რომელი მტვერსასრუტი შევარჩიოთ სახლისთვის და ბინისთვის?

  რომელი მტვერსასრუტი უნდა შევარჩიოთ სახლისთვის, რათა  აკმაყოფილებდეს სისუფთავის ყველა მოთხოვნას, ამასთან მოსახერხებელიც იყოს და  არანაირ გავლენას არ ახდენდეს მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე?  ყველა ამ შეკითხვაზე პასუხს ჩვენი ბლოგის საშუალებით გაგიზიარებთ.

მტვერსასრუტი  უკვე დიდი ხანია საყოფაცხოვრებო ტექნიკის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ძალიან ბევრ ქალბატონს უმარტივებს ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობას. თუმცა, მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან გამომდინარე, მყიდველები ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ - სხვადასხვა ფუნქციით აღჭურვილი მტვერსასრუტების შერჩევა მარტივი არ არის.

მოდელები წარმოდგენილია განსხვავებული ფორმებითა და წონის მიხედვით, თუმცა მთავარი ყურადღება ტექნიკურ მახასიათებლებს  ექცევა,  რომლებიც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს თქვენს მოთხოვნებს (ეს თავის მხრივ, დამოკიდებულია სახლის ფართობის ზომასა და იატაკის მოპირკეთების მრავალფეროვნებაზე).

შეწოვის ძალა და მტვერსასრუტის სიმძლავრე

პირველი კრიტერიუმი, რომელიც სახლისთვის მტვერსასრუტის შერჩევისას უნდა  გაითვალისწინოთ, ეს  არის - სიმძლავრე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს  სამუშაოს მოცულობას.

მხოლოდ მძლავრ მტვერსასრუტს შეუძლია გაუმკლავდეს დიდი ტერიტორიის დასუფთავებას, რომლისთვისაც გამოიყენება  იატაკის სხვადასხვა საქშენი. რაც უფრო ძლიერია მოდელი, მით უფრო მეტი ფუნქციის შესრულება შეუძლია. მათ შორის: ყველანაირი ნამსხვრევების შეწოვა, ხალიჩებისა თუ ავეჯის დასუფთავება, სველი წმენდა და ა.შ.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მაღალ სიმძლავრეს თან ახლავს შესაბამისი ხმაურის დონეც. მძლავრი მტვერსასრუტის მუშაობა ხასიათდება საკმარისად ძლიერი ხმით, რამაც შესაძლოა გარკვეული დისკომფორტიც კი შეგიქმნათ.

რომელი მტვერსასრუტი შევარჩიოთ სახლისთვის და ბინისთვის?

სტანდარტულ ბინებში, რომლის იატაკი მოპირკეთებულია პარკეტით, ლინოლიუმით ან  გაფორმებულია ხალიჩებით,  300 ვტ სიმძლავრის მტვერსასრუტი შესანიშნავია.

დიდი ფართობის მქონე სახლებისთვის, სადაც იატაკები დაფარულია ხალიჩებით, საუკეთესო ვარიანტია ისეთი მოდელები, რომელთა სიმძლავრე 300-დან 450 ვატამდე მერყეობს. მსგავსი მტვერსასრუტები განკუთვნილია მშრალი და სველი წმენდისთვის,  ასევე შინაური ცხოველების ბეწვის გასაწმენდად.

ბევრი მოდელი აღჭურვილია საკმაოდ მოსახერხებელი ფუნქციით, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ სიმძლავრის მაჩვენებელი, რათა შეარჩიოთ  შესაბამისი რეჟიმი კონკრეტული საფარის სტრუქტურისა და მისი დაბინძურების დონისთვის.

დასუფთავების ტიპები

დღეს უკვე მტვერსასრუტების საშუალებით, შესაძლებელია რამდენიმე სახის დასუფთავება: მშრალი, სველი და კომბინირებული.

დასუფთავების ტიპი შეესაბამება კონკრეტული ოთახის ზომას. სტანდარტული ბინისთვის, უმეტეს შემთხვევაში, საკმარისია   მშრალი წმენდის მტვერსასრუტი , რომელიც განკუთვნილია უმნიშვნელო სამუშაოებისთვის. გარდა ამისა, ასეთი მოდელები ელექტროენერგიის მინიმალურ რაოდენობას მოიხმარენ, რაც გულისხმობს იმას, რომ საკმაოდ ეკონომიურია.

მშრალი წმენდის მტვერსასრუტი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კლასიკური წარმომადგენელია,  რომელიც უნაკლოდ ასუფთავებს ხალიჩებს,  ტანსაცმელს და ავეჯს.  ასევე უზრუნველყოფს პარკეტის ზედაპირისა და ბუნებრივი ხალიჩების ხარისხიანად დასუფთავებას.

მტვრის შემგროვებლის ტიპები - ტომარა, კონტეინერი ან წყლის ფილტრი

ტომრები

მტვრის ტომრები შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთჯერად ქაღალდის  ან/და ქსოვილის ჩანთებით. რეგულარული მოხმარებისთვის განკუთვნილი ქსოვილის ჩანთები ეკონომიური ვარიანტია, მაგრამ ასეთი ტომარა პერიოდულად უნდა გაირეცხოს,  რის შემდეგაც  კვლავ შესაძლებელია მისი გამოყენება.

რომელი მტვერსასრუტი შევარჩიოთ სახლისთვის და ბინისთვის?

ქაღალდის ტომრების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გამოყენების შემდეგ, შეგიძლიათ მისი გადაგდება და სულაც არ საჭიროებს პერიოდულად გარეცხვას. ყველაზე მიმზიდველი ვარიანტია ერთჯერადი ჩანთა, რომელიც მშვენივრად აგროვებს მტვერს და არ საჭიროებს დამღლელ დამატებით მოვლას. ერთადერთი მინუსი ნაკლი ისაა, რომ მსგავსი ტომრები  უარყოფითად მოქმედებენ მტვერსასრუტის ენერგიაზე.

ციკლონის ფილტრი

კონტეინერი - საკმაოდ კომპაქტური ფილტრია,  რომლის მოსხნა და გამწმენდა შესაძლებელია პერიოდულად.

მტვრის შეგროვების ტექნოლოგია გამორიცხავს მიკრონაწილაკების ჰაერში გაფრქვევას. გარდა ამისა, მომხმარებელი თავისუფლდება წარმოქმნილი მტვრის ღრუბლებისგან, რომელიც  ტომრის გაწმენდას ყოველთვის ახლავს თან. კონტეინერის შევსება უარყოფითად არ იმოქმედებს მტვერსასრუტის ენერგიაზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ციკლონის ფილტრი  მტვრის შემგროვებლებს შორის ერთ-ერთი უდაო ლიდერია.

აკვაფილტრი

წყლის მტვერსასრუტი სულ სხვა პრინციპზე მუშაობს: ზედაპირის წმენდის დროს შეგროვებული მტვერი შედის წყლის ავზში, ხოლო მტვრის ნაწილაკების  გარემოში მოხვედრის შესაძლებლობა გამორიცხულია.

ამ ტიპის მთავარი უპირატესობა  დასუფთავების უკიდურესი სიმარტივეა. სამუშაოს დასრულების შემდეგ,  უბრალოდ უნდა გადაასხათ ბინძური წყალი და შეავსოთ იგი ახალი, სუფთა წყლით. შეწოვის ძალა ოპერაციის მთელი პერიოდის განმავლობაში მუდმივი რჩება.

ისევე როგორც სხვა ტიპის მოდელებს,  ამ მტვერსასრუტებსაც აქვთ გარკვეული უარყოფითი მხარეები. მაგალითად,  სამუშაოს დასრულების შემდეგ, საჭიროა  მათი დაუყოვნებლივ გაწმენდა. გარდა ამისა,  აქვთ მოცულობითი ზომები, რაც შენახვისთვის ცალკე დამატებით ადგილს მოითხოვს.

პოპულარული მოდელები

მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
Regular price 249.00 ლარი 209 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
Regular price 215.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
Regular price 249.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხელის ვერტიკალური მტვერსასრუტი Arnica ET13310
ხელის ვერტიკალური მტვერსასრუტი Arnica ET13310
Regular price 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი