სამი საუკეთესო საახალწლო ნაძვის ხე 2020 წლისთვის

ახალი წელი წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოდის, ამიტომ ამ განსაკუთრებულ მომენტში სიხარულის უამრავი მიზეზი არსებობს.

რა თქმა უნდა, ეს არის დრო, როდესაც ოჯახები ერთად იკრიბებიან და აღნიშნავენ ამ შესანიშნავ მოვლენას.

საახალწლო ნაძვის ხე

ახალი წელი ემთხვევა ზამთრის პერიოდს, როცა სუსხიან ამინდში სახლში თბილად ყოფნას არაფერი ჯობია.

მართალია ჩვენთან თოვლი ისეთი ინტენსივობით აღარ მოდის, რაც ცოტა უკარგავს მუღამს ახალ წლეს, მაგრამ ბავშვები და უფროსები მაინც მხიარული განწყობით ელიან დღესასწაულს.

ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი, როგორც ქართველებისთვის, ისე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.

ამ ემოციების გამო, ზოგიერთმა მწარმოებელმა გადაწყვიტა საახალწლო აქსესუარების წარმოება, რათა ყოველ სეზონზე სამახსოვრო სადღესასწაულო განწყობა გქონდეთ.

ერთ-ერთი ასეთი აქსესუარი არის ხელოვნური ნაძვის ხე, რომელსაც გააჩნია გარკვეული რაოდენობის ნათურები გაძლიერებული გაფორმებისთვის.

ისინი ლამაზი, ხელმისაწვდომი და კარგად დამზადებულია.

ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში, შემდეგი სრულყოფილი სახელმძღვანელოს გახსნით.

ამ ბლოგში ნახავთ, ბაზარზე არსებული, ნაძვის ხის სამ ვარიანტს, რათა უკეთ გაერკვეთ მის არსში.

იქამდე კი გეტყვით, რომ საახალწლო ნაძვის ხეები ფასდაკლებით ისურვეზე შეგიძლიათ შეიძინოთ. აქ ფერების, ეფექტების და ზომების ყველაზე დიდი ასორტიმენტი დაგხვდებათ.

სხვა მიზეზებს, რატომ უნდა შეიძინოთ ისინი ისურვეზე, ამ საახალწლო პოსტში იხილავთ.

National Tree Company-ის ნაძვის

National Tree Company CAP3-306-75 Carolina Pine Tree

ვისაც მოსწონს ბუნებრივი ვიზუალის მქონე ხელოვნური ნაძვის ხეები, მაშინ უნდა გადახედოთ კაროლინის ფიჭვის ხეს.

იგი აღჭურვილია წინასწარ დამონტაჟებული ციმციმებით, რომელიც ანათებს თქვენს ორნამენტებსა და აძლიერებს მის ეფექტს.

გარდა ამისა, აქვს მეტალის ხის სადგამი, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავი სტაბილურობას.

პლიუსები:

  • ეფექტური ვიზუალი
  • 5-წლიანი გარანტია
  • ვიზუალი სავსეა ტოტებით
  • მარტივი მონტაჟი

მინუსები:

  • შედარებით ფაქიზი ტოტები

Balsam Hills-ის ნაძვის ხე

Balsam Hills Multi-Colored

Balsam Hills სურს, რომ დაუვიწყარი სადღესასწაულო სეზონი გქონდეთ. ამიტომაც არიან მოტივირებული, რომ მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის ნაძვის ხე, მრავალი ფერადი შუქით.

ხეს გვთავაზობენ ორი გარანტიით - 5 წლიანი ჩვეულებრივი და 3 წლიანი მსუბუქი, რომ დარწმუნდეთ, რომ 100 პროცენტით კმაყოფილი იქნებით თქვენი შენაძენით.

გარდა ამისა, მისი წიწვები დამზადებულია 100 პროცენტიანი PVC-სგან, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო ხარისხს.

პლიუსები:

  • ორი გარანტია
  • გამძლეობა
  • ლამაზი და რეალური ვიზუალი

მინუსები:

  • ნაძვის ხე შეიძლება ჩამოვიდეს დაზიანებით, მაგრამ მწარმოებელი ყოველთვის აგვარებს ამ პრობლემას.

Vickerman-ის ნაძვის ხე

Vickerman-ის განათებული ნაძვის ხე

ვიკერმენი გვთავაზობს ყველაზე მაღალი კლასის ხელოვნურ ნაძვის ხეს. სწორედ ამიტომ არის პოპულარული Camdon-ის ნაძვი.

ხეს აქვს 450 თბილი თეთრი იტალიური LED ციმციმა, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი ოთახის მსუბუქ განათებასა და სადღესასწაულო განწყობას.

ასევე, შეიცავს 886 PVC ტოტს, რომელიც რეალურად და ლამაზად გამოიყურება.

ნაძვის ხეს მოჰყვება ლითონის სადგამი, რომლის დახმარებით შეძლებთ მის დამონტაჟებას თქვენი სურვილის მიხედვით.

პლიუსები:

  • ლამაზი და რეალური ვიზუალი
  • საკმარისი ადგილი ორნამენტებისთვის
  • ადვილი მონტაჟი
  • შესანიშნავია მცირე ფართებისთვის

მინუსები:

  • წიწვები ოდნავ ფაქიზია, ასე რომ იფრთხილეთ შეხებისას

პოპულარული მოდელები