შალაშინი - ბრენდებისა და მოდელების მიმოხილვა

ვისაც ხის მასალების დამუშავება ყველაზე ხშირად უწევს, ზუსტად იცის რაოდენ დიდ როლს ასრულებენ თანამედროვე ტიპის  ხის დანადგარები . თითოეული ელექტრო ხელსაწყოების მუშაობის სპეციფიკა ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ დღეს მხოლოდ შალაშინის  შესახებ ვისაუბრებთ.

თუკი შალაშინის  ყიდვა  გსურთ,  ელექტრო დანადგარების ეს რეიტინგი დაგეხმარებათ კონკრეტული ბრენდის ან მოდელის შერჩევაში. აღწერისას გავითვალისწინეთ ისეთი მახასიათებლები როგორიცაა: დენის მოხმარება, სიჩქარე, მუშაობის სიგანე,  სიღრმე და სხვა ფუნქციონიები.

ბრენდების აღწერის პარალელურად, განვიხილავთ მათ მოდელებს, რადგან ტექნიკური შესაძლებლობები უფრო ნათელი გახდეს.

Makita

Makita შალაშინის  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელია, რომლის პოპულარობა განპირობებულია მაღალი ხარისხის ინსტრუმენტების წარმოებით. შალაშინის სამუშაო ზედაპირის სიგანე იწყება 82 მმ-დან, ხოლო 312 მმ-მდე სიგანის შემთხვევაში, მოწყობილობის სიმძლავრე შეიძლება იყოს 580-დან 2200 ვტ-მდე.

შალაშინის კორპუსის დიზაინი უზრუნველყოფს საიმედო მექანიკურ და ელექტრო დაცვას. გამოყენების მოხერხებულობა კი განპირობებულია ერგონომიული სახელურით. ჭრის სიღრმის რეგულირების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ცვალოთ იგი მუშაობის პროცესში. დანის პირები კი დამზადებულია ვოლფრამის ლითონის შენადნობისგან.

Makita 1806 B

დადებითი:

  • სამუშაო ზედაპირის სიგანე 170 მმ;
  • სანდო კონსტრუქცია;
  • კარგი ხარისხის ხელსაწყო;
  • სამუშაო ზედაპირს აქვს პრიალა ტექსტურა;
  • შესაძლებელია მტვერსასრუტის დაკავშირება;
  • მარტივი დიზაინი, რომლის აწყობაც საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ.

შალაშინი - ბრენდებისა და მოდელების მიმოხილვა

მინუსები:

  • გარკვეული ტიპის ხეებთან (მაგალითად, მშრალი ფიჭვის მორებთან), Makita შალაშინს არ აქვს საკმარისი სიმძლავრე;
  • მძიმე და მაღალგაბარიტული, რისთვისაც სასურველია იყოთ  ფიზიკურად ძლიერი, რათა მარტივად გამოიყენოთ იგი;
  • საკმაოდ მაღალი ფასი აქვს, თუმცა სრულად შეესაბამება ინსტრუმენტის ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მახასიათებლებს.

Bosch

ამ ბრენდის ელექტრო შალაშინი ნებისმიერი საამქროსთვის შეუცვლელი ატრიბუტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მაღალ დონეზე დაამუშაოთ ხის ზედაპირები.

Bosch შალაშინის დიზაინის მახასიათებლებია:

  • მცირე გეომეტრიული ზომები;
  • ერგონომიკა;
  • დანების სწრაფი შეცვლის სისტემა.

Dewalt

ისევე როგორც Dewalt-ის სხვა ელექტრო ხელსაწყოები,  შალაშინიც , რა თქმა უნდა, გამორჩეულია  პროდუქტიულობითა და მუშაობის მაღალი ეფექტურობით. ინსტრუმენტის ხარისხსა და მის ღირებულებას შორის თანაფარდობა ნამდვილად შესამჩნევია ამიტომ, გასაკვირი არც ისაა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. შალაშინი Dewalt-ის მთავარ მახასიათებლებს შორისაა:

  • მაღალსიჩქარიანი ძრავა;
  • სახელურზე არსებული რეზინის ჩანართების გამო, მოწყობილობის მართვა უფრო მოსახერხებელია. იმის დასადგენად, თუ რომელი შალაშინის ყიდვა სჯობს, საჭიროა გაითვალისწინოთ სამუშაოს სპეციფიკა და ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები.

DeWALT D 26500

დადებითი:

  • გრძელი ელექტრო კაბელი;
  • მუშაობის დროს დაბალი  ხმაური;
  • დამუშავებული ზედაპირის მაღალი ხარისხი;
  • სახელურის ერგონომიული დიზაინი;
  • კორპუსის დაბალანსებული დიზაინი საშუალებას იძლევა მარტივად გამოიყენოთ მოწყობილობა თუნდაც ერთი ხელით.

შალაშინი - ბრენდებისა და მოდელების მიმოხილვა

მინუსები:

  • დანების ცუდი ხარისხი, კერძოდ, სისუსტე კვანძებთან მიმართებაში;
  • ცალკეული ნაწილები, რომელთა ჩანაცვლებაც დროთა განმავლობაში აუცილებელი ხდება, ძვირია ან საერთოდ არ იყიდება;
  • გლუვი დაწყების ფუნქცია არ აქვს.

პოპულარული მოდელები

ელექტრო შალაშინი 1050W INGCO PL10508
ელექტრო შალაშინი 1050W INGCO PL10508
Regular price 239 ლარი / თვეში 14 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო შალაშინი Total TL1108236
ელექტრო შალაშინი Total TL1108236
Regular price 279 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ხეზე სამუშაო მრუდწირული შალაშინი UYUSTOOLS CPM10E
ხეზე სამუშაო მრუდწირული შალაშინი UYUSTOOLS CPM10E
Regular price 40.00 ლარი 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ელექტრო შალაშინი Bosch GHO 6500
ელექტრო შალაშინი Bosch GHO 6500
Regular price 379 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი