალ-ახალ რეჟიმებს, რომელთა გამოყენება ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია.
თუ თქვენს მიერ არჩეულ მოდელში, რეცხვისთვის გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიებიდან ერთი მაინცაა, ე.ი. მანქანა გარეცხავს ყველაფერს, არ გაგიფუჭებთ ტანსაცმელს და ამავე დროს, დაზოგავს თქვენს თანხებსაც.
ამ ყველაფრის განხილვა შესაძლებელია კონკრეტული მოდელების მაგალითზე, რომელთა შესახებაც უფრო ვრცლად დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ.
სხვადასხვა ბრენდისა და სერიის სარეცხი მანქანების ძირითადი რეჟიმების რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. კარგია, თუ მწარმოებელმა ძირითად პროგრამებს დაამატა მატყლის, აბრეშუმისა და სხვა დელიკატური ქსოვილების ნაზი რეცხვის საშუალება.
ბავშვებიანმა ოჯახებმა ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ ორთქლით დამუშავების ფუნქციას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ბავშვის ტანსაცმლი შემთხვევაში.
სპორტსმენებისთვის აუცილებელია მოკლე ციკლის მქონე სარეცხი მანქანები (ექსპრესი, ყოველდღიური რეცხვა) - ვარჯიშის შემდეგ არც ისე ბინძური ტანსაცმელების გასავლებად.
Samsung WW8800M
ერთი წლის წინ ეს მოდელი, რომელიც 10 კგ თეთრეულზე იყო გათვლილი, გახდა ბერლინის გამოფენის ჰიტი და დღეს ჩვენს საიტზეც იყიდება. მანქანას აქვს არაჩვეულებრივი ბარაბანი -Q-Drum, რომელშიც კედლები და უკანა მხარე ბრუნავს სხვადასხვა მიმართულებით. ასეთ ავზში ტანსაცმელი უფრო სწრაფად ირეცხება.
უპირატესობები:
- ყველა ციკლის დრო განახევრებულია;
- კერამიკული გათბობის ელემენტი;
- ავტოდისპენსერი, რომელიც განსაზღვრავს ფხვნილისა და კონდიციონერის საჭირო რაოდენობას;
- ორთქლის ჰიგიენური დასუფთავების რეჟიმი;
- შიდა ავზის განათება.
აღნიშნული მოდელის Samsung სარეცხი მანქანა ძალიან მოეწონებათ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივად ეჩქარებათ და დროის დეფიციტი აქვთ. მანქანა ყველაფერს ორჯერ უფრო სწრაფად გარეცხავს, თან ხარისხის დაკარგვისა და თქვენი მეთვალყურეობის გარეშე. თუ რამის ჩაგდება დაგავიწყდათ, ყოველთვის შეგიძლიათ პროცესშივე ჩაამატოთ გასარეცი ტანსაცმელები.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული მოდელის ყიდვა შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე და თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. გარდა ამისა, სამსუნგის სარეცხი მანქანა განვადებითაც შეგიძლიათ შეიძინოთ, რისთვისაც ძალიან მარტივი პროცედურების გავლა მოგიწევთ.
Siemens IQ700 WI14W540
Siemens-ის ახალი პროდუქტი 8 კგ-მდე ტანსაცმელს იტევს და სარეცხი რეჟიმების უმდიდრეს არჩევანს გთავაზობთ. სტანდარტულ პროგრამებს დაემატა ცალკეული რეჟიმები: მუქი ტანსაცმლის, რბილი სამოსისა და წყალგაუმტარი ქურთუკების რეცხვა.
უპირატესობები:
- მშვიდი, თითქმის ჩუმი ოპერაცია;
- პაუზის რეჟიმი დავიწყებული ტანსაცმლის გადატვირთვისთვის;
- ფუნქცია „მარტივი დაუთოება“;
- შიდა დრამის განათება;
- ოზონის გენერატორი.
ნაკლოვანებები:
- არ არსებობს ჯინსის ცალკე პროგრამა;
- მთელი რიგი შეზღუდვები დაჩქარებული რეჟიმებისთვის.
ეს სუპერ მშვიდი სარეცხი მანქანა მათი არჩევანია, ვინც გადასახადების შემცირების მიზეზით, ღამით იწყებს ტექნიკის გამოყენებას. ამასთან, IQ700 მოდელი საკმაოდ ეკონომიური აღმოჩნდა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ იგი ხშირი გარეცხვისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ მრავალშვილიანი ოჯახი გყავთ და სრული დატვირთვით უნდა ამუშაოთ სარეცხი მანქანა.
პოპულარული მოდელები