როგორ შევარჩიოთ ელექტრო შედუღების (სვარკის) აპარატი?

ელექტრო შედუღების აპარატის გამოგონება  ერთ-ერთ დიდი მიღწევაა, რომელმაც უამრავ ადამიანს გაუმარტივა პროფესიული საქმიანობა. 

1886 წელს მისი გამოგონება ცნობილ ინჟინერს ნ. ბერნარდოს უკავშირდება.   

შედუღების აპარატის ძირითადი დანიშნულება რკინის კონსტრუქციების ერთმანეთთან დაკავშირება და  ფერადი ლითონების ნაწილებად დაყოფაა. 

როგორ შევარჩიოთ ელექტრო შედუღების (სვარკის) აპარატი?

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც შავი მეტალების აქტიური გადამუშავება, გადადნობა დაიწყეს, გაჩნდა იმის საჭიროება, რომ შეესწავლათ : როგორ იყო შესაძლებელი რკინის კონსტრუქციები საიმედოდ, მყარად დაკავშირებოდა ერთმანეთს.   

1888 წელს ნიკოლაი სლავიანოვმა, საზოგადოებას პირველად, საჯაროდ აჩვენა როგორ ხდებოდა შავი და ფერადი ლითონის შედუღება ელექტროდების საშუალებით. 

1905 წელს კი უკვე აქტიურად და მასიურად დაიწყო აპარატების დამზადება და ბაზრისათვის მიწოდება. 

როგორ ხდება აპარატის გამოყენება

შედუღების მთლიანი ეტაპი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით მიმდინარეობს. 

მოხმარებისას, მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში, წარმოიქმნება ნაპერწკლები, რომელიც ხელს უწყობს ლითონის დამუშავებას და ამასთან , სასურველი ფორმის მიცემას.

აპარატის მოხმარებისას ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. <ჩხირების> - ელექტროდების შერჩევა, რომელზეც შესრულებული სამუშაოს ხარისხია დამოკიდებული. შედუღებისას სწორედ მის აალებასა და დნობაზეა დამოკიდებული რამდენად ხარისხიანად დავამუშავებთ ლითონს. 

აქვე, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ლითონს გააჩნია ის თვისებები , რომელიც ქიმიური შემადგენლობებითაა განპირობებული. ამიტომ, შედუღებისას ყოველთვის იყავით ფრთხილად.  

შედუღებისას,  დეფექტების თავიდან ასაცილებლად, აპარატის მახასიათებლები ზუსტად უნდა ერგებოდეს ელექტროენერგიის სიმძლავრეს. 

ალტერნატიული დენით შედუღება გარკვეულწილად რთულია, რადგან შესაძლებელია აპარატმა ვერ მიიღოს მისთვის საჭირო ენერგია. 

გაითვალისწინეთ, რომ ლითონების შედუღების პროცესში, ადამიანური ფაქტორი უპირველესია. 

გარდა აპარატის ოპერაციული რეჟიმისა და სხვადასხვა ტიპის არჩევისა, ხელოსანს აუცილებლად პროფესიული ოსტატობაც სჭირდება, რადგან  შემდუღებლის ხელზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად განაწილდება დნობა, რამდენად ლამაზი, ერთგვაროვანი და გამძლე იქნება დამუშავებული მასალა.

ინვერტორები 

ეს არის ყველაზე თანამედროვე და მოთხოვნადი შედუღების აპარატი, რომლის  მასობრივი წარმოება გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო.  

ამ დანადგარის პლიუსი არის ის, რომ შესაძლებელია ელექტროენერგიის მახასიათებლების რამდენჯერმე ცვლა და ყველაზე პოპულარულად გერმანული სვარკები (ინვერტორული) ითვლება.

ინვერტორის ძირითადი უპირატესობაა: 

  1. ეკონომიურობა ფაქტობრივად, მოვიხმართ ნაკლებ ელექტროენერგიას.
  2. ელექტროდების ფართო სპექტრის გამოყენება.
  3. მუდმივადაა შესაძლებელი ძაბვის რეგულირდება.
  4. ინვენტორტორის ოპერაციული რეჟიმი იმართება საკონტროლო სქემებით, რაც ხელს უწყობს მასალის დამუშავებასა და დასტაბილურებას. 
  5. არსებობს დაცვა - შედუღება შესაძლებელია ყველანაირ სივრცულ პოზიციაზე. 

ამრიგად, საკონტროლო სქემების საშუალებით, ინვერტორი ამარტივებს პროცესს, რომელსაც შეუძლია მარტივად შეასრულოს დავალება. მაღალი სიხშირის აპარატის წყალობით, გამოცდილი შემდუღებლის ხელში, აუცილებლად გამოჩნდება შედუღების  სიჩქარე და მაღალი ხარისხი.  

ობიექტზე გადაადგილების შემთხვევაში, მსუბუქი წონის და მცირე ზომების გამო, ინვერტორი საკმაოდ მოსახერხებელია.

სიმძლავრე: 

ხშირად ინსტრუქციებში შედუღების ენერგიის მაქსიმალური მოხმარებაა მითითებული, რაც მეტი ელექტროენერგიის მოხმარებას გულისხმობს. 

იმ შემთხვევაში, თუკი ვიცით აპარატის მუშაობის პრინციპი, არც მისი გამოყენება გაგვიჭირდება . 

მაგრამ, ვისაც შეხება არ გქონიათ, პირველ რიგში,  უმჯობესია, შედუღების აპარატის ინსტრუქციას ან მისი შეძენისას გასათვალისწინებელ სხვა რჩევებს გაეცნოთ და ამის შემდეგ აწარმოოთ სამუშაოები. 

პოპულარული მოდელები

ინვენტორული შედუღების აპარატი (სვარკა) MONSTER MS-250A, Italy
ინვენტორული შედუღების აპარატი (სვარკა) MONSTER MS-250A, Italy
Regular price 386.00 ლარი 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ინვენტორული შედუღების აპარატი (სვარკა) WELDER KRAFT WDK-300MMA, Germany
ინვენტორული შედუღების აპარატი (სვარკა) WELDER KRAFT WDK-300MMA, Germany
Regular price 798 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
ინვენტორული შედუღების აპარატი (სვარკა) MONSTER MS-300A, Italy
ინვენტორული შედუღების აპარატი (სვარკა) MONSTER MS-300A, Italy
Regular price 469.00 ლარი 399 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
შედუღების და კემპის აპარატი Edon MIG-205
შედუღების და კემპის აპარატი Edon MIG-205
Regular price 949.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი