საბავშვო ელექტრომობილების რეიტინგი

დასაწყისშივე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რეიტინგში წარმოდგენილი ყველა  საბავშვო მანქანა მაღალი ხარისხისაა და თითოეული მათგანი შესაფერისია სხვადასხვა მიზნებისთვის და განსხვავებული ტემპერამენტის მქონე ბავშვებისთვის.

მოდით, პირდაპირ საბავშვო მანქანების განხილვაზე გადავიდეთ და ვნახოთ, როგორი განსხვავებული მოდელის ავტომობილები იქნება წარმოდგენილი დღევანდელ რეიტინგში.

Mercedes-Benz 300S

ელექტრო მანქანა Mercedes  შესაფერისია მათთვის, ვინც ბავშვობიდან მოკლებული არ არის სტილის გრძნობას. ამ რეტრო მოდელს ყველაფერი აქვს: კომფორტი, საიმედოობა, სიგლუვე და ფუფუნება. Mercedes-Benz 300S შეიქმნა მათთვის, ვინც საკუთარი თავის ფასი იცის.

ელექტრომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ - დასატენ აკუმულატორს აქვს 7 ამპერი საათის სიმძლავრე და 12 ვოლტიანი ძაბვა. მოდელი აღჭურვილია სპეციალური მაჩვენებლით, რომლითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ დარჩენილი მუხტის დონე.

საბავშვო ელექტრომობილების რეიტინგი

ყველა ბორბლებს აქვს გამძლე კაუჩუკის მასალა, რომლის გახვრეტა არც ისე ადვილია. მეტი კომფორტისთვის კი გათვალისწინებულია ამორტიზატორებიც. კარები და საბარგული იხსნება, მაგრამ ჩაკეტვის შემდეგ, ბავშვი უსაფრთხოდ იქნება. ასე, რომ მართვის დროს, კარი შემთხვევით არ გაიხსნება.

პანელზე განთავსებულია მიკრო ბარათის და პლეერის USB კონექტორი, ხოლო წინ და უკან გათვალისწინებულია დიოდური შუქები. ამასთან, წინა პანელიც განათებულია. და ბოლოს, მშობლების კომფროტისთვის გათვალისწინებულია დისტანციური მართვის შესაძლებლობა.

Buggy O333OO (4*4)

Buggy О333ОО ელექტრო მანქანა ოთხძრავიანია, რომელიც მაღალი გამავლობისაა და განკუთვნილია რთულ გზებზე სასიარულოდ. მოდელს მართლაც იდეალური სატრანსპორტო უნარები და გამძლეობა აქვს.

ციფრების მიხედვით, გვაქვს ძლიერი ბატარეა 12V/10Ah პარამეტრებით და 4*12V/35W გადაცემათა კოლოფი. ზამბარებიანი ამორტიზატორები და ფართო ბორბლები, ამ საბავშვო ავტომობილს ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად აქცევს.

საბავშვო ელექტრომობილების რეიტინგი

მანქანის ექსტერიერის გამორჩეული თვისებაა მარგალიტისფერი პლასტმასის კორპუსი. კარები შეუფერხებლად იხსნება, ხოლო საბარგული საშუალებას მოგცემთ განათავსოთ მასში საბავშვო სათამაშოები და მშობლის ჩანთაც კი.

Buggy O333OO-ის შიგნით (4*4) არის კომფორტული სავარძელი, რომელსაც ხუთპუნქტიანი ღვედი აქვს. პედლებიანი უნივერსალურია - გაზი და სამუხრუჭე.

Pagani Zonda Cinque A009AA

მკვეთრი ხაზებით, აგრესიული, მაგრამ ამავე დროს მიმზიდველი და ელეგანტური დიზაინის კიდევ ერთი საბავშვო ავტომობილი, რომელსაც ოდნავ განსხვავებული კონცეფციის მოყვარულები ირჩევენ. ეს არის ნამდვილი სპორტული მანქანა, რომელიც შექმნილია სხვების აღსაფრთოვანებლად.

საბავშვო ელექტრომობილების რეიტინგი

Pagani Zonda-ს აქვს შესანიშნავი ბატარეა 12V/10A/სთ და 2*35W გადაცემათა კოლოფი. თუ მოულოდნელად მანქანის ელემენტები დაიცალა, ნუ ინერვიულებთ, რადგან მარტივი ტრანსპორტირებისთვის, აქვს მოსახერხებელი სახელური და ასაწევი ბორბლები.

ბავშვის მანქანა საუკეთესოდ არის აღჭურვილი, რადგან აქვს რეზინით დაფარული ბორბლები, კომფორტული სავარძელი სიმაღლის რეგულირებით და ხუთპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედი, ასევე განათებული პანელი, USB, micro-SD და AUX კონექტორით.

მეტი სილამაზისთვის, გათვალისწინებულია ინტერიერის განათება, ფარები და დისტანციური მართვა.

ჩვენი წინა ბლოგის თემა იყო:საბავშვო მანქანები - პატარების იდეალური საჩუქარი

პოპულარული მოდელები

საბავშვო ელექტრო მანქანა BMW I7566 398-0801-45
საბავშვო ელექტრო მანქანა BMW I7566 398-0801-45
Regular price 549 ლარი / თვეში 30 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო ელექტრო მოტოციკლი WB398
საბავშვო ელექტრო მოტოციკლი WB398
Regular price 600.00 ლარი 549 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო ელექტრო მოტოციკლი Y-MB284
საბავშვო ელექტრო მოტოციკლი Y-MB284
Regular price 580.00 ლარი 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო ელექტრო მანქანა Toyota J-MB6693-W
საბავშვო ელექტრო მანქანა Toyota J-MB6693-W
Regular price 600.00 ლარი 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია