სარეცხი მანქანები შრობის ფუნქციით
ბევრი ადამიანი სარეცხის გარეცხვის შემდეგ, ტრადიციულ მეთოდს მიმართავს და რამდენიმე საათის განმავლობაში თოკზე აშრობს ტანსაცმელსა თუ თეთრეულს. მრავალშვილიან ოჯახში ამაზე ბევრი დრო იხარჯება ამიტომ, მსგავს სიტუაციაში, ძალიან კარგი გამოსავალია სარეცხის საშრობი მანქანები, რომლებიც პოპულარობას სულ უფრო იძენს.
საშრობი სარეცხის მანქანების შესახებ ისურვეს წინა ბლოგშიც ვისაუბრეთ, სადაც დეტალურად მიმოვიხილეთ საშრობის ტიპები და დადებით-უარყოფითი მხარეები.
ტანსაცმლის გამოშრობის პროცესი ხორციელდება თბილი ჰაერის ნაკადის გამოყენებით, რომლის ტემპერატურა რეგულირდება ქსოვილის ტიპის მიხედვით. დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ სარეცხი მანქანები LG-ს მიმოხილვა, რათა უკეთ განვსაზღვროთ მოწყობილობის მახასიათებლები.
LG Steam F4J6TG1W
საიმედო სარეცხის მანქანა, რომელიც 14 პროგრამის წყალობით უზრუნველყოფს ყველანაირი ქსოვილის სისუფთავეს. ერთ ციკლში ადვილად უმკლავდება 8 კგ-მდე ნივთებს, ხოლო გაშრობისას - 5 კგ-მდე.
მნიშვნელოვნად ზოგავს ელ.ენერგიას, ხოლო ჩამონტაჟებული სენსორები გაჟონვის შემთხვევაში იცავს მოწყობილობას და წყალმომარაგებას ავტომატურად თიშავს. ქაფის კონტროლის ფუნქცია განსაზღვრავს სარეცხი საშუალების რაოდენობას.
იმ შემთხვევაში, თუკი სარეცხი საშუალება ჭარბად მოხვდა მანქანაში, მოწყობილობა თავად აიღებს ზედმეტ ქაფს და ამით გაზრდის რეცხვის ხარისხს.
ტანსაცმლის ზედმეტი ნაკეცების აღმოსაფხვრელად, არსებობს ორთქლის ფუნქცია, რომელიც გაცილებით ამარტივებს დაუთოებას.
მახასიათებლები:
- ტიპი - დამოუკიდებლად დასამონტაჟებელი;
- თეთრეულის დატვირთვა - 8 კგ-მდე;
- გაშრობა - 5 კგ-მდე, 5 პროგრამა;
- ენერგიის მოხმარება - A კლასი;
- ბრუნვა - 1400 rpm;
- მართვა - ელექტრონული;
- პროგრამების რაოდენობა - 14;
- ფუნქციები - ორთქლით დამუშავება, გაჟონვისგან სრული დაცვა, ბავშვთა დაცვა, ქაფის კონტროლი, ნაკეცების ორთქლით გათანაბრება, ინდივიდუალური რეჟიმის დამახსოვრება.
- წონა და ზომები (W × D × H) - 66 კგ, 60 × 56 × 85 სმ.
დადებითი:
- რეცხვისა და გაშრობის კარგი ხარისხი;
- ჩუმი მუშაობა;
- უსაფრთხოება;
- დახვეწილი დიზაინი;
- ასწორებს ნაკეცებს, რაც დაუთოებს პროცესს ამარტივებს;
- მრავალფეროვანი რეჟიმი.
მინუსები:
- პლასტმასის ავზი;
- პირველი რეცხვისას შეიძლება იგრძნოთ რეზინის სუნი;
- წყლის მოკლე მილები.
LG AI DD F4V5VG0W
ფართო სარეცხ მანქანას შეუძლია გაუმკლავდეს 9 კგ-მდე სარეცხის რეცხვასა და 5 კგ-მდე გამოშრობას. მრავალფეროვანი რეჟიმი საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ სწორი ვარიანტი ნებისმიერი ტიპის თეთრეულისთვის.
გარდა ამისა, დიზაინის საშუალებით შესაძლებელია რეცხვის დროს სარეცხის დამატება. ქაფის რაოდენობის კონტროლი მოაცილებს ზედმეტ ქაფს და უკეთ გარეცხავს ტანსაცმელსაც.
მოწყობილობის გამარტივებული მუშაობისთვის გათვალისწინებულია ორთქლის ფუნქცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაუთოების პროცესს. მანქანა აღჭურვილია გაჟონვისგან დაცვის მექანიზმით, ხოლო ჩაშენებული სენსორები, ავარიის შემთხვევაში, ავტომატურ რეჟიმში დაბლოკავს წყალმომარაგებას.
მახასიათებლები:
- ტიპი - დამოუკიდებლად დასამონტაჟებელი;
- თეთრეულის დატვირთვა - 9 კგ-მდე;
- გაშრობა - 5 კგ-მდე, 5 პროგრამა;
- ენერგიის მოხმარება - A კლასი;
- ბრუნვა - 1400 rpm;
- მართვა - ელექტრონული;
- პროგრამების რაოდენობა - 14;
- ფუნქციები - ორთქლით დამუშავება, დაცვა გაჟონვისგან, ქაფის კონტროლი, ნაკეცების გასწორება ორთქლით, დაგვიანებული დაწყება, კონტროლი სმარტფონიდან;
- წონა და ზომები (W × D × H) - 67 კგ, 60 × 56 × 85 სმ.
დადებითი:
- კომპაქტური, მაგრამ ფართო;
- დისტანციური მართვა სმარტფონიდან;
- ფასი;
- მშვიდი მუშაობა;
- დახვეწილი დიზაინი;
- მოსახერხებელი სამუშაო პანელი;
- მრავალფუნქციური რეჟიმები.
მინუსები:
- პირველი გამშრალების დროს გამოიყოფა რეზინის სუნი.
სარეცხი მანქანების სასარგებლო და უსარგებლო ფუნქციების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები