როგორ შევარჩიოთ კემპის აპარატი?
კემპის აპარატი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ჩვენი არაერთი მომხმარებლის თხოვნის შემდეგ, რომლებიც შედუღების აპარატის ყიდვის დროს კემპებითაც ინტერესდებოდნენ, მათი ერთბაშად 5 მოდელი შემოგთავაზეთ, რომლებიც ერთდროულად როგორც შედუღების ისე კემპის აპარატების ფუნქციას ასრულებენ.
ისევე როგორც ე.წ <სვარკის> ან სხვა ნებისმიერი ელექტრო ხელსაწყოსა თუ დანადგარის შერჩევისას, თუ კემპის აპარატი გსურთ იყიდოთ, ყურადღება რამდენიმე ძირითად პარამეტრზე უნდა გაამახვილოთ:
- ბრენდი და ქვეყანა: isurve.ge-ზე Schpindel, Stromo, Edon და Welder Kraft ბრენდები გახლავთ წარმოდგენილი, გერმანული და ჩინური მოდელებით. რომელთაგან ყველა უმაღლესი ხარისხისაა და 1 წლიანი, რიგ შემთხვევებში კი 2 წლიანი გარანტია მოყვება.
- ამპერაჟი და სიმძლავრე: რაც უფრო მძლავრია აპარატი, მით უფრო მარტივად მოსახმარია და საბოლოო ჯამში რთული სამუშაოს შესრულების დროს ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ჩვენთან 160, 180 და 250 ამპერიანი კემპების შეძენაა შესაძლებელი.
- რამდენად პროფესიონალურია: სამოყვარულოსა და პროფესიონალურს შორის ფუნქციებსა და მახასიათებლებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. ამიტომ თუ ხელოსანი ბრძანდებით და აპარატი ყოველდღიური სამუშაოსთვის გჭირდებათ, გირჩევთ აქცენტი ნახევრად ან სრულად პროფესიონალურზე გააკეთოთ, თუმცა ისინი, ცხადია, შედარებით ძვირიც გახლავთ.
- ეფექტურობა: ანუ გადაბმულად რა პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ მოიხმაროთ, რამდენად მიზანშეწონილია დიდი ხნის მანძილზე ჭრის ფუნქციით სარგებლობა, ხომ არ აზიანებს ეს გაგრილების მექანიზმს და ა.შ.
- მოყვება თუ არა აქსესუარები: დამჭერები, კაბელები, სათვალეები, ნიღბები, რა სისქის, მასალისა და ხარისხისაა ისინი.
- ფუნქციონალი: კემპის აპარატი მაღალი ხარისხის მოდელად ითვლება თუ აქვს ამპერაჟის რეგულირების და სვარკის შემთხვევაში მაღალ დიამეტრიან ელექტროდთან მუშაობის შესაძლებლობები. ასევე ე.წ <ცხელი სტარტის> ფუნქცია, რაც ჩართვისას სწრაფ გაცხელებას უზრუნველყოფს. ასევე დუგის ავტომატური გახურებისა და მიკრობის საწინააღმდეგო ფუნქციის ავტომატურად გააქტიურების ოფცია.

აღსანიშნავია, რომ ცალკე კემპი თითქმის იმდენივე ღირს, რაც თანამედროვე ინვერტორული კემპისა და შედუღების ფუნქციებით ერთდროულად აღჭურვილი აპარატები, ამიტომ ცალსახად გირჩევთ, ამ უკანასკნელი ტიპის მოდელები შეიძინოთ.
ზოგადად, ღირებულება 500 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს და ამიტომ იდეალურია მისი განვადებით ყიდვა, თუ ცხადია საბანკო საკრედიტო ისტორია გიწყობთ ხელს.
თუ ასე არ არის, ნებისმიერ შემთხვევაში მოგვწერეთ ფეისბუქზე ან დაგვირეკეთ და ვეცდებით, მნიშვნელოვანი ფასდაკლება შემოგთავაზოთ, რომელიმე მოქმედი ან ახლად დასრულებული აქციის ჩარჩოებში.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







