სასწორი - ანტისტრესი

სასწორს ეძებთ? რისთვის?

თუ თქვენც, ჩემსავით, მცირეწონიანი შვილი შეგეძინათ და ყოველდღე უთვლით ნამატ გრამებს, მაშინ თქვენს სახლშიც ორი სახის სასწორი უნდა იყოს, სულ მინიმუმ.

  1. სამზარეულოს სასწორი, რომლითაც აწონ-დაწონი ბავშვისთვის შესათავაზებელ საკვების ულუფებს, მის მოცულობას

სასწორი - ანტისტრესი

  1. იატაკის სასწორი, მეორენაირად ადამიანის სასწორი, რომლითაც ბავშვის ნამატს გააკონროლებ ხოლმე

სასწორი - ანტისტრესი

ასე ცხოვრება, ნაკლებად სტრესულია, მენდე. ინფორმირებული ხარ, ანუ შეიარაღებული ხარ და კონტროლის მექანიზმიც შენს ხელშია. დროულად ახდენ რეაგირებას, რაც ბევრ პრობლემას თავიდანვე გარიდებს.

გაინტერესებს რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწორის ყიდვისას?

პირველ რიგში, იპოვე სანდო ონლაინ მაღაზია, რომელსაც შეუძლია საფასურის ბარათით გადახდისა და ადგილზე მიტანის სერვისის შეთავაზება. შემდეგ, თვალი გადაავლე მომხმარებლების გამოხმაურებებს და ყველაზე მოთხოვნადი მოდელებიდან, შეარჩიე შენთვის ყველაზე, ყველაზე მხიარული დიზაინის მქონე სასწორი. ეს აუცილებელი პირობაა. არ დაიზარო და დაუთმე დრო სასწორის ფერისა და პრინტის შერჩევას. და, გეტყვი რატომ...

აი, მაგალითად, თუ იატაკის სასწორს შეარჩევთ ისეთი ნახატით, როგორიცაა პატარა ბავშვის ტერფები, სახალისო იქნება და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ ყოველთვის, როდესაც მას თვალს მოკრავთ.

სამზარეულოს სასწორის შერჩევის დროსაც იგივე პრინციპით იხელმღვანელეთ და აქციეთ სასწორი თქვენს ანტისტრესად. მიანიჭეთ მას დამატებითი ფუნქცია, რომ ემსახუროს თქვენთვის დადებითი გაწყობის შექმნას. ეს შეიძლება იყოს საყვარელი ფერის დანახვით გამოწვეული გაუცნობიერებელი დადებითი განწყობა. მაგალითად, ცნობილია, რომ ვარდისფერი სიცოცხლის, ყოველივე ცოცხალის ფერია და სიყვარულისა და სიკეთის აუცილებლობაზე ქვეცნობიერ ზემოქმედებას ახდენს.

ან, შესაძლოა, რამე მადისაღმძვრელ გამოსახულებიანმა სასწორმა აჯობოს ყველას, ამ შემთხვევაში. ხშირად ისეც ხომ ხდება, როცა ბავშვის მშობელი ხარ, რომ  მთელი დღის მანძილზე არაფერი გახსენებს კვებას. სცადეთ, დააკისრეთ სასწორს მადისაღმძვრელი ფუნქცია. წონაში მატების შიში აქ რა მოსატანია. თუ სასწორთან დამეგობრება შეძელით და თქვენს სასიკეთოთდ მომართეთ, სტრესებიც აღარ არის და მაშინ ყველა კმაყოფილია. 

აბა, როგორ სასწორს ეძებთ?

პოპულარული მოდელები

ინდუსტრიული სასწორი 40კგ Bestel
ინდუსტრიული სასწორი 40კგ Bestel
69.00 ლარი 100.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამზარეულოს სასწორი Arnica GH29020
სამზარეულოს სასწორი Arnica GH29020
55.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამზარეულოს სასწორი სენსორული მართვით 5კგ OEM KE-S
სამზარეულოს სასწორი სენსორული მართვით 5კგ OEM KE-S
34.00 ლარი 50.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
იატაკის სასწორი 180კგ OEM 802B
იატაკის სასწორი 180კგ OEM 802B
29.00 ლარი 40.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი