რომელი პერფორატორის  შეძენა სჯობს - რეკომენდაციები

  პერფორატორის შეძენამდე, აუცილებლად წინასწარ განსაზღვრეთ თუ რა ამოცანების გადასაჭრელად გჭირდებათ ეს კონკრეტული მოწყობილობა. (საყოფცხოვრებო თუ პროფესიონალური დანიშნულებისთვის)

ამოცანების განსაზღვრის შემდეგ,  შეგიძლიათ გააგრძელოთ შესაფერისი პერფორატორის  შერჩევა შემდეგი მახასიათებლებისა გათვალისწინებით. კონკრეტულად:

დარტყმის ძალა:

საწყისი დონის პერფორატორებისთვის ეს მაჩვენებელი 1-3 ჯ-ია. ნახევრადპროფესიონალი და პროფესიონალი მოდელებისთვის კი ენერგიის მაჩვენებელი 3-8 ჯ და 8-15 ჯოულია;

ძრავის სიმძლავრე და საბურღის სიჩქარე ასევე დამოკიდებულია ინსტრუმენტის კლასზე;

ენერგიის მოხმარება შეიძლება იცვლებოდეს 0.4-დან 1.2 კვტ-მდე,  ბრუნვის რაოდენობა კი წუთში 600-დან 1500-მდე.

ვაზნის ტიპი:

  • SDS-Plus - შესაფერისია საშინაო მოხმარებისთვის. საბურღის მაქსიმალური დიამეტრია 30 მმ;
  • SDS-Max - გამოიყენება პროფესიონალურ ხელსაწყოებში. საბურღის მაქსიმალური დიამეტრია 52 მმ;
  • SDS-Top - საბურღის მაქსიმალური დიამეტრია 16-25 მმ.

ინსტრუმენტის არჩევისას არ უნდა დაგვავიწყდეს ელექტროენერგიის მიწოდების ტიპი. დღეს ხელმისაწვდომია ისეთი პერფორატორები,  რომლებიც 200 ვ ქსელის საშუალებით ან  ელემენტებიდან მუშაობს. არსებობს ასევე პნევმატური მოდელები, მაგრამ ასეთი მოდელები ძირითადად განკუთვნილია სამრეწველო გამოყენებისთვის.

საყოფაცხოვრებო  ტიპის პერფორატორები

საყოფაცხოვრებო იარაღები ხასიათდება დაბალი ზემოქმედების სიმძლავრით, მცირე წონით,  მაგრამ საკმარისად მრავალფუნქციურობით.

Makita HR2470 - იაფიანი და მაღალხარისხიანი პერფორატორი

ერგონომიული, მსუბუქი წონის მოდელი, რომლის წონა 3 კგ-ზე ნაკლებია. მოწყობილობა გამოირჩევა მრავალფეროვნებით, კარგი ფუნქციონირებით და გაფართოებული აღჭურვილობით. პერფორატორი Makita მუშაობს სამ რეჟიმში, რომელსაც შეუძლია 24 მმ დიამეტრამდე ბეტონის გაბურღვა.

რომელი პერფორატორის  შეძენა სჯობს - რეკომენდაციები

საბურღი აღჭურვილია: უკუსვლის ფუნქციით, სიჩქარის კონტროლით და ლილვის საკეტით. მუშაობის მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სპეციალური ფუნქციით.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხის მოწყობილობა;
  • შესანიშნავი ერგონომიკა;
  • კარგი მახასიათებლების ნაკრები;
  • ვიბრაციისა და ხმაურის დაბალი მაჩვენებლები;
  • გრძელი ქსელის კაბელი (4 მ).

ნაკლოვანებები:

  • სიღრმის  არასასიამოვნო რეგულირება;
  • თხელი კაბელი.

Makita შესანიშნავი პერფორატორია სახლის პირობებში სამუშაოდ  და მარტივი საწარმოო დავალებების გადასაჭრელად.

ნახევრად პროფესიონალური პერფორატორები

ნახევრად პროფესიონალური ინსტრუმენტები  შეიძლება გამოიყენოთ როგორც სახლის პირობებში,  ასევე სარემონტო ან სამშენებლო სფეროში.

Bosch GBH 240 Professional - გერმანული პერფორატორი

ბოშის აღნიშნულ მოდელს 4  ფუნქცია აქვს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. რევერსის ფუნცია ხელს უწყობს დაბლოკილი აღჭურვილობის განბლოკვას. გარდა ამისა,  მისი წყალობით, დანადგარი შეიძლება გამოიყენოთ როგორც  ბურღი სახრახნისი.

უნდა აღინიშნოს, რომ Bosch GBH-ს ნახევრად პროფესიონალური აღჭურვილობისთვის არადამახასიათებელი მაღალი ეფექტურობა გააჩნია.

რომელი პერფორატორის  შეძენა სჯობს - რეკომენდაციები

უპირატესობები:

  • საიმედოობა;
  • რეჟიმებისა და ფუნქციების მრავალფეროვნება;
  • გაუმჯობესებული დიზაინი პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.

ბოშის პერფერატორი  ნამდვილი <ყველგანმავალი> მოწყობილობაა, რომელიც ექსპერტთა მიერ შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ინსტრუმენტი სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას.

საუკეთესო პროფესიონალური პერფორატორები

პროფესიონალური მოდელები განკუთვნილია ხშირი და აქტიური გამოყენებისათვის. ასეთი ინსტრუმენტები ხასიათდება მაღალი ზემოქმედების სიმძლავრით,  მაგრამ ყველა სიკეთესთან ერთად, საკმაოდ მოცულობითი და მძიმეა.

DeWalt SDS-MAX D25481K - მოსახერხებელი და დაბალანსებული ინსტრუმენტი

უნივერსალური მბრუნავი ჩაქუჩი, რომელსაც სამი  რეჟიმი აქვს. მოდელს გააჩნია ანტი ვიბრაციული დაცვა, რათა ხანგრძლივი და უწყვეტი მუშაობის შედეგად, ხელები არ დაგეღალოთ. პერფორატორის საიმედოობა გაზრდილია  ძრავისა და გაუმჯობესებული მტვრისგან დამცავი სისტემით.

რომელი პერფორატორის  შეძენა სჯობს - რეკომენდაციები

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე და ზემოქმედების ენერგია;
  • მექანიზმების და ელექტრო ნაწილების კარგი დაცვა;
  • შედარებით მსუბუქი წონა (6 კგ-ზე ნაკლები).

ნაკლოვანებები:

  • საკმაოდ მაღალი ფასი

DeWALT პერფერატორი იდეალურია მათთვის, რომლებსაც დღის განმავლობაში დიდხანს უწევთ მოწყობილობასთან მუშაობა.

 ნებისმიერი საქმის კეთებას ცოდნა სჭირდება, ამიტომაც ჩვენი წინა ბლოგის თემა იყო  როგორ უნდა იმუშაოთ პერფორატორით სწორად

პოპულარული მოდელები

ელ. პნევმატური დრელი (პერფერატორი) 1500W INGCO RH150028
ელ. პნევმატური დრელი (პერფერატორი) 1500W INGCO RH150028
Regular price 389.00 ლარი 289 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პერფორატორი 1250ვტ Edon ED-2803
პერფორატორი 1250ვტ Edon ED-2803
Regular price 249.00 ლარი 169 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პერფორატორი Bosch GBH 240
პერფორატორი Bosch GBH 240
Regular price 539.00 ლარი 439 ლარი / თვეში 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელ. პერფორატორი 800ვტ 2.5ჯ Total TH308268-2
ელ. პერფორატორი 800ვტ 2.5ჯ Total TH308268-2
Regular price 259.00 ლარი 214 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი