როგორ შევარჩიოთ LCD ტელევიზორები - რეკომენდაციები
ტელევიზორები უნდა შეარჩიოთ ყურებითა და თვალებით!
მართლაც, ნებისმიერი ფილმების, ვიდეობის და სხვა შინაარსის ყურებისას, ეკრანის სიკაშკაშე, სიწმინდე და კარგი ხმა - არსებითად მნიშვნელოვანია.
ამიტომ, მაღაზიაში ყურადღებით უნდა შეამოწმოთ არა მხოლოდ ტელევიზორის დიზაინი, არამედ გამოსახულება და ხმა. ყიდვისას, როგორ უნდა შეამოწმოთ ახალი ტელევიზორი და რას უნდა მიაქციოთ არსებითი ყურადღება, ამას ჩვენი ბლოგიდან გაიგებთ.
ტელევიზორის შემოწმება შეძენისთანავე:
იმის მიუხედავად, თუ სად იყიდება ტელევიზორი ინტერნეტ მაღაზიაში თუ უშუალოდ სავაჭრო ობიექტში - მაინც უნდა შეამოწმოთ მოწყობილობა საფუძვლიანად.
შემოწმება დაიწყეთ ყუთიდანვე. ნახეთ, რაიმე მნიშვნელოვანი სახის დაზიანებები ხომ არ აქვს ყუთს. ჩაღრმავებები და სხვა სახის მცირე დაზიანებებიც კი, შეიძლება მიუთითებდეს უყურადღებოდ ტრანსპორტირებაზე.
ტელევიზორის ყუთი:
შეფუთვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ტელევიზორის შესახებ: მწარმოებელი, მოდელი, სერია, ზომები და სხვა ნიშნები. დარწმუნდით, რომ ნამდვილად შეკვეთილი ვერსია გადმოგეცათ.
ახალი ტელევიზორის კორპუსი და სადგამი დაცული უნდა იყოს სპეციალური თხელი ცელოფნებით. ვიზუალური შემოწმების დროს, დანაყოფზე არ უნდა ემჩნეოდეს გამოყენების კვალი ან დეფექტები:
ნაკაწრები: ყურადღებით შეამოწმეთ გაპრიალებული ლითონის პანელები, ასევე ქრომის ელემენტები, რადგან ნებისმიერი დაზიანება აშკარად ჩანს მბზინავ ზედაპირებზე;
ჩაღრმავებები ან სხეულის გადახრილი (მოღუნული) ნაწილები, რომლებიც არ უნდა იყოს ქარხნული ვერსიით;
დაზიანებული ხრახნები უკანა პანელზე: შესაძლებელია ტელევიზორი დაშალეს ან ააწყვეს. ასეთ დროს კი, გაითვალისწინეთ, რომ საგანრანტიო მომსახურება არ იმუშავებს.
კომპლექტაციის შემოწმება:
აქსესუარების რაოდენობა და სახელები განსხვავდება შეძენილი მოდელის მიხედვით, მაგრამ ჩამოთვლილი აქსესუარები საერთოა ყველა ტელევიზორისთვის:
- დისტანციური მართვის პულტი;
- სადგამი;
- დასაკავშირებელი კაბელები;
- დოკუმენტაცია - ინსტრუქციები და საგარანტიო ბარათი.
ხმის შემოწმება:
ხმისა და პარამეტრების გასაუმჯობესებლად, მწარმოებლები იყენებენ 20 ვატიან აუდიო სისტემებს, ასევე ისეთ სხვადასხვა ტექნოლოგიას, როგორიცაა მაგალითად Ultra Surround. რაც შეეხება ხმის ხარისხს, ჯობია დარწმუნდეთ პირადად და დატესტოთ ადგილზევე, ვიდრე უბრალოდ ტექნიკურ მახასიათებლებში წაიკითხოთ მათ შესახებ.
ამის გაკეთებლად კი საკმარისია ჩართოთ ნებისმიერი სიმღერა ტელევიზორში და თანდათანობით გაზარდოთ ხმის მოცულობა მინიმალურიდან მაქსიმუმამდე. დარწმუნდით, რომ არ არსებობს ზედმეტი ხმაური ან შემაწუხებელი ხმები.
კონექტორებისა და ინტერფეისების შემოწმება:
ტელევიზორის პანელის უკანა მხარეს არის საჭირო პორტების ნაკრები, რომელიც სხვა გაჯეტებთან სინქრონიზაციისთვის შესაძლოა გამოგადგეთ. თუ რომელიმე მათგანი არ ფუნქციონირებს სწორად, მაშინ აუციელებლად შეამოწმებინეთ ტელევიზორი კონპეტენტურ პირს.
ამიტომ, ყიდვისას შეამოწმეთ შემდეგი:
USB - დაგეხმარებათ ჩვეულებრივი მეხსიერების ბარათი (ფლეშკა);
HDMI, LAN, RF, VGA, აუდიო და სხვა - კაბელები, რომლებიც უნდა იყოს ტელევიზორთან ერთად კომპლექტში;
უკაბელო ინტერფეისები, როგორიცაა Wi-Fi და Bluetooth ასევე არ უნდა უგულებელყოთ. შეეცადეთ დაუკავშირდეთ ტელევიზორს სადენების გარეშე სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენებით, აჩვენეთ სურათი ან ვიდეო ტელევიზორის ეკრანზე.
ეკრანის შემოწმება:
თქვენ დაგჭირდებათ მეხსიერების ბარათი, რომელზეც შენახული იქნება ფერადი სურათები. ამის შემდეგ, ირჩევთ სურათებს ტელევიზორის მიერ მხარდაჭერილ ფორმატში (Full HD, Ultra HD 4K და ა.შ.) და იწყებთ სატესტო რეჟიმში სურათების დათვალიერებას.
როგორ შევამოწმოთ ეკრანზე ცუდი პიქსელები?
დაბალი პიქსელები ეკრანზე გამოჩნდება, როგორც შავი ან თეთრი წერტილები;
ნათელ სურათზე, ასეთი პიქსელი შეიძლება სხვა ფერში გამოჩნდეს. მაგალითად, მწვანე ფონზე - წითელი.
პოპულარული მოდელები