სარეცხი მანქანის ზომები - რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენამდე?

 სარეცხი მანქანის ყიდვისას არის ხოლმე ისეთი  შემთხვევები, რომ მყიდველი ვერ ითვალისწინებს მის გაბარიტებს, შემდეგ კი ტექნიკა ვერ თავსდება აბაზანაში, სამზარეულოში ან საკუჭნაო ოთახში. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იპოვოთ კომპაქტური მოდელი, რომელშიც ძირითადი აქცენტი ზომებზეც იქნება გაკეთებული.

მიუხედავად იმისა, რომ სარეცხი მანქანების ზომებს გარკვეული სტანდარტები აქვთ, ისინი მაინც საკმაოდ მრავალფეროვანია. უფრო მეტიც, სარეცხი მანქანა არის ის საყოფაცხოვრები მსხვილი ტექნიკა, რომელიც  ზუსტად უნდა შეირჩეს  ზომების და არა მხოლოდ შესრულების თვალსაზრისით.

სარეცხი მანქანის შერჩევა ზომების მიხედვით: კონკრეტული რეკომენდაციები

საყოფაცხოვრებო მოდელების აბსოლუტური უმრავლესობა სტანდარტული ზომისაა. თუ თქვენ საკუთარი სამრეცხაოს გახსნას აპირებთ, მაშინ უფრო დეტალურად გაეცანით დიდ მოწყობილობებს, რომლებიც ბაზარზეცაა წარმოდგენილი. შეგიძლიათ მათში გაცილებით მეტი სარეცხი მოათავსოთ, რომელიც უფრო ეკონომიურია წყლის, ფხვნილისა და ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით.

სარეცხი მანქანის ზომები - რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენამდე?

თუმცა, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო მოწყობილობებზე, რომელთა შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ  ბინაში არსებული თავისუფალი ადგილი.

რაც უფრო დიდია  სარეცხი მანქანისთვის განკუთვნილი ეს სივრცე, მით მეტი თავისუფლებაა ინსტალაციის თვალსაზრისით. ბუნებრივია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოწყობილობის ფუნქციონირებაც. ანუ, საკმარისი რაოდენობის პროგრამებისა და რეჟიმების არსებობა.

სარეცხი მანქანის დამონტაჟება  სასურველია აბაზანაში,  რადგან წყალი და კანალიზაციის მილიც უფრო ახლოსაა. თუმცა, ის თუ სად განათავსებთ მოწყობილობას, ეს მაინც თქვენი პირადი საქმეა.

ის, ვისაც სახლში არასდროს ჰქონია ავტომატური ტიპის სარეცხი მანქანა,  საკმაოდ რთულია გარკვეული დასკვნის გაკეთება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. მითუმეტეს,  როდესაც ბინაში ძალიან ცოტა ადგილია, საბოლოო არჩევანის  მიღება კიდევ უფრო  რთულდება.

აქედან გამომდინარე, გიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას მანქანების შერჩევასთან დაკავშირებით:

რჩევა # 1
დაიწყე მცირედით - გაზომეთ თქვენ  ოთახის სივრცე, რომლისთვისაც საჭიროა მცირე რეზერვის გათვალისწინება - მინიმუმ რამდენიმე სანტიმეტრი;

სარეცხი მანქანის ზომები - რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენამდე?

რჩევა # 2
ამის შემდეგ, გაზომეთ ყველა კარის შესასვლელი (იქნება შესასვლელი  თუ შიდა კარები).

რჩევა # 3
შეამოწმეთ სამზარეულოს ან აბაზანის მილები.   ნახეთ,  ხომ არ გიქმნით პრობლემას, რათა სასურველ ადგილზე დაამონტაჟოთ ტექნიკა.

რჩევა # 4
სარეცხი მანქანები არსებობს ორი სახის, ფრონტალური და ვერტიკალური ჩატვირთვით, განსაზღვრეთ რომელი შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. 

ზოგჯერ ხდება ისეც, რომ მოწყობილობა უკვე შეძენილია,  მაგრამ შეუძლებელია მისი მოთავსება სასურველ ადგილზე.  მაგალითად,  სარეცხი მანქანის სიმაღლე არ იძლევა ნიჟარის ქვეშ მოთავსების საშუალებას, ან არ ჯდება სიგანეში.

ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ შეარჩიოთ ორი გზა:

მოძებნეთ სხვა ადგილი ინსტალაციისთვის. თუ სარეცხი მანქანა აბაზანაში არ ჯდება - შეეცადეთ განათავსოთ იგი სამზარეულოში ან დერეფანში. პირველი ვარიანტი უფრო მოსახერხებელია, რადგან დერეფანში წყალმომარაგებისა და  კანალიზაციის მილების გაყვანა მოგიწევთ.

სარეცხი მანქანის ზომები - რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენამდე?

იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ ისეც ხდება, რომ ბინაში აღარ რჩება  სარეცხი მანქანისთვის განკუთვნილი ადგილი  ან ყველა სხვა ვარიანტი მოუხერხებელი გამოდგა მისი ინსტალაციისთვის. ამ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ერთი ვარიანტია - დაუკავშირდეთ იმ მაღაზიას,  სადაც შეიძინეთ  მოწყობილობა და სთხოვეთ, რომ უფრო კომპაქტური  მოდელით ჩაგინაცვლონ. თუ ამ ხერხმა არ გაჭრა, მოითხოვეთ თანხის უკან დაბრუნება.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი კომპაქტური, ხელმისაწვდომი ღირებულებისა და მრავალფუნქციური მოდელი

Midea WMF-510E

თანამედროვე მახასიათებლების მქონე Midea სარეცხი მანქანა  აღჭურვილია 16 პროგრამით, რომელიც გამორჩეულია სარეცხი ტემპერატურის შერჩევის შესაძლებლობითა და ტრიალის სიჩქარით.

მოდელში გათვალისწინებულია  ბავშვის საკეტი, დრამის ავტომატური დაბალანსება ბრუნვის დაჩქარებამდე და ქაფის დონის კონტროლი. მართვა შესაძლებელია როგორც მბრუნავი ღილაკით, ასევე სენსორული ღილაკებით.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • მაქსიმალური დატვირთვა - 5 კგ;
  • ენერგეტიკული კლასი A +++;
  • დატრიალების სიჩქარე - 1000 rpm;
  • ზომები 60x47x85 სმ

დადებითი მახასიათებლები:

  • მარტივი მართვა;
  • პროგრამების დიდი არჩევანი;
  • სუნის მოხსნის რეჟიმი;
  • წყლისა და ელექტროენერგიის ეკონომიური მოხმარება;
  • სანდო კონსტრუქცია;
  • ლამაზი დიზაინი

პოპულარული მოდელები

სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
Regular price 969.00 ლარი 879 ლარი / თვეში 48 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2S კლასი A+++
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2S კლასი A+++
Regular price 909.00 ლარი 849 ლარი / თვეში 46 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 8კგ Hagen HFW812S
სარეცხი მანქანა 8კგ Hagen HFW812S
Regular price 999.00 ლარი 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 6კგ Vestfrost VW612FT0S კლასი A+++
სარეცხი მანქანა 6კგ Vestfrost VW612FT0S კლასი A+++
Regular price 889.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი