როგორ შევარჩიოთ ეპილატორი?

რა აქცევს ქალს სასურველად თუ არა მისი უნაკლო და ლამაზი სხეული? თანამედროვე სამყაროში ზედმეტი თმის მოშორების პრობლემა უკვე აღარ დგას, თუმცა ყოველთვის ფორმაში ყოფნისათვის საჭიროა დიდი ძალისხმევა და ფინანსები.

თუ თქვენ არ გაქვთ დრო ყოველ კვირა სილამაზის სალონში საკუთარ თავს დიდი დრო დაუთმოთ ან თუნდაც ფიქრობთ, რომ ეპილაცია ფულის ხარჯვაა, მაშინ თქვენთვის აუცილებელი ნივთი სწორედ ეპილატორია.

როგორ შევარჩიოთ ეპილატორი?

ის ადვილად ანაცვლებს და სამუდამოდ დაგავიწყებთ საპარსის არსებობას, არის გაცილებით ეფექტური და სწრაფი მეთოდი ზედმეტი თმის მოსაშორებლად. გაპარსულ და დეპილირებულ კანზე თმის ღერები რამდენიმე დღეში იჩენს თავს, ეპილატორით გასუფთავებული კანით კი 20-30 დღის განმავლობაში დატკბებით.

არსებობს ეპილატორის 2 ტიპი - ეპილატორები დისკით და ეპილატორები სამტვრევით.

ეპილატორებს, რომლებსაც გააჩნიათ დისკი საკმაოდ სწრაფად აცლის თმას, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცედურა უმტკივნეულო ნამდვილად არ არის.

რაც შეეხება სამტვრევებით აღჭურვილ ეპილატორებს, ის შედარებით ნელა მუშაობს და დიდი დრო სჭირდება, (სწორედ ამ ტიპის გახლავთ ბევრი ფილიპსის ეპილატორი) თუმცა ამ ტიპის ეპილატორით ჩატარებული პროცედურა გაცილებით კომფორტულია. 

მგრძნობიარე კანის შემთხვევაში

განსაკუთრებით მგრძნობიარე ზონად ითვლება იღლიისა და ბიკინის ზონა, სადაც სხვა ზონებთან შედარებით ეპილაცია შედარებით მტკივნეულია. სწორედ ამიტომ ეპილატორების კომპლექტაციაში შედის საცმები დამწყებთათვის, რაც ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვინც პირველად იკეთებს ეპილაციას. ტკივილის შესანელებლად ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ყინული, რომელიც გიცავთ, თუკი ეპილაციის პროცესში კანი დაგიზიანდებათ.

სიჩქარე - არის ეპილატორების ტიპი, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი სიჩქარე, თუმცა სასურველია ისეთი ეპილატორის შეძენა, რომელსაც სიჩქარის ორი რეჟიმი ექნება. ორ-სიჩქარიან ეპილატორს შეუძლია მოაშოროს ძალიან თხელი თმაც კი გაცილებით უმტკივნეულოდ და სწრაფად. 

განათება - ეს ფუნქცია დაგეხმარებათ სუფთად ჩაიტაროთ ეპილაცია და არ დაგრჩეთ თმის არცერთი ღერი.

კვების წყარო - არსებობს ეპილატორები, რომელიც, როგორც, დენის წყაროდან, ასევე ბატარეების საშუალებით მუშაობს. არის ეპილატორის ისეთი მოდელები, რომლებიც აკუმულატორით არის აღჭურვილი და მისი გამოყენება დამუხტვის შემდეგ დენის წყაროს გარეშეც არის შესაძლებელი.

ფოტო, იგივე ლაზერული ეპილატორები ამ პოსტში განხილული არ არის, თუმცა ამ მოდელებთან დაკავშირებით ჩვენს ბლოგზე უამრავ სტატიას შეხვდებით.

საცმები ეპილატორისთვის

  • შემზღუდავი საცმი - ამცირებს საეპილაციო ზონის ფართობს.
  • საცმი ტრიმერი - კომბინირებული პარსვისა და სტაილინგისთვის ბიკინის ზონაში.
  • საცმი სამართებელი - მოსახერხებელია იმ ადგილებში, სადაც ეპილაცია არასასურველია და სხვა საცმები.

პოპულარული მოდელები

სახის ტრიმერი Finishing Touch Flawless
სახის ტრიმერი Finishing Touch Flawless
Regular price 50.00 ლარი 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ბარათით შეძენისას! 10:00 - 19:00 მიწოდება 2 საათში. 19:00 საათის შემდეგ მიწოდება მომდევნო სამუშაო დღის პირველ ნახევარში
წყალგამძლე ეპილატორი GEEMY GM-7003 (5-ერთში)
წყალგამძლე ეპილატორი GEEMY GM-7003 (5-ერთში)
Regular price 150.00 ლარი 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ეპილატორი Braun Silk-Epil 3 SE3170 მასაჟის ეფექტით
ეპილატორი Braun Silk-Epil 3 SE3170 მასაჟის ეფექტით
Regular price 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ეპილატორი Sokany HS-6423
ეპილატორი Sokany HS-6423
Regular price 80.00 ლარი 57 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი