რომელი ტიპის ბარგალკებია თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური
- მასალების გაჭრა - მეტალის ფურცლების (ლისტების), კერამიკული ფილების, ქვის, პლასტმასის, მეტალოპლასტმასის და ლითონის მილების, ასევე ბეტონის ნაწარმის;
- შედუღებული მასალების გასწორება და გასუფთავება;
- კოროზიის საღებავის, თაბაშირის ნარჩენების მოცილება;
- აგურის ან ბეტონის კედლებში კაბელების ან მილების ჩასადები ღარების დამუშავება.
როგორ ავირჩიოთ ბარგალკა: მნიშვნელოვანი მახასიათებლები
ბარგალკის ყიდვისას, მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ რა მიზნებისთვის და რა სიხშირით აპირებთ ელექტრო ხელსაწყოს გამოყენაბას. გამოყენების ინტენსივობის მიხედვით, ყველა კუთხსახეხი შეიძლება დაიყოს სამ კლასად:
საყოფაცხოვრებო - ამ ტიპის ბალგარკები შექმნილია სახლის პირობებში გამოყენებისათვის. ეს არის მცირე (1000 ვტ-მდე) სიმძლავრის ხელსაწყოები, რომელთა ძრავა არ არის გათვალისწინებული გრძელვადიანი უწყვეტი მუშაობისთვის. გადახურების გამო, ბარგალკა შეიძლება ავტომატურად გაითიშოს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა კომპაქტურობაა, რადგან მცირე (საშუალოდ 2 კგ-მდე) წონა აქვთ, რის გამოც მოსახერხებელია ძნელად მისადგომ ადგილებში მუშაობა.
პროფესიონალური - ძალიან პროდუქტიული და ძლიერი (2000 ვტ-ზე მეტი) მოდელი, გამიზნულია უწყვეტი და გრძელვადიანი გამოყენებისათვის. ინსტრუმენტის მუშაობის დროის გასაზრდელად, გათვალისწინებულია ძრავის გაგრილების სხვადასხვა ვარიანტი (ვენტილაცია, სპეციალური მასალების გამოყენება სითბოს გადაცემის გაზრდით), აგრეთვე მაღალი ხარისხის სპეციალური მასალები და სხვა.
ასეთ მოდელებს მეტი წონა და ზომები აქვთ, ხოლო აბსოლუტურ უმრავლესობაში, არსებობს ორი ხელისთვის განკუთვნილი ბარგალკები.
ნახევრად პროფესიონალი - მახასიათებლების მიხედვით, საყოფაცხოვრებო და პროფესიულ მოდელებს შორის შუალედურ პოზიციას იკავებენ. საკმარისად ძლიერი მოდელები (1500 ვტ-მდე), შეიძლება გამოყენებული იყოს გრძელვადიანი მუშაობისთვის.
ბარგალკის დისკის ზომები
დისკის ზომები მოწყობილობის მთავარი მახასიათებელია, რომელიც განსაზღვრავს რამდენად ღრმად შეიძლება გაკეთდეს ჭრილი. საჭრელი დისკის მინიმალური ზომაა 115 მმ, ხოლო ყველაზე დიდია 230 მმ.
ყველაზე პოპულარულია დისკების რამდენიმე ზომა:
125 მმ - ყველაზე მოთხოვნადი ზომაა, რომელიც გამოიყენება უმეტეს საყოფაცხოვრებო და პროფესიონალურ მოდელებში. 125 მმ დისკიანი ბარგალკა ძალიან მსუბუქია და მისი უსაფრთხოდ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთი ხელითაც.
150 და 180 მმ - კომპრომისული ვარიანტი, რომელიც განკუთვნილია როგორც გასახეხად, ასევე - ჭრისთვის.
230 მმ - დისკის მაქსიმალური დიამეტრი, რომელიც განკუთვნილია ძალიან ძლიერი ბარგალკებისთვის. ასეთი დისკებით შესაძლებელია გაჭრათ მილები, აგური, ბეტონი, მაგრამ ასეთი ხელსაწყოთი ხეხვა არ არის ძალიან მოსახერხებელი, რადგან მძიმე წონის გამო, მისი მობილურობა შეზღუდულია.
230 მმ დიამეტრის ბარგალკის დისკები უნდა შეიძინოთ იმ შემთხვევაში, თუ დიდი სამშენებლო ან მოცულობითი სამუშაოები გაქვთ განსახორციელებელი.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კიდევ რამდენიმე ფაქტორი:
თხელი დისკით დაჭრილის ხარისხი უკეთესია, ვიდრე - სქელით, მაგრამ ამავე დროს, თხელი დისკი არ არის შესაფერისი გრძელვადიანი ჭრისთვის. ხახუნის გამო, დისკი ძალიან სწრაფად თხელდება. ამიტომ, მისი სისქე შეირჩევა ჭრის სიღრმეზე დაყრდნობით.
რაც უფრო დიდია წრის დიამეტრი, მით უფრო დაბალი სიჩქარით უნდა მუშაობდეს ბარგალკა. ფართო (230 მმ) დისკები შექმნილია არაუმეტეს 6.6 ათასი ბრუნვისთვის, საშუალო (180 მმ) - არაუმეტეს 8.5 ათასი ბრუნვისთვის, ხოლო პატარა (115 - 125 მმ) - 11 ათასამდე ბრუნვისთვის.