როგორ შევარჩიოთ პურის საცხობები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

უპირველეს ყოვლისა, პურის საცხობების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მუშაობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტორებს. მაგალითად, მოწყობილობის სიმძლავრეს, რომელიც სასურველია მერყეობდეს 450-დან 1650 ვტ-მდე, რადგან სწორედ სიმძლავრე განსაზღვრავს ცომის დამუშავების ხარისხს.

ასევე გასათვალისწინებელია დაგვიანებული დაწყების ფუნქცია, რომლითაც შესაძლებელია  გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყოს მოწყობილობამ პურის ცხობა.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ უნივერსალურ პროდუქტებს შეუძლიათ არა მხოლოდ პურის ცხობა, არამედ სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმისა მომზადებაც კი, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ყურადღება მიაქციეთ თასის ტევადობას, რადგან სუსტ პურის საცხობს არ შეუძლია ძალიან ბევრი საკვების შერევა.

Morphy Richards Premium Plus 502000

ბრიტანული კომპანიის Morphy Richards პურის საცხობი , ჩვენი რეიტინგის ლიდერი, მრავალფუნქციური საცხობი დანადგარია, რომელიც გამოირჩევა ცხობის 19 პროგრამით. ამზადებს ტრადიციულ თეთრ პურს, ჭვავის, ალაოს. ასევე შესაძლებელია მაფინების, მარმელადისა და მურაბის მომზადება.

როგორ შევარჩიოთ პურის საცხობები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

სწორი კვების მოყვარულთათვის არსებობს უგლუტეინო მომზადების რეჟიმი. გარდა ამისა, მოწყობილობა შეიცავს რეცეპტების წიგნს (40-ზე მეტი!), რომელშიც გაერთიანებულია რჩეული რეცეპტები, რომელთა მომზადებაც მარტივია.

პურის საცხობი დამზადებულია უსაფრთხო პლასტმასისგან, რომელიც არ გამოყოფს რაიმე ნივთიერებებს. ლითონის დანა ბევრად უფრო საიმედოა, ვიდრე ჩვეულებრივი პლასტმასის, რომელიც ავტომატურად იკეცება და არ ტოვებს პურზე ჩაღრმავებებს.

მოწყობილობას აქვს დისპენსერი ხილისა და კაკლის ავტომატური გაცემისთვის. სწრაფი მომზადებისთვის გათვალისწინებულია 70 წუთიანი ექსპრეს რეჟიმი, რაც საკმარისია ხრაშუნა და არომატული პურის მისაღებად. Morphy Richards-ის ყველა პროდუქტი გადის მკაცრ ტესტირებას, ხოლო გარანტია  2 წელია.

უპირატესობები:

  • ცხობის 19 რეჟიმი;
  • კომპლექტში შედის რეცეპტების წიგნი;
  • უსაფრთხო პლასტმასი, რომელიც არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს;
  • დაყოვნების ტაიმერის არსებობა;
  • დისპენსერი ხილისა და კაკლის ავტომატური მომარაგებისთვის.

Oberhof Broter F4

Oberhof Broter-ის პურის საცხობი გერმანული ბრენდისგან, რომელიც გამორჩეულია ხარისხით, შესრულებითა და შთამბეჭდავი ფუნქციებით.

აღნიშნული მოდელი იდეალურია იმ დიასახლისებისთვის, რომელთაც სურთ დაზოგონ დრო გემრიელი ნამცხვრების და სხვა კერძების მომზადებაში.

მოწყობილობის მუშაობისას პრობლემები არ იქმნება. ამასთან, მოდელი აღჭურვილია სენსორული პანელითა და ციფრული დისპლეით. გარდა ამისა, გააჩნია ინსტრუქციის სახელმძღვანელო რუსულ ენაზე.

როგორ შევარჩიოთ პურის საცხობები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

მეტი მოხერხებულობისთვის, Oberhof პურის  საცხობი დანადგარი მწარმოებელმა აღჭურვა 15 ავტომატური პროგრამით, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის პურის, მურაბის, იოგურტის, მაფინების, დესერტებისა და სენდვიჩების მომზადება.

ძლიერი თასი დამზადებულია ხუთფენიანი მასალისგან, ხოლო კორპუსი - უჟანგავი ფოლადისგან, ამიტომ მოწყობილობა გამძლე და მდგრადია კოროზიის მიმართ.

უპირატესობები:

  • ამზადებს ჰაეროვან და ნაზ ცომს;
  • ინტუიციური მართვა;
  • ცომის მაქსიმალური წონა 1 კგ-მდეა;
  • არსებობს ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქცია და გადადებული დაწყება.

Panasonic და Moulinex პურის საცხობი აპარატების მიმოხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

პურის გერმანული საცხობი Weimar WE-BM9390GB
პურის გერმანული საცხობი Weimar WE-BM9390GB
Regular price 450.00 ლარი 369 ლარი / თვეში 18 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პურის საცხობი FRANKO FBM-1204
პურის საცხობი FRANKO FBM-1204
Regular price 500.00 ლარი 459 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პურის საცხობი FRANKO FBM-1203
პურის საცხობი FRANKO FBM-1203
Regular price 399.00 ლარი 369 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პურის საცხობი FRANKO FBM-1205
პურის საცხობი FRANKO FBM-1205
Regular price 549.00 ლარი 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი