Samsung საუკეთესო სარეცხი მანქანების მიმოხილვა
თუკი სამსუნგის სარეცხი მანქანის ყიდვას გადაწყვეტთ, აუცილებლად აღმოჩნდებით ფართო ასორტიმენტის სამყაროში, სადაც წარმოდგენილია ტექნიკის მრავალრიცხოვანი ხაზები და სერიები.
Samsung-ის ამდენწლიანმა ნაყოფიერმა მუშაობამ, შედეგი უდაოდ გამოიღო, რადგან ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილია უამრავი სახის პროდუქტი.
დღეს გვსურს ვისაუბროთ კონკრეტულად სარეცხ მანქანებზე, მაგრამ აუცილებლად შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე, შესაძლებელია Samsung საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვა, რომელთა ასორტიმენტი მოიცავს ტელევიზორებს, მაცივრებს, მიკროტალღურებსა და ა.შ.
რაც შეეხება Samsung სარეცხ მანქანას, არჩევის რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია:
- დიზიანი;
- ზომები - ვიწრო, სრულმასშტაბიანი, ულტრა ვიწრო, კომპაქტური;
- დატვირთვის მოცულობა - ვიწრო 4-7 კგ, სტანდარტული 7 კგ-მდე, დიდი 12 კგ-მდე, მინი 6 კგ-მდე;
- ტექნიკური მახასიათებლები - ენერგეტიკული კლასი, სიმძლავრე, ფუნქციები;
- საიმედოობა - მომსახურების ვადა, დაცვის სისტემა, წარმოების ხარისხი;
- ფასი - მისი შესაბამისობა ხარისხთან.
Samsung WF60F1R2E2WD
პირველი, რითიც ეს მოდელი გამოირჩევა, კონტრასტული, შავი ფერის დატვირთვის ლუქია. მასში შესაძლებელია 6 კგ-მდე სარეცხის მოთავსება. ამასთან, არსებობს 8 პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა ქსოვილისა და ოპერაციული რეჟიმისთვის.
რეცხვის ერთი ციკლის განმავლობაში ხარჯავს 39 ლიტრამდე წყალს, ხოლო LED განათებით შესაძლებელია მიმდინარე პარამეტრების ჩვენება.
ბრუნვის მაქსიმალური მაჩვენებელი 1200 rpm-ია, რეცხვი კლასი „A“-ია, ხოლო ენერგიის მოხმარება „A ++“. დამატებითი ფუნქციებიდან აღსანიშნავია თვითდიაგნოსტიკა და ბუშტების სისტემა.
უპირატესობები:
- დიზაინი;
- სპეციალური რეჟიმები;
- გადადებული დაწყება;
- ბარაბანის ტექნოლოგია Diamond Drum,
- Silver Wash;
- სრული დაცვა;
- კერამიკული გათბობის ელემენტი.
ნაკლოვანებები:
- წინა ოპერაციული რეჟიმის დამახსოვრება არ აქვს.
Samsung WW65K42E08W
კლასიკური მოწყობილობებისგან განსხვავებით, ამ Samsung სარეცხ მანქანას აქვს დამატებითი დატვირთვის ფუნქცია. ანუ, აქტიურ მდგომარეობაში შეგიძლიათ დაამატოთ დავიწყებული საგნები, რაც ძალიან მოსახერხებელია.
რეცხვის კლასი და ენერგიის მოხმარება „A“-ია, ტრიალის სიჩქარე კი 1200 ბრუნია. ტანსაცმლის მაქსიმალური დატვირთვა კი 6.5 კგ-ია.
წყლის საშუალო მოხმარება 39 ლიტრია, ხოლო ბარაბანის ფორმა სწრაფად გარდაქმნის სარეცხ საშუალებებს ბუშტებად, რომლითაც უფრო ადვილია ლაქების ამოღება.
ინვერტორული ძრავა გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობითა და ხანგრძლივი, შედარებით მშვიდი მუშაობით. პროგრამების რაოდენობა 12-ია, მაგრამ სმარტფონიდან მართვის საშუალებით, შესაძლებელია მათი გაფართოება.
უპირატესობები:
- დისტანციური მართვა;
- სტანდარტული, ახალი პროგრამების დიდი არჩევანი;
- დაბალი ვიბრაცია;
- სპეციალური კარი დატოვებული ტანსაცმელებიც დასატვირთად.
Samsung WW65J42E0HS
კიდევ ერთი სარეცხის მანქანა 6.5 კგ-მდე სარეცხის დატვირთვით. აქვს ლაკონური, მკაცრი დიზაინი, რომელიც შეესაბამება ინტერიერის სხვადასხვა სტილს.
ინვერტორული ძრავის გარანტია 10 წელი ან მეტია. სენსორული ინტელექტუალური მართვის სისტემა დაგეხმარებათ მარტივად შეცვალოთ სასურველი ოპერაციული რეჟიმი.
ამ მოწყობილობის სარეცხი/ენერგეტიკული კლასი „A“-ია. ამასთან, კიდევ ერთი უპირატესობა წყლის დაზოგვაა, საშუალოდ ერთ ციკლში საჭიროა 39 ლიტრი. მაქსიმალური ტრიალი 1200 rpm-ია. გარდა ამისა, შემოთავაზებულია 12 პროგრამა, მათ შორის ორთქლით რეცხვა.
უპირატესობები:
- ტემპერატურის არჩევა თავად შეგიძლიათ;
- ქაფის დონის კონტროლი;
- დაცვა ბავშვებისგან;
- პროგრამების ფართო არჩევანი;
- თანამედროვე დიზაინი;
- ფართო, ვიწრო ზომა.
ნაკლოვანებები:
- გაჟონვისგან დაცვა არ არის გათვალისწინებული;
- გრძელვადიანი მელოდია.
პოპულარული მოდელები