საკერავი მანქანები კერვის მოყვარულთათვის
თანამედროვე ტექნოლოგიები ყველა სფეროს შეეხო და ყველგან თავისი კვალი დატოვა. რაღაც ნივთები დროის სვლასთან ერთად საერთოდ ჩავაბარეთ წარსულს, რაღაცები კი - თანამედროვეობის კვალდაკვალ დავხვეწეთ და განვავითარეთ.
დღეს ერთ-ერთ უძველეს ნივთზე - საკერავ მანქანებზე ვისაუბრეთ და მოხარულები ვართ, რომ მათი თანამედროვე მოდელები უნდა წარმოგიდგინოთ კერვის მოყვარულ ადამიანებს. ბლოგის ავტორიც მოუთმენლად ველოდები ახალი ინფორმაციების გაცნობას და სიხარულით გაგიზიარებთ ამ საინტერესო მიმოხილვას. დეტალურად ვისაუბრებთ იმ პარამეტრებზეც, რომლებიც მნიშვნელოვანია თითოეული კატეგორიის მყიდველებისთვის.
თუ თქვენ კერვის საქმეში ჯერ პირველ ნაბიჯებს დგავთ, მაშინ ჩვენი ბლოგპოსტი დამწყებთათვის საკერავ მანქანებზე თქვენთვის ნამდვილად საინტერესო იქნება.
მოკლედ, შემოგვიერთდით!
საყოფაცხოვრებო საკერავი მანქანის ტიპები:
როგორც ვიცით, სანამ ელექტრო ძრავზე გადავიდოდა საკერავი მანქანები, ისინი მექანიკურად, ფეხის დახმარებით ფუნქციონირებდა. საყოფაცხოვრებო მანქანები, რომელსაც ახლა პირველ ტიპად განვიხილავთ, ელექტრომექანიკური ძრავით მოქმედებს და სიჩქარე პედლების დაჭერითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ. მისი მართვა დამწყებთათვისაც საკმაოდ მარტივია. ჩვენთვის ცნობილი ხელის საკერავი მანქანაც ზუსტად ანალოგიური პრინციპით მუშაობს.
ელექტრონული და კომპიუტერული ტიპის აპარატები აღჭურვილია ღილაკის მართვის პანელითა და მონიტორით, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ პარამეტრების არჩევა და მომართვა, აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის და მოთხოვნილების ჩვენება. ოპერაციების რაოდენობა აღწევს 1000-ს და მისი სიჩქარე რეგულირდება როგორც პედლის საშუალებით, ასევე - სისტემურად.
დამატებითი ფუნქციები
საკერავი მანქანის მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ გაზარდონ არა მხოლოდ ხაზების ასორტიმენტი, არამედ სამუშაოც უფრო კომფორტული გახადონ. ყველა თანამედროვე მანქანა აღჭურვილია განათების სისტემით, რომელშიც ჩამონტაჟებულია LED ნათურები. ახალი მოდელების უმეტესობა კი საშუალებას გაძლევთ დააინსტალიროთ ორმაგი ნემსი.
სწორი არჩევანის გასაკეთებლად, თქვენ უნდა იცოდეთ რომელი აპარატის მახასიათებლებს გამოიყენებთ ყველაზე ხშირად. გახსოვდეთ, რომ საკერავი მანქანის განსხვავებული პარამეტრების ასათვისებლად, მნიშვნელოვანია შესაბამისი გამოცდილებაც გქონდეთ. თუმცა, დღეს ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი და ნურც გამოწვევებს შეუშინდებით.
საკერავი მანქანები დამწყებთათვის:
ის, ვინც ელემენტარული სამუშაოებისთვის იყენებს მანქანას, ან სწავლების საბაზისო ეტაპზეა - მარტივი და გასაგები მოწყობილობა უნდა შეარჩიოს.
საყოფაცხოვრებო გამოყენების ტექნიკა უნდა იყოს:
- საიმედო;
- ყველა სახის ქსოვილისთვის;
- გადახურული და ელასტიური.
თუ სამკერვალოში აპირებთ გადასაფარებლების, ფარდების და სხვა დიდი ქსოვილების შეკერვას, შეგიძლიათ გადახურვის გარეშე არსებული ვარიანტები განიხილოთ. ჰორიზონტალურ ჩამკეტიანი მანქანები უფრო მარტივი სახმარია და საშუალებას გაძლევთ, ნახოთ როდის მთავრდება მოწყობილობაში ძაფი. არ საჭიროებს ხშირ შეზეთვას და მოსავლელადაც ადვილია. ვერტიკალურ ჩამკეტიანი კი უფრო საიმედოა, რადგან არ შეიცავს პლასტმასის ნაწილებს, რის გამოც, მისი ჩანაცვლება ან შეკეთება გაცილებით იაფი ჯდება.
არჩევანი გამოცდილი მომხმარებლისთვის:
თუ უკვე გამოცდილი და შემდგარი მკერავი ხართ, ბუნებრივია, დამწყებებისაგან განსხვავებული, უფრო მძლავრი ფუნქციებისა და პარამეტრების მოწყობილობა გჭირდებათ.
ამ ტიპის მანქანებში, ავტომატური რეჟიმი საშუალებას გაძლევთ სწრაფ ტემპში მიიღოთ ხარისხიანად დამუშავებული მასალა. მექანიკური კონტროლის მანქანები მხოლოდ ერთი ტიპის მარყუჟების გაკეთებით შემოიფარგლებიან, როდესაც ავტომატურს შეუძლია ერთდროულად სამი-ოთხი მარყუჟი გააკეთოს.
პროფესიული არჩევანი
ამ ბლოკში მოგიყვებით, კონკრეტულად რომელი საკერავი მანქანა უნდა შეარჩიონ იმ მკერავებმა, რომლებიც შეკვეთების მიღებით არიან დაკავებულნი.
მოკლედ, პროფესიული არჩევანის მანქანას უნდა ჰქონდეს:
- ელექტრონული კონტროლი;
- ოპერაციების შერჩევის მრავალი ფუნქცია, სხვადასხვა მარყუჟის ჩათვლით;
- საიმედოობა და მუშაობის კომფორტულობა.
ამ კატეგორიაში მოწინავე მახასიათებლები და საიმედოობა პირდაპირ კავშირშია აპარატის ფასთან. ელექტრონული აპარატის დაბალი ღირებულება ნიშნავს - კომპონენტების ხარისხის დაზოგვას, დაბალი ენერგიის ძრავასა და მინიმალურ საჭირო მახასიათებლებს.
ელექტრონული საკერავი მანქანის დამატებითი კომპონენტები საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სიჩქარის კონტროლი და მართვის პანელი პირდაპირი შერჩევის ღილაკებით, პედლის გარეშე მუშაობის შესაძლებლობა, ნემსის ზუსტი განლაგება და ავტომატური ჩაკეტვა. ზედა რიგის მოდელები აღჭურვილია დიდი, ნათელი LCD მონიტორის მრჩეველთა პროგრამით.
და ბოლოს, იმედია, გარკვეული და საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ საკერავ მანქანებზე, რომელთა შესახებ ისევ გავაგრძელებთ საინტერესო მიმოხილვას. ამდენად, თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგებს, ხოლო თუ ყიდვას გადაწყვიტათ, აუცილებლად ეწვიეთ isurve.ge-ს საკერავი მანქანების მაღაზიას, სადაც მრავალი ბრენდის საუკეთესი პროდუქტები დაგხვდებათ. ყიდვის შემთხვევაში, გთავაზობთ თქვენზე მორგებულ განვადების პირობებს და სახლში მიტანის უფასო სერვისს მთელი საქართველოს მაშტაბით.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
პოპულარული მოდელები