საშრობი აპარატი ვიტამინების მაქსიმალური შენარჩუნებით

ჩირის საშრობი აპარატი განსაკუთრებით საჭიროა ხილ-ბოსტნეულის მოსავლის აღების პერიოდში, მაგრამ მისი გამოყენება  შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. მითუმეტეს, თუ გსურთ გამხმარი პომიდორი ან ბანანი, ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსები, დაშაქრული ხილი, ვეგანური და უმი საკვების დესერტი და სხვა.

რატომ გვჭირდება ცალკე მოწყობილობა ბოსტნეულისა და ხილის გასაშრობად?

საშრობის არჩევის რამდენიმე მიზეზი არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ყველა ღუმელს არ აქვს დაბალი ტემპერატურის რეჟიმები. გასაშრობად, პროდუქტის ტიპის მიხედვით, გამოიყენება 30-დან 70 გრადუსამდე ტემპერატურა.

საშრობი აპარატი ვიტამინების მაქსიმალური შენარჩუნებით

იმ შემთხვევაში, თუკი ღუმელში გადაწყვეტთ ხილის გაშრობას, მაშინ აუცილებლად მოგიწევთ სპეციალური რკინის ფირფიტების ყიდვა. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ყველა ღუმელში არ არის ვენტილაციისა და ტენიანი ჰაერის მოცილების შესაძლებლობა.

ცილინდრის თუ კუბის ფორმის საშრობი?

პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ არის ის, რომ საშრობები სხვადასხვა ფორმისაა. კუბის ფორმის უფრო მოსახერხებელ და პრაქტიკულ  მოდელად ითვლება, ვიდრე - ცილინდრის. გარდა ამისა, მსგავსი  დიზაინი სამზარეულო სივრცის უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ რამდენიმე ბრენდის საშრობის განხილვას, რომელშიც უკეთ მიმოვიხილავთ  ტექნიკურ მახასიათებლებსა და ფუნქციებს.

WMF Kitchenminis 0415250711

უჟანგავი ფოლადის ჩირის აპარატი, რომელსაც ღილაკებიანი მართვის პანელი აქვს, აღჭურვილია სინათლისა და ხმის მითითებით. Kitchenminis აქვს ავტომატური მართვის სისტემა, ტემპერატურის დიაპაზონი კი 30-დან 70 გრადუსამდეა.

კომპლექტში შედის 5 ფირფიტა და სხვადასხვა ფორმა. მოდელის სიმძლავრეა 250 ვტ-ი, რომლის წყალობითაც  ენერგიას ძალიან ეკონომიურად მოიხმარს. მოწყობილობის მუშაობა შესაძლებელია 24 საათამდე დატვირთვით.

Rommelsbacher DA 750

მოდელს აქვს ეფექტური და ჰიგიენური საშრობი სისტემა: ძრავა და ვენტილატორი დამონტაჟებულია ზემოთ, ასე რომ მათზე არ ხვდება წვენი.

აპარატში არსებული ჰაერის ტენიანობის შთანთქმის უნარი იზრდება და თანაბრად ნაწილდება საშრობის საშუალებით. ამის შედეგად, მას ფაქტობროვად გამოაქვს ტენიანობა ოთხივე სართულზე არსებული საკვებიდან.

საშრობი აპარატი ვიტამინების მაქსიმალური შენარჩუნებით

მნიშვნელოვანია, რომ სართულზე არსებული ფირფიტები არ იყოს შერეული და თითოეული მათგანი ცალკე უნდა მოიხსნას. Rommelsbacher  ხილისა და ბოსტნეულის საშრობი აღჭურვილია არა ბადეებით, არამედ დახურული, ადვილად გასაწმენდი ფირფიტებით. შესაძლებელია საშრობის ძალის 3 დონეზე რეგულირება.

Marta MT-1952

ეს არის მრავალფუნქციური, თანამედროვე  საშრობი ელექტრონული მართვითა და ციფრული დისპლეით. იგი შესაფერისია არა მხოლოდ ბოსტნეულისა და ხილის,  არამედ მწვანილისა და სოკოს ტრადიციული გამოშრობისთვის. Marta შესანიშნავად უმკლავდება ხორცსა და თევზსაც.

საშრობი აპარატი ვიტამინების მაქსიმალური შენარჩუნებით

გამჭვირვალე უჯრები კი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ პროდუქტების მზაობის ხარისხი, ხოლო ტემპერატურის დიაპაზონი 40-დან 70 გრადუსამდე მერყეობს. ელექტრონული მართვის წყალობით, შესაძლებელია შეუფერხებლად და ზუსტად შეცვალოთ გაშრობის ტემპერატურა და დრო (48 საათამდე).

პოპულარული მოდელები

ჩირის აპარატი FRANKO FDH-1066
ჩირის აპარატი FRANKO FDH-1066
Regular price 199.00 ლარი 169 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ჩირის აპარატი FRANKO FDH-1065
ჩირის აპარატი FRANKO FDH-1065
Regular price 255.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩირის აპარატი ARDESTO FDB-1138
ჩირის აპარატი ARDESTO FDB-1138
Regular price 449.00 ლარი 309 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბოსტნეულის საშრობი და ჩირის აპარატი UCO
ბოსტნეულის საშრობი და ჩირის აპარატი UCO
Regular price 120.00 ლარი 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი