სარეცხი მანქანის ძირითადი პარამეტრები

სარეცხი მანქანა ყველა დიასახლისისთვის საუკეთესო მარჯვენა ხელია, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს მათ ყოველღიურ საქმიანობას.

მას შემდეგ, რაც სარეცხი მანქანები გამოიგონეს, დროთა განმავლობაში განვითარდა მისი ფუნქციური პარამეტრები და დიზაინი. თანამედროვე მოწყობილობები გადაერთო მარტივ ოპერაციებზე, ენერგიის მინიმალურ მოხმარებაზე,  მოცულობის გაზრდასა და ა.შ.

რადგან ტექნიკის ბაზარი მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას გვაძლევს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ორი ტიპის: მექანიკური და ელექრონული ტიპის სარეცხი მანქანები. ორივე შემთხვევაში, პროგრამების რაოდენობა და დამატებითი ფუნქციები დამოკიდებულია  სისტემურ აღჭურვილობაზე.

აღსანიშნავია ისიც რომ ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად აღნიშნული მოწყობილობა ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენს და დღეს თავისუფლად შეგიძლიათ სარეცხი მანქანა იაფად შეიძინოთ, თუმცა იყოთ დარწმუნებული მის ხარისხში.

ასევე მნიშვნელოვანია ის რომ ამ დანადგარის შეძენით თქვენ გრძელვადიან აქტივს იძენთ, იმდენად რომ ავტომობილების მსგავსად მეორადი პროდუქციის ბაზარიც კი არის განვითარებული. თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ გირჩევთ ამ მიმართულაბდე წასვლას სანამ გადაწყვეტთ, თვალი გადაავლოთ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში მეორადი სარეცხი მანქანების ხელმისაწვდომ ალტერნატივებს.

დავიწყოთ იმით, რომ მექანიკურ მოდელებს აქვთ უმარტივეს სქემა, სადაც ჩართვა/გამორთვა  ხდება მბრუნავი ღილაკების გამოყენებით.  მათი დახმარებით, რეცხვის  სხვა პარამეტრების დაყენება და ძრავის გაჩერება შესაძლებელია ნებისმიერ დროს,  თუმცა ძირითადად მაინც ციკლის გასახანგრძლივებლად გამოიყენება.

ელექტრონული კონტროლი, რომელიც ყველა ავტომატურ მოდელშია ჩამონტაჟებული,  გაცილებით მეტ შესაძლებლობებს ქმნის სარეცხი მანქანების მომხმარებლებისთვის. პანელი, ჩვეულებრივ, რეჟიმების შერჩევის ღილაკებით არის წარმოდგენილი, ხოლო ყველაზე მოწინავე მოწყობილობებს  სენსორული ეკრანი აქვთ, საიდანაც შეგიძლიათ არა მხოლოდ სამუშაო პროგრამების გაკონტროლება, არამედ განყოფილების მონიტორინგიც.

სარეცხი მანქანის ძირითადი პარამეტრები

როგორ შევარჩიოთ სარეცხი მანქანა?

რადგან სარეცხი მანქანის შერჩევისას, მნიშვნელოვანია გარკვეული პარამეტრების ცოდნა ამიტომ, რჩევის სახით გიზიარებთ რამოდენიმე მათგანს.

ზომები და მოცულობა - მანქანის შეძენამდე, თქვენ უნდა განსაზღვროთ კონკრეტული ადგილი სადაც აპირებთ მის დამონტაჟებას. ზომების ცოდნა გაგიმარტივებთ ნავიგაციას. მაგრამ არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ აღჭურვილობის ზომები პირდაპირ კავშირშია მის შესაძლებლობებთან.

კომპაქტური ფრონტალური აპარატების მინიმალური დატვირთვის მოცულობა 3 კგ-ია. ასეთი მოდელები ძირითადად პატარა სივრცის აბაზანაში ან სამზარეულოში გამოიყენება. 4-6 კგ-იანი ტევადობა საშუალო მაჩვენებელია. 7 კგ და ზემოთ,  განკუთვნილია მრავალსულიანი ოჯახებისთვის.

სრული ზომის სარეცხ მანქანებს სიმაღლე ჩვეულებრივ  70–90 სმ დიაპაზონში აქვთ, მაგრამ სიგანე და სიღრმე შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელის მიხედვით. წინა დატვირთვის სარეცხი  მანქანებისთვის, 60x60 სმ ითვლება სტანდარტულ ინდიკატორებად.

ვერტიკალური დატვირთვის მქონე მანქანებისთვის ზომები უფრო კომპაქტურია: ისინი ძალიან ვიწროა (40–60 სმ), მაგრამ ამავე დროს, აქვთ შედარებით დიდი სიღრმე 60–65 სმ. საშრობი განყოფილების გარეშე, მათ შეუძლიათ დაიკავონ 40x60 სმ, ხოლო მხარეს დამონტაჟებული ცენტრიფუგა ზრდის მათ სიგანეს 75–90 სმ.

მანქანის დიზაინი - ყიდვის დროს, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია, რადგან ყველა ცდილობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩამონტაჟებას, დამალვას ან საყრდენი ფასადით დახურვას, რათა ოთახის ინტერიერი მნიშვნელოვნად არ შეცვალონ.

სარეცხი მანქანის ძირითადი პარამეტრები

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩაშენებული მოწყობილობების ინსტალაცია უფრო რთულია  და მათი ღირებულებაც, სხვა მოდელებთან შედარებით, მეტად  მაღალია.  თუ თქვენ პატარა სამზარეულო  გაქვთ და  მასში სარეცხი მანქანის განთავსება გსურთ,  უმჯობესია განათავსოთ იგი საერთო რიგში და არა განცალკევებით.

სარეცხი რეჟიმები - სხვადასხვა რეჟიმი შექმნილია ქსოვილის მთლიანობისა და ვიზუალის შესანარჩუნებლად. ასევე დამაბინძურებლების ყველაზე ეფექტურად მოცილების უზრუნველსაყოფად. თანამედროვე მანქანებში  ყველა ძირითადი პროგრამებია წარმოდგენილი და ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქსოვილების მოვლას: ბამბა, ნეილონი, მატყლი და ა.შ.

გარდა ამისა, მოიცავს ძირითად რეჟიმებს:

  • ხელით რეცხვა +30 .. + 40 ° С ;
  • დელიკატური;
  • ექსპრესი;
  • ინტენსიური რეცხვა;
  • Prewash - რთული ლაქების მოსაშორებლად;
  • ეკო - წყლის მოხმარების, ელექტროენერგიისა და სარეცხი საშუალებების ოპტიმიზაცია.

სარეცხი მანქანის ძირითადი პარამეტრები

კლასები - უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ენერგიის კლასს. [ყველა მანქანაზე მარკირების სახით წარმოდგენილია სტიკერი, რომელზეც მითითებულია  მოწყობილობის ძირითად მახასიათებლები]

შედარებით მარტივად რომ განვმარტოთ.

  1. A  კლასი - (170-190 ვტ / სთ);
  2. B კლასი - (190–230 ვტ / სთ);
  3. C კლასი - (230–270 ვტ / სთ);
  4. D კლასი და ქვემოთ - 400 ვტ / სთ-მდე.

ასევე არსებობს A+ და უფრო მაღალი კლასის აგრეგატები. სინამდვილეში, B- კატეგორიის ტექნიკა უფრო ეკონომიურად არის მიჩნეული, ამიტომ არ არის აუცილებელი A ++ ან A +++ ნიშნის მოდელების ძებნა. ამავდროულად, სტიკერზე თითოეული პლუს ნიშნისთვის მოგიწევთ ზედმეტი თანხის გადახდა.

თუ რა ბენეფიტები მოაქვს სარეცხ მანქანას სახლში სიმყუდროვის შექმნაში, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

პოპულარული მოდელები

სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
Regular price 969.00 ლარი 879 ლარი / თვეში 48 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2S კლასი A+++
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2S კლასი A+++
Regular price 909.00 ლარი 849 ლარი / თვეში 46 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 8კგ Hagen HFW812S
სარეცხი მანქანა 8კგ Hagen HFW812S
Regular price 999.00 ლარი 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 6კგ Vestfrost VW612FT0S კლასი A+++
სარეცხი მანქანა 6კგ Vestfrost VW612FT0S კლასი A+++
Regular price 889.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი