როგორ უნდა მოვუაროთ ემალის ნაწარმს - საუკეთესო გზა დიასახლისებისთვის

ალბათ ყველა დიასახლის უყვარს ახალი სამზარეულოს აქსესუარის შეძენა. სამწუხაროდ ზოგიერთი ჩვენი საყვარელი ჭურჭელი შეიცავს ისეთ მინანქარს, რომელიც დამზადებულია ფხვიერი შუშისგან.

სწორედ ეს არის ის ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ამ პოსტში მოცემულია პასუხები სამ ყველაზე აქტუალურ კითხვაზე:

  1. როგორ დავიცვათ ემალის ჭურჭლის ზედაპირი ნააკაწრებისა და დაზიანებისგან
  2. როგორ ამოვიღოთ ლაქები ემალის ჭურჭლიდან
  3. როგორ გავწმინდოთ ემალის ჭურელი

როგორ უნდა მოვუაროთ ემალის ნაწარმს - საუკეთესო გზა დიასახლისებისთვის

როგორ დავიცვათ ემალის ჭურჭლის ზედაპირი ნააკაწრებისა და დაზიანებისგან

პირველ რიგში რა არის ემალის მინანქარი? - ეს არის შუშის მსგავსი საფარი, რომელიც  გამომწვარია თუჯის ქვაბზე, ჭიქური მინანქრის მსგავსად. თუ მას ძლიერად დაარტყამთ რაიმეს ის ადვილად გატყდება ან დაიბზარება , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მოერიდოთ მსგავსი ჭურჭლის გამოყენებას.

დამერწმუნეთ თუ თქვენი ემალის ჭურჭელი სავსეა ნაკაწრებით ეს არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს.

არსებობს დამატებითი ზომები, რომელიც უნდა მიიღოთ თქვენი მინანქრის გასაუმჯობესებლად:

  • შეეცადეთ მსგავსი ჭურჭელი არ მიაჩვიოთ ტენიან გარემოს.
  • მოერიდეთ ცარიელი ქვაბის გაცხელებას და როდესაც დააპირებთ მის გამოყენებას აუცილებლად ჩაასხით დიდი რაოდენობით სითხე.

როგორ ამოვიღოთ ლაქები ემალის ჭურჭლიდან

სხვა სახის ჭურჭელი ემალის ნაწარმისგან განსხვავებით მუქი შეფერილობის არის, მათ მსგავსი დიზაინი საშუალებას აძლევს ადვილად დამალონ სხვადასხვა სახის ლაქები, ხოლო ემალის ზედაპირის მქონე ჭურჭელი ამ მხრივ დიდ დაკვირვებას საჭიროებს. სწორედ ეს არის ემალის ნაწარმის უარყოფითი მხარე.

ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტი: აიღეს ემალის დალაქავებული ქვაბი, მასში ჩაასხეს რეკომენდირებული სარეცხი ხსნარი. ყოველ 1 ჩაის კოვზზე დაუმატეს  1 ჭიქა წყალი. ამ გზით ქვაბები ცოტა გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც შორს იყო პირველადი ეფექტისგან.

ამის შემდეგ შეეცადნენ უფრო ძლიერი საშუალება გამოეყენებინათ და მან გაამართლა. ამ საშუალების მთავარი კანონზომიერებაა 1/3 - ანუ 1 ჭიქა მათეთრებელზე 3ჭიქა წყალი.

როგორ გავწმინდოთ ემალის ჭურელი

ქვემოთ მოცემულია თუ როგორ უნდა გაასუფთაოთ თქვენი ემალიზირებული ჭურჭელი. ეს საშუალება, ასევე, გამოიყენება ნებისმიერი სახის ჭურჭლისთვის, მაგრამ არასასურველია ხშირი გამოყენებისთვის.

  1. შეავსეთ ჭურჭელი გრილი წყლით ნახევრამდე, დადგით გაზზე თავდახურული, როდესაც ადუღდება დააყოვნეთ ორი სამი წუთი რათა იდუღოს და შემდეგ გამორთეთ.
  2. შემდეგ ხის ჯოხით ამოურიეთ და ისევ დაადგით გაზზე. საბოლოოდ გადაასხით ცხელი სითხე, გარეცხეთ ჩვეულებრივ წყლით და სარეცხი საშუალებით და გააშრეთ.

იმედია გამოგადგებათ ჩვენი რჩევები და წარმატებით განახორციელებთ მას საკუთარ სამზარეულოში.

 ** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას  

 

პოპულარული მოდელები

უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
Regular price 220.00 ლარი 137 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
Regular price 120.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
Regular price 250.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ალუმინის ქვაბების ნაკრები Scovo 8PCS
ალუმინის ქვაბების ნაკრები Scovo 8PCS
Regular price 200.00 ლარი 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია