როგორ შევიძინოთ საუკეთესო ქვაბების ნაკრები - რჩევები დიასახლისებს
ალბათ ყველა დიასახლისის ჰობია კულინარია, მაგრამ ნამდვილი შეფ მზარეული ვერ გახდები თუ არ გაქვს სათანადო აღჭურვილობა. კულინარისთვის სამზარეულოს მოწყობილობა იგივეა, რაც მხატვრისთვის ფუნჯი, მოცურავისთვის წყალი, მორბენალისთვის კი ფეხები.
სათანადო აღჭურვილობას შეუძლია თქვენ მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება-დაგეხმაროთ კერძის მომზადებაში ან პირიქით წყალში ჩაგიყაროთ მთელი შრომა.
მოკლედ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, რათა შეარჩიოთ საუკეთესო ქვაბების ნაკრები საკუთარი სამზარეულოსთვის.
1. იცოდე რა გჭირდება.
ბაზარზე ხელმისაწვდომია ტაფებისა თუ ქვაბების ფართო არჩევანი. თითოეული მათგანი სხვადასხვა მიზანს ემსახურება. საუკეთესო ქვაბების ნაკრები აერთიანებს 9 აუცილებელ ქვაბსა და ტაფას, მაგრამ ჭკვიანურ არჩევანს შეუძლია განსაზღვროს მათი რიცხვი.
მაგალითად ე. წ. სკილეტი შესანიშნავია ნებისმიერი შემწვარი კერძის მოსამზადებლად, ხოლო ჰოლანდიურ ქვაბს კი შეუძლია შეითავსოს ნებისმიერი სხვა ქვაბის ფუნქცია.
რამდენიმე საკვანძო ქვაბის ფლობა არა მხოლოდ დაზოგავს თქვენს ფულს, არამედ სივრცის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ. ამ რჩევის მთავარი მიზანია აირჩიოთ ქვაბები და ტაფები მრავალგვარი გამოყენების საშუალებით.
2. აირჩიე სწორად თვისებების მიხედვით.
საყიდლებზე წასვლისას შესაძლოა მრავალ განსხვავებულ ვერიანტს გადააწყდე, ეს ყოველივე უფრო ართულებს გადაწყვეტილების მიღებას. შეფ მზარეულები საუკეთესო ქვაბების ნაკრების ორ თვისებას გამოყოფენ: კარგი გამტარი და სიმძიმე.
პირველი განსაზღვრავს სითბოს გადაცემის უნარს ხოლო მეორე მასალას. სპილენძი და ალუმინი ამ მხრივ ყველაზე კარგი არჩევანია, რადგან ისინი ყველაზე კარგად ათბობენ და აცივებენ საკვებს, ამავდროულად ეს მასალები ხელს უწყობს სითბოს თანაბარ განაწილებას.
იმ შემთხვევაში თუ საკმარის ინფორმაციას არ ფლობთ ამა თუ იმ ნაწარმზე აუცილებლად გადაამოწმეთ მისი შესაძლებლობები მის შეძენამდე. ამაში ინტერნეტი დაგეხმარებათ.
3. მოერიდეთ თუჯის ნაწარმს.
თუჯის ქვაბების სირთულე მის სითბოგამტარობის უნარში მდგომარეობს. ზოგი შეფმზარეული ამბობს, რომ თუჯის ნაწარმი ერთადერთი რამ არის რის გამოყენებასაც თავს არიდებენ.
ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ის ადვილად ხურდება, მაგრამ სითბოს დიდ ხანს არ ინარჩუნებს. არსებობენ შეფმზარეულები, რომლებსაც ეს მოსწონთ.
თუჯის ნაწარმის მოვლა კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს. მისი ღია შეფერილობა ხელს უწყობს ლაქების წარმოქმნას. საბოლოო ჯამში არ გირჩევთ თუჯის ნაწარმის შეძენას, რადგან მისი მოვლა საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს .
სიმძიმე და სქელი ბოლოები
ყურადღება მიაქციე ვიზუალურ მხარეს
ქვაბის ვიზუალური მხარე საკმაოდ ბევრს გვეუბნება მის ხარისხზე. არსებობს მცირე ნიუანსები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ქვაბისა თუ ტაფის არჩევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ მის სიმძიმეს - რაც უფრო მძიმეა მასალა, მით უფრო კარგი გამტარია.
ასევე მნიშვნელოვანია ფსკერის სისქე - სქელი ბოლოები ხელს უწყობს სითბოს განაწილებას, რათა ადვილად არ დაიწვას საკვები. საუკეთესო არჩევანია უჟანგავი ფოლადის, ალუმინის ან სპილენძის შიდა ფენით, რადგან ის გამძლეა.
რჩევა: გერმანული გრანიტის ქვაბების პოპულარობის მიზეზები
ამავდროულად ის არააქტიურია სხვადასხვა რეაქციების დროს, სითბოს კარგი მარეგულირებელია და მისი გაწმენდაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
კარგი კონსტრუქცია და თბოიზოლირებული სახელურები
ბევრ ქვაბს აქვს სახელურები, რომელიც დამზადებულია დაბალგამტარი ლითონისგან, მაგალითად, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი. პლასმასი და ხე კარგი თბოიზოლატორები არიან , მაგრამ არა ღუმელისთვის.
ამ მხრივ ყველაზე კომფორტულია მოსახსნელი პლასმასის ან სითბოდამცავი რეზინისგან დამზადებული სახელურები.
ზემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო ჭურჭელი, რათა უფრო ადვილად მოამზადოთ სასურველი კერძები.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები